FM97.5 / LIVE

რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი

მთავარისაზოგადოება » განათლება 05.03.2014
სამცხე-ჯავახეთის ყოფილმა სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მოიპოვა და სამსაფეხურიანი სასწავლებელი გახდა. სამცხე-ჯავახეთის უმაღლეს სასწავლებელს სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი მოეხსნა და სახელმწიფო უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა.

რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
სამცხე-ჯავახეთის ყოფილ სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტს სტატუსი 2014 წლის 24 თებერვლიდან, ავტორიზაციის მოპოვებიდან შეეცვალა. უმაღლეს სასწავლებელში ამბობენ, რომ ავტორიზაციის განაცხადი სამსაფეხურიანი უნივერსიტეტის სტატუსის მოსაპოვებლად ჰქონდათ შევსებული. სამსაფეხურიანი სწავლება უნივერსიტეტიდან კადრების გადინებას შეამცირებს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი განმარტავს, რომ ამ პერიოდისთვის უნივერსიტეტს ორი სადოქტორო პროგრამა აქვს მომზადებული. ერთი ჰუმანიტარული მიმართულებით, მეორე კი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მიმართულებით. შესაბამისად, მათ, ვისაც დოქტურანტურაში სწავლა ამ მიმართულებებით სურთ, შეუძლიათ სწავლა ახალციხეშივე გააგრძელონ.

ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასტრონომიის სადოქტორო პროგრამა მომზადდა. განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა.

„აქ სამი მიმართულებაა ჩადებული, ფილოლოგია, ისტორია და ეთნოლოგია“, - განმარტავს ახალკაცი.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე ამბობს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემდეგ, უნივერსიტეტმა დაიწყო ის პროცესი, რასაც კვლევისა და სწავლების ერთობლიობა ჰქვია.

„სამაგისტრო პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს და ეს მაგისტრანტები გვეფანტება. ისინი ამთავრებენ მაგისტრატურას, მიდიან, ეძებენ დოქტორანტურას, მერე ან გვიბრუნდებიან, ან არა. ის მაგისტრანტები, ვისაც დოქტორანტურაში სურთ სწავლის გაგრძელება, სხვაგან აღარ წავლენ“, - ამბობს მერაბ ბერიძე.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ სასწავლებელმა დოქტორანტურის სტანდარტი რომ დააკმაყოფილოს, ამისთვის მზად უნდა იყოს, როგორც მატერიალური, ასევე ადამიანური რესურსით.

„ადამიანური რესურსი რომ არ ყოფილიყო ჩვენ ვერც გავბედავდით ამის გაკეთებას. ასტრონომიის მიმართულებით ჩვენ საკუთარი პროფესორ-მასწავლებლები გვყავს, თუმცა პროგრამის მოთხოვნილების შესაბამისად შესაძლებელია მათი მოწვევაც“, - ამბობს ნიკოლოზ ახალკაცი.

მისივე განმარტებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წელს სტუდენტების მისაღები მაქსიმალური ქვოტა ჯამში 2400 იქნება (სამივე საფეხურზე).

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის შემადგენლობაშია ყოფილი ახალქალაქის კოლეჯიც. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ახალქალაქის უმაღლესი სასწავლო დაწესებულების - კოლეჯის რეორგანიზაციის შედეგად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2012 წლის 1 ნოემბრიდან ჩამოყალიბდა. ეს არის ერთი უნივერსიტეტი, სადაც სწავლა ორ მისამართზე ხორციელდება, ახალციხესა და ახალქალაქში.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტს სტატუსი ეცვლება
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრიატში 1000 სტუდენტს მიიღებს
რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა
რომელ სპეციალობებზე აცხადებს სამაგისტრო მიღებას სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი
ამოცანა პირველი - სტუნდენტების რაოდენობის გაზრდა

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ორმა სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
სამი უფასო და ხუთი გაძვირებული სპეციალობა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში