FM97.5 / LIVE

“მემარჯვენეებმა” მესხეთი მოიარეს

მთავარიპოლიტიკა 15.05.2012
მოშლილი ინფრასტრუქტურა, ხელმიუწვდომელი ჯანდაცვა, დაუმუშავებელი მიწები და არასაკმარისი ტექნიკა; დარჩა თუ არა ქართული სოფლები მე-19 საუკუნეში

მოშლილი ინფრასტრუქტურა, ხელმიუწვდომელი ჯანდაცვა, დაუმუშავებელი მიწები და არასაკმარისი ტექნიკა; დარჩა თუ არა ქართული სოფლები მე-19 საუკუნეში

“ახალი მემარჯვენეების” პარტიის ლიდერები დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე სამდღიანი ვიზიტით მესხეთში იმყოფებოდნენ. ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში პოლიტიკოსები მოსახლეობას შეხვდნენ. ლიდერებმა 19 სოფელი მოიარეს და გლეხებს არა ერთი პრობლემის შესახებ ესაუბრნენ.

მოსახლეობასთან შეხვედრებს მემარჯვენეები კამპანიის - “მოძრაობა ქართული სოფლისთვის” ფარგლებში მართავენ.

“მიგვაჩნია, რომ იმ არასწორი პოლიტიკის გამო, რომელსაც დღეს სახელმწიფო ატარებს, სოფლებს განსაკუთრებით გაუჭირდათ. თუ თბილისში და ქუთაისში იგრძნობა, რომ 21-ე საუკუნეში ვართ, სოფელში პირიქითაა, ერთი საუკუნით უკან გადავინაცვლეთ, - აცხადებს გამყრელიძე და აქვე ამატებს, რომ, სოფლის მდგომარეობა მე-20 საუკუნესაც კი არ შეესაბამება, - ელემენტარულად, ხალხი დაბანას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ წყლის მოტანა კილომეტრებიდან უწევთ”.

“მემარჯვენეების” ლიდერების განცხადებით, სასმელი და სარწყავი წყალი მესხეთის სოფლების რიგით პირველი პრობლემაა. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გათვალისიწინებული თანხები კი ამ პრობლემების გადასაჭრელად მიზერულია, ამას დიდი ცაპიტალ დაბანდებები სჭირდება. იგივე შეიძლება ითქვას, სოფლებამდე მისასვლელ გზებზე.

- “სოფლიდან ქალაქამდე მისასვლელ გზაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გლეხებს სასოფლო -სამეურნეო სავარგულებამდე უჭირთ მისვლა. კარგია ავტობანები, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ პროცენტს შეიძლება არც არასდროს უსარგებლია მისით”, - ამბობს გამყრელიძე და ამატებს, რომ ისევე როგორც წყლის, გზების პრობლემის მოგვარებაც ცენტრალური ბიუჯეტის დახმარებით უნდა მოხდეს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დღეს ქვეყნის მოსახლეობის 47 პროცენტი სოფელში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, სოფლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზერული თანხები იხარჯება.

- “სოფელში ყველაზე მდიდარი და შეძლებული ისაა, ვისაც ოჯახში ორი პენსიონერი ჰყავს. მათი გარდაცვალების შემთხვევაში, იმაზე დარდობენ, რომ ოჯახს მარჩენალი მოაკლდა, - ამბობს გამყრელიძე – ამ ფონზე, რვა მილიარდიანი ბიუჯეტიდან სოფლის პროგრამისათვის მხოლოდ 50 მილიონია გაწერილი”.

“მემარჯვენეები” სოფლებში არსაკმარის ტექნიკაზეც საუბრობენ. მათი თქმით, თუ მთავრობა რეგიონებში 500 ტრაქტორს გზავნის, რეალურად საჭირო 5 000-ია. გამყრელიძის განცხადებით, თითო სოფელს საკუთრებაში მინიმუმ ერთი ტრაქტორი უნდა ჰქონდეს. მათი გაანგარიშებით, ამას 120-დან 130 მილიონამდე ლარი დასჭირდება.

გამყრელიძე გაძვირებულ საწვავზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ეს სასოფლო -სამეურნეო პროდუქტის თვითღირებულებაზე პირდაპირ აისახება. სომხეთში, სადაც საწვავი საქართველოს გავლით შედის, ერთი ლიტრი დიზელის ფასი 1,70 ლარით განისაზღვრება, მაშინ, როდესაც ჩვენთან დიზელის ღირებულება 2,30 ლარია. ფერმერებისთვის საწვავი ხელმისაწვდომი რომ იყოს, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული დიზელი, “მემარჯვენეების” მოსაზრებით, აქციზისა და დამატებითი ღირებულების გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს.

გლეხებისთვის ასევე მნიშვნელოვანია შხამ-ქიმიკატების საკითხი. ერთი ტომარა სასუქის ფასი კი დღეს 45 ლარით განისაზღრება. “მემარჯვენეები” მიიჩნევენ, რომ სასუქის ფასის ღირებულების 50 პროცენტს სახელმწიფო უნდა ფარავდეს.

- “ეს გარკვეულწილად კონკურენტუნარიანს გახდის ქართულ პროდუქციას, საქართველოში დიდი რაოდენობით შემოსული თურქული და ირანული პროდუქციის ფონზე. პროდუქტის ფასს სწორედ მისი წარმოებისას გათვალისწინებული ხარჯები განსაზღვრავს”, - ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, თურქული პროდუქტი იმიტომაა ბევრად იაფი ქართულთან შედარებით, რომ იქ მის წარმოებაში სახელმწიფო მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფერმერებს: “უფულობა ქვეყანაში ბევრს აწუხებს, ამიტომ იმას ყიდულობენ, რაც იაფია. თუ გლეხს მოყვანილი პროდუქტის რეალიზაცია არ გაუჭირდება, ბევრად უფრო ძლიერი იქნება”.

“მემარჯვენეების” ლიდერის განცხადებით, სოფლების მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომელია სამედიცინო მომსახურებაც. უდავოდ კარგია ახალი სავაადმყოფოები, რომლებიც თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა, თუმცა სტადნარტების ზრდასთან ერთად, ფასმაც იმატა, სოფელში კი დაზღვეულები მხოლოდ პედაგოგები არიან. პოლისი აქვთ სოციალურად დაუცველებსაც, თუმცა ამ მიმართულებით ქულების არასწორად გადანაწილება ხშირად უსამართლოდ ხდება: “სოფელში ცხოვრება - ეს უნდა იყოს გარკვეული სტატუსი და სოფელში მცხოვრებ ყველა ადამიანს სახელმწიფომ უნდა გადასცეს პოლისი. ეს არ არის უტოპია, ამისთვის წელიწადში 155 მილიონი ლარია საჭირო. მაშინ, როცა სახელმწიფო თავს უფლებას აძლევს და 70 მილიონ ლარს იხდის მინის ხიდში, რომელიც ტრანსპორტირებისთვის არ გამოდგება, ამგვარი პროექტის განხორციელება სრულიად შესაძლებელია”.

“ახალი მიმარჯვენეები” სამცხე-ჯავახეთში აღნიშნული კამპანიის ფარგლებში კვლავ დაბრუნდებიან, ამჯერად ასპინძას და ჯავახეთს მოივლიან. წინასაარჩევნო კამპანიას კი ზაფხულში დაიწყებენ და სოფლებში შეგროვილ ინფორმაციას პარტიულ ლოზუნგებში ასახავენ. “მოძრაობა ქართული სოფლისათვის” მათი სამოქმედო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2020 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

25.05.2020 უხვი ნალექის გამო ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]

25.05.2020 ახალქალაქში ხემ მანქანა და გარე განათების ხაზი დააზიანა

25.05.2020 სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

"ქვეყნის ბიუჯეტი სოფლისკენ უნდა მოვახედოთ”
“ახალი მემარჯვენეები” დღეს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრნენ
”მემარჯვენეების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მესხეთში
‘6 000–ად ეზოც ვერ მოასფალტდება' – რას შეიძლება ეყოს 'სოფლის პროგრამის' თანხა

კარწახში ყოველი დილა წყლის ზიდვით იწყება