FM97.5 / LIVE

როგორ რეაგირებენ მთავარ პროკურატურაში მოქალაქეებისა და ჟურნალისტების განცხადებებზე

მთავარისამართალი 07.03.2014
რა რეაგირება მოყვა იმ პატიმრის წერილებს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორებსა და გამომძიებლებს ზეწოლაში ადანაშაულებს; რა წერილები დატოვა უპასუხოდ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ;

როგორ რეაგირებენ მთავარ პროკურატურაში მოქალაქეებისა და ჟურნალისტების განცხადებებზე
პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ზ. ლ. ხუთი თვეა რაც პატიმრობაში, გლდანის მერვე საპყრობილეში იმყოფება. მას ბრალდების მხარე ყალბი ჩანაწერის გაკეთებასა (სსკ-ის 341-ე მუხლი) და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემას (სსკ-ის 371-ე მუხლი) ედავება.

ზ.ლ. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორებსა და გამომძიებლებს ზეწოლაში ადანაშაულებს. მან მომხდართან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას 3-ჯერ მისწერა. ზ.ლ-მ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიასაც შეატყობინა, თუმცა ამ დროდე მის არცერთ განცხადებას გამოხმაურება არ მოჰყოლია.

რა რეაგირება მოჰყვა ზ.ლ-ს წერილებს მთავარ პროკურატურასა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, „სამხრეთის კარიბჭეც“ დაინტერესდა.

მთავარ პროკურატურას „სამხრეთის კარიბჭემ“ წერილი 22 იანვარს გაუგზავნა. პროკურატურის კანცელარიაში გვიხსნიან, რომ წერილი მათ 28 იანვარს ჩაბარდათ, პასუხი კი თებერვალში დაგვიბრუნეს, თუმცა ამ დრომდე რედაქციას წერილი არ მიუღია. რატომ ვერ მივიღეთ ერთი თვის წინ გაგზავნილ წერილზე პასუხი, კანცელარიაში ვერ გვიპასუხეს.

მთავარი პროკურატურისგან განსხვავებით „სამხრეთის კარიბჭემ“ დაუყოვნებლივ მიიღო პასუხი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ იმ წერილის ასლი გამოგვიგზავნა, რომელიც ზ.-ლს წერილის მიღების შემდეგ რეაგირებისთვის საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსს დავით საკანდელიძეს გაუგზავნა.

„სათანადო რეაგირებისთვის გიგზავნით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის ზ.ლ-ს #39770 განცხადებას, რომლითაც მან მომართა ჩვენ კომიტეტს. მსჯავრდებული მიუთითებს უკანონო ქმედებებზე რაც მის მიმართ განხორციელდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში მისგან სასურველი ჩვენების მიღების მიზნით. გთხოვთ შეისწავლოთ განცხადებაში მითითებული გარემოებები და თქვენი რეაგირების შესახებ ერთი თვის ვადაში აცნობოთ კომიტეტს და განმცხადებელს“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წერილში (536/4-2; 24.01.2014 წელი).

როგორც ზ.ლ-ს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე აცხადებს, მსჯავრდებული სასამართლო პროცესებს პროტესტის ნიშნად აღარ ესწრება: „4 პროცესი ისე გავიდა, რომ ბრალდების მხარემ არცერთი მოწმე არ მოიყვანა“.

მისი განცხადებთ, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ზ.ლ. ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის საქმეში ყალბ მოწმედ სჭირდებოდათ და ამიტომ დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ზ.ლ. 2013 წლის 19 ოქტომბერს იმ საქმის გამო დააკავეს, რომელზეც ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს მამუკა ხვედელიანსა და მის თანამშრომლებს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ამავე წლის 3 ივლისს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

მოგვიანებით, 17 დეკემბერს იგივე ეპიზოდზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. საქმე ახალდაბის ეპიზოდს ეხება, რომლის თანახმადაც 2011 წლის 27 მაისს ახალდაბაში რესტორან „ბურჯებში“ მომხდარი ჩხუბის გამო 3 პირი დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ხვედელიანის საქმე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში იანვარში გაასაჩივრა. მიიღო თუ არა საქმე წარმოებაში უზენაესმა სასამართლომ ამ დრომდე უცნობია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არც პროკურორს მამუკა ქომოშვილს და არც ხვედელიანის ადვოკატს ზაზა მარიდაშვილს აქვს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესამე თვეა „სამხრეთის კარიბჭე“ მთავარი პროკურატურიდან პასუხს ელოდება
ხვედელიანის საქმეში ბრალდებული საპატიმროს დატოვებს
რაში ედავება პროკურატურას ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი?
მამუკა ხვედელიანის საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს
მამუკა ხვედელიანის საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული გაამართლეს
მამუკა ხვედელიანის საქმეში ბრალდებული სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
შეეწირა თუ არა ხვედელიანის საქმეს პროკურორი