FM97.5 / LIVE

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგზარდის ოჯახს გამოძიების ვერსიის აღარ სჯერა

მთავარისამართალი 06.03.2014
რატომ აღარ სჯერათ ენდელაძეებს ავტოსაგზაო შემთხვევის და რის სათქმელად დაუკავშირდა გარდაცვლილის ოჯახი „სამხრეთის კარიბჭეს“; ვინ და რატომ დაემუქრა გარდაცვლილის ყოფილი მეუღლის ოჯახს და რას ელიან გამოძიებისგან დაზარალებულები; ბესო ენდელაძის საქმის ახალი დეტალები;

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგზარდის ოჯახს გამოძიების ვერსიის აღარ სჯერა
„სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ - „დაფარული მკვლელობა თუ ავტოსაგზაო შემთხვევა?!“ (#03 (438) 17.02.2014 წ) გარდაცვლილი ბესო ენდელაძის ოჯახის წევრები „სამხრეთის კარიბჭეს“ დაუკავშირდნენ.

„სიმართლე რომ გაიგო მამაჩემმა და ასი პროცენტით დარწმუნდა, რომ მისი შვილი განზრახ მოკლულია, გული დაწყდა თავის ნათქვამზე. ისე გამოვიდა, თითქოს შვილის მკვლელს ხელს აფარებდა“, - გვითხრა გარდაცვლილი ბესო ენდელაძის დამ თამრიკო ენდელაძემ.

ბესო ენდელაძე უგონო მდგომარეობაში სოფელ ვარხანში 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს ნახეს. მომხადრაზე ძიება ადიგენის რაიონულმა სამმართველომ სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები: „ბესო ჩხუბში მოკლეს“

ენდელაძეებს სამართალდამცავების ვერსიის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ბესო ჩხუბში მოკლეს.

„ვინც შეესწრო მაგ ამბავს, ის მოყვა რომ სადაც უგონოდ იპოვეს ბესო, ჩხუბი იქვე, მარჯვენა მხარეს, ღელეში მომხდარა“, - ამბობს თამრიკო ენდელაძე.

„ორმა ხელები გაუკავა, მესამემ თავში დაარტყა, დანარჩენები უყურებდნენ“, - ამატებს გარდაცვლილის დედა ნაზი აბუთიძე.

მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე ნათია მინაძეც: „სხვაგან იჩხუბეს, მანდ მიიყვანეს და დაადგეს. პოლიციელებმა თვითონ მითხრეს თოვლი ჰქონდა ნაჭამიო, მანქანამ დაარტყა და მერე თვითონ დაიწყო თოვლის ჭამა?! ეს ხომ აბსურდია!“

ენდელაძის დის, დედისა და ყოფილი მეუღლის თქმით, ბესო ა.ბ-მ, რ.დ-მ, ზ. დ-მ და კიდევ ორმა პირმა სცემეს. თამრიკო ენდელაძე და ნათია მინაძე ამბობენ, რომ ბესოს წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ა.ბ-სთან.

„ბოლო 2 წელიწადი ერთად აღარ ვცხოვორობდით, მაგრამ მე და ბავშვს ყურადღებას გვაქცევდა და ხშირად ვნახულობდი. ბესოს და ა.ბ.-ს ყოველთვის ცუდი დამოკიდელბულება ჰქონდათ ერთმანეთთან და ეს გახდა საბოლოოდ ჩხუბის მიზეზიც“, - გვიხსნის ნათია მინაძე.

თამრიკო ენდელაძე კი გვიყვება, რომ იმ ღამეს შელაპარაკების მიზეზი ფული გახდა: „ამაზე რ. დ-ც საუბრობს“.

ვის სჯერა ავტოსაგზაო შემთხვევის ვერსიის

კატეგორიულად გამორიცხავს ჩხუბის ვერსიას ა.ბ-ს მამა, იგი მომხდარის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად მკვლელობა განიხილება, სიცრუეს უწოდებს: „თქვენ ყველაფერი ტყუილი დაწერეთ, სტატია ცუდად იყო ჩამოყალიბებული, რადგან იქ გეწერათ მოკლესო. ეგ ყველაფერი ტყუილია. ეს ავტოსაგზაო შემთხვევა იყო და არც არასდროს ყოფილან დაპირისპირებულები ბესო და ა.ბ.“.

ა.ბ.-ს მამა ასევე კატეგორიულად უარყოფს ამავე სტატიაში ნათქვამს იმის შესახებ, რომ მის შვილს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე მფარველობს: „საერთოდ არ ვიცნობ კალანდაძეს, ახლა ჩამოვიდა თბილისიდან. მას ფული მივეცი? პოლიცია ვიყიდე? ეს ხომ აბსურდია! სოფელში რომ გაივლი და ვიღაცა რაღაცას წამოალაყლაყებს, ის კი არ უნდა დაწერო“.

„უფრო გ.ბ.-ს (ა.ბ-ს მამა „ს.კ“) დაქირავებულ ადვოკატებს ჰგვანან, ვიდრე გამომძიებლებს. გ. ბ. ფულით ახერხებს ყველაფერს, ოღონდ ზემოდან, და არა აქ“, - აცხადებს გარდაცვლილის და თამრიკო ენდელაძე.

იგივე მოსაზრება აქვთ გარდაცვლილის დედასა და ყოფილ მეუღლესაც.

„ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს საქმე ჩაფარცხონ“, - ამბობს ნათია მინაძე.

რატომ დაემუქრნენ გარდაცვლილის ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრს

უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც ნათია მინაძემ ადიგენის რაიონულ სამმართველოში ყოფილი მეუღლის შესახებ იჩივლა, გ.ბ. მისი ოჯახის წევრს დაემუქრა.

„დაურეკა, „ჯიპში“ ჩაისვა და უთხრა, ხომ არ გავიწყდება, რომ ბესოს ცოლი და შვილი რჩება, განცხადება უკან გამოიტანეო“, - გვიყვებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

მომხდარს გვიდასტურებს ბესოს ყოფილი მეუღლის ოჯახის ახლობელიც, თუმცა, თავად ოჯახის წევრები ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ.

„ვერც ბესოს შვილს და ვერც ნათიას გ.ბ. ერთ ღერ თმას ვერ ჩამოუგდებს. დღეს მე ვარ ნათიას დამცველი!“- აცხადებს გარდაცვლილის დედა ნაზი აბუთიძე.

თავად გ.ბ. კი ისევე, როგორც სხვა ყველაფერს, მუქარასაც კატეგორიულად უარყოფს: „სიცრუეა! ტყუილია! პოლიციაში შესულ განცხადებას უკან ვინ გამოატანდა?!“

ვის სჯერა გამოძიების

მასგ არდაცვლილის ოჯახის წევრების საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს პოლიციის მუშაობასთან დაკავშირებითაც. გ.ბ. დარწმუნებულია, რომ პოლიციას გამოძიების პროცესი არ შეუჩარებია. ენდელაძეებს კი ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა უჩნდებათ.

„მანქანას ექსპერტიზა აქამდე რატომ არ ჩაუტარეს?! არანაირი საბუთი რომ არ აქვს პოლიციას ცხელ კვალზე აღებული, ეს როგორ ავხსნათ?! მართალია მშობლები არ ჩიოდნენ, მაგრამ სამართალდამცავები ამ ხნის განმავლობაში რას აკეთებდნენ?!“ - კითხულობს თამრიკო ენდელაძე.

„ჩემი შვილის სიკვდილს რატომ უცადეს?! სანამ არ მივედი პოლიციაში, მანამდე რატომ არაფერი გააკეთეს?! იქნებ ბესოსთან ერთად დაიხოცნენ მშობლები, პოლიციელი რომ ხარ, საქმე არ უნდა გამოიძიო?! ან კიდევ ახალი პოლიციის უფროსს რატომ ელოდნენ?! რატომ არ არის არავინ დაკავებული ჩხუბის მონაწილეებიდან?! ორი კილო ჯართი რომ მოიპაროს ვინმემ, მაშინვე აკავებენ, ავტოსაგზაო შემთხვევაც რომ ყოფილიყო, ვიღაც ხომ უნდა დაეკავებინათ?!- ამბობს ნაზი აბუთიძე.

ენდელაძეები ამბობენ, რომ თუ საქმის გამოძიება კვლავ ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით გაგრძელდება, გამოძიებას უნდობლობას გამოუცხადებენ. ამჟამად გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება: „თუ ისიც ა.ბ-ს წისქვილზე ასხამდა წყალს, მაშინ დამოუკიდებელ ექსპერტს სხვა ქვეყნიდან ჩამოვიყვანთ“, - ამბობს თამრიკო ენდელაძე.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს ექსპერტიზის პასუხს არ აცნობენ
მალავს თუ არა სამმართველო ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ექსპერტიზის პასუხს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი პროკურატურის წინააღმდეგ
რას პასუხობს მთავარი პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს
რატომ შედის ჩიხში ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმის გამოძიება
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს
რა საჩივრით მიმართავს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი მთავარ პროკურატურას