FM97.5 / LIVE

რედაქტორის სვეტი N440

მთავარისაზოგადოება 02.03.2014
„სამხრეთის კარიბჭეს“ ეს ნომერი გაზაფხულის პირველ დღეებს ემთხვევა. 3 მარტს, როცა თქვენს სადარბაზოებსა და სამუშაო მაგიდებზე გაზეთს აღმოაჩენთ, უმეტესობას ალბათ სადღესასწაულო განწყობა გექნებათ. განსაკუთრებით ქალბატონებს, რომელთა ხვედრით წილი ჩვენს ხელმომწერებში 74%-ია. გულდასაწყვეტია, რომ გაზეთის შინაარსი 3 მარტივით სადღესასწაულო არ იქნება...

რედაქტორის სვეტი N440„სამხრეთის კარიბჭეს“ ეს ნომერი უჩვეულოდ მძიმეა. გაზეთის არსებობის 10-წლიან ისტორიაში ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთ ნომერში ორ მძიმე ამბავზე ვწერთ. მძიმეა ისიც, რომ ამ წელს გაზეთის სულ 5 ნომერი გამოვიდა და აქედან ორი კრიმინალური ამბით გაიხსნა.

ამ კვირაში თქვენთვის სადღესასწაულო განწყობის გაფუჭება არ გვინდოდა, მაგრამ , როდესაც ამბავი 80 წლის ქალის განზრახ მკვლელობას ეხება და საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელია, არჩევანი უკვე აღარ გაქვს. ამბავს ისიც ამძიმებს, რომ 80 წლამდე ასაკის ანა ბაბოევი სასიკვდილოდ მხოლოდ იმიტომ გაიმეტეს, რომ მევალეს კუთვნილი 5000 ლარის დაბრუნებას სთხოვდა.

რედაქტორის სვეტი N440მეორე ამბავი გაცილებით მძიმე და საიდუმლოებით მოცულია. რას შეეწირა 24 წლის ბესო ენდელაძე, გამოძიების დასადგენია. ამ ეტაპზე ორი ვერსია განიხილება: ავტოავარია და ცემა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბესო ენდელაძე სიკვდილს 47 დღე ებრძოდა, თუმცა, სამწუხაროდ ვერ გადარჩა. რას ითხოვს ოჯახი და რა კითხვები უჩნდებათ გამოძიების მისამართით, ამას თამუნა უჩიძის სტატიაში წაიკითხავთ.

ამ მძიმე ამბების შემდეგ გაზეთის კითხვის სურვილი თუ არ დაგეკარგებათ, წაიკითხეთ მანანა სარაშვილის სტატია იმაზე, რატომ დაინტერესდნენ ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობაში ხელმძღვანელ პოსტებზე მომუშავე მოხელეების დიპლომებით.

გაზეთის 440-ე ნომერში მანანა სარაშვილის კიდევ ერთი სტატია გელოდებათ, სტატია უშუქოდ მცხოვრებ ადამიანზე. ჟურნალისტი შეეცადა გაერკვია რა გამოსვალი არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს საცხოვრებელი არ აქვს, მიტოვებულ შენობაში დროებით შეხიზნულს კი ელექტროენერგიას მხოლოდ იმიტომ არ ურთავენ, რომ ფართის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს და არც არასოდეს ექნება...

ამავე ნომერში გელოდებათ თინათინ ზაზაძის სტატია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გარეშე დარჩენილი ვალელების შესახებ. ასევე, თინათინ ზაზაძე დაინტერესდა ვის ენდობა და ეყრდნობა სამცხე-ჯავახეთში „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ.

რედაქტორის სვეტი N440თამარ თოთაძემ გაარკვია რას მოუტანს სამსაფეხურიანი სწავლება სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს და რა პრიველეგიებით ისარგებლებენ ის ფერმერები, რომლებიც კოოპერატივს ჩამოაყალიბებენ.

ტრადიციულად, შედარებით მსუბუქი და სასარგებლო ამბები გელოდებათ მე-7 გვერდზე. აქ ყველაფერია, კულინარია და თავის მოვლა ქალბატონებისთვის და ავტომობილები მამაკაცებისთვის.

და ბოლოს, ყველაზე პოზიტიურ გვერდად კვლავ რჩება მე-8 გვერდი. აქ ნახავთ როგორ გაიყეს ახალშობილმა გოგონებმა და ვაჟებმა თებერვლის თვე და რომელი სახელები მოსწონთ რამდენიმეკილოგრამიანი არსებების მშობლებს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რედაქტორის სვეტი N442
ანონსი: „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალი, 464–ე ნომერი
‘განახლებული მესხეთი’– სამცხე–ჯავახეთის პირველი გაზეთი
ახალციხეში გაზეთის ჯიხური გატეხეს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგზარდის ოჯახს გამოძიების ვერსიის აღარ სჯერა
2013 წლის ახალშობილები 'სამხრეთის კარიბჭეს' ობიექტივში
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს