FM97.5 / LIVE

”ქართული ოცნების” აქტივისტები სამსახურიდან გაათავისუფლეს

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 04.07.2012
დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტში ”საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციიდან” ოთხი თანამშრომელი დაითხოვეს

”ქართული ოცნების” აქტივისტები სამსახურიდან გაათავისუფლეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ”საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის” უკვე ყოფილ თანამშრომლებს ანნა მაკალთიას, მანანა ქველაძეს, ჯამბულ კაპანაძეს და მარეხი მურაზაშვილს სამსახურიდან დათხოვის შესახებ, ამავე კორპორაციის თანამშრომელმა მიხეილ ცუხიშვილმა აცნობა.

-”კორპორაციის მენეჯერმა კახა ქიმაძემ ვერ გვითხრა, მოერიდა და მიშიკო ცუხიშვილს დააბარა ჩვენთვის ეთქვა, ვინც ”ქართულ ოცნებაში” ხართ წადით სამსახურიდან, ნუღარ მოხვალთ ხვალიდანო, - ამბობს ანნა მაკალთია, რომელიც ”საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის” საცდელ-საკვლევ ნაკვეთზე ხახვს მარგლავდა - დღეში 20 ლარზე ვმუშაობდით, თუმცა, ფული ჯერ-ჯერობით არ აგვიღია”.

მიხეილ ცუხიშვილმა შეატყობინა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მანანა ქველაძესაც: ”ცუხიშვილმა გამოგვიცხადა, ვინც პარტიაში ხართ ხვალიდან ნუღარ მოხვალთო”.

მაკალთია, ქველაძე და მურაზაშვილი ”ქართული ოცნების” აქტივისტები არიან. რაც შეეხება კაპანაძეს, მისი სახელი პოლიტიკურ კოალიციას მეუღლის გამო უკავშირდება. ლიანა კაპანაძე ” ქართული ოცნების” აქტივისტია.

-”მენეჯერის კახა ქიმაძის დავალებით, სხვამ უთხრა ჩემ ქმარს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. არ დავიჯერე, დღეს პირადად ვნახე ქიმაძე და ვკითხე, სამსახურიდან თანამშრომლების გათავისულების შესახებ ვინ დაავალა - გვიყვება ჯამბულ კაპანაძის მეუღლე ლიანა კაპანაძე - ქიმაძემ მითხრა, ეს არის სოფლის გამგებლის ნოდარი ობოლაძის დავალება, ასეთი დავალება მან გამგეობიდან მიიღო”.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი გამგეობიდან მსგავსი მითითებების მიცემას კატეგორიულად გამორიცხავს: ”არც ვიცით მანდ ვინ მუშაობს, ან რატომ უნდა ვიყოთ დაინტერესებულნი მათი გათავისუფლებით?! პირიქით, რაც მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული, მით უკეთესია”.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ”საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის” მენეჯერმა ადიგენის მუნიციპალიტეტში კახა ქიმაძემ ”სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადა, რომ თავად პოლიტიაკში არ ერევა: ”ხალხი როცა არ მჭირდება, რაზე დავასაქმო?! რამდენიც მჭირდება იმდენი მოდის და მუშაობს. არ ვიცი ვინ სად წავიდა, ან რატომ. რა უფლება მაქვს პოლიტიკაში ჩავერიო?! ”

”საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის” აგრო ტექნიკური დეპაარტამენტის ტექნიკური პროცესების კოორდინატორი არჩილ მურვანიშვილიც გვიხსნის, რომ ნაკვეთში სხვადასხვა დროს სხვადასვხა რაოდენობის ადამიანი მუშაობს.

-”გაფრთხილებულები მყავს ყველა კატეგორიულად, რომ ნაკვეთზე ყოველდღიურად მჭირდება ოთხი კაცი”, - აცხადებს მურვანიშვილი, თუმცა, ამ დროს ნაკვეთში მომუშავე 20-მდე თანამშრომელი დათვალა ”სამხრეთის კარიბჭემ”.

მისივე თქმით, მაშინ როცა მუშები სჭირდებათ და ვისთანაც ხელშეკრულებებია გაფორმებული მათ ნახვას ვერ ახერხებენ, ვისაც იმ წუთში ნახულობენ მას ასაქმებენ. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელბიც აცხადებენ, რომ სამსახურიდან ”ქართულ ოცნებაში” გაწევრიანების გამო დაითხოვეს, მურვანიშვილი ამბობს: ”თუ დაგვჭირდა ეს ადამიანები ვამუშავებთ, მაგრამ თუ არ დაგვჭირდა აღარ დავუძახებთ”.

რამდენი ადამიანი ჰყავს ხელშერულებით დასაქმებული კორპორაციას, ვერ გავარკვიეთ. მურვანიშვილის თქმით, მას კადრების საკითხი არ ეხება. თუმცა, სამსახურში დასაქმებულების რაოდენობის შესახებ ვერც მენეჯერმა გვიპასუხა: ” ნამდვილად არ ვიცი, ხელშეკრულება გაფორმებული რამდენთანაა”.

შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული კორპორაციის ერთ-ერთ უკვე ყოფილ თანამშრომელს ჯამბულ კაპანაძეს პირველი მაისიდან 30 აგვისტომდე აქვს.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტის ირინე ურუშაძის განმარტებით, მოცემულ სიტაუციაში გვაქვს ვადიანი შრომითი ურთიერთობა. ამ ვადის გასვლამდე სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლებელია შრომის კოდექსის შესაბამისად, კერძოდ, 38-ე მუხლის თანახმად უნდა მოხდეს შრომითი ხელშეკრულების მოშლა, რის შესახებაც უნდა შეატყობინოს დასაქმებულებს დამსაქმებელმა წერილობით და აუნაზღაუროს არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება: ” თუ მართლა არაა ამ თანამშრომლების საჭიროება, მაშინ ახალი თანამშრომელი იმავე თანამდებობაზე არ უნდა აიყვანონ ან სხვას იგივე ფუნქციები არ უნდა მისცენ, თორემ ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს განზრახ არ უხმობენ, რათა ანაზღაურებაც აღარ მისცენ”.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ”ქართული ოცნების” აქტივისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს
”სოფლის მეურნეობის კორპორაცია” ბოლაჯურის მოსახლეობას პასუხობს
ბოლაჯურის მოსახლეობას ”ოცნების”დახმარების იმედი აქვს
”მიწა, რომელსაც ბოლაჯურის მოსახლეობა ითხოვს სამინისტროს საკუთრებაა”
მეეზოვე: სამსახურიდან ჩემი გათავისუფლება მერის დავალებით სცადეს
'მექანიზაციის' ახალციხის სერვისცენტრში სამი თანამშრომელი შეამცირეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს