FM97.5 / LIVE

სტომატოლოგიური კაბინეტებისთვის რეგულაციები მკაცრდება

მთავარისაზოგადოება 28.02.2014
რატომ ამკაცრებს ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებზე კონტროლს და რატომ ფიქრობენ სტომატოლოგები, რომ ეს მომსახურებას გააძვირებს.

სტომატოლოგიური კაბინეტებისთვის რეგულაციები  მკაცრდება
იმედა ინასარიძეს ახალციხეში სტომატოლოგიური კაბინეტი 2002 წლიდან აქვს გახსნილი. ამბობს, რომ დაწესებულების მუშაობის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ იცის და ყოველწელს საკმაოდ მოცულობით ანგარიშსაც უგზავნის.

„ყოველ წელს ჯანდაცვის სამინისტროს კაბინეტის შესახებ 51-გვერდიან დეტალურ ინფორმაციას ვუგზავნი, სადაც მითითებული მაქვს თუ როგორი დატვირთვით მუშაობს კაბინეტი, რამდენი თანამშრომელი მყავს, რა მომსახურებას ვთავაზობ მომხმარებელს, დაწყებული ბავშვთა და დამთავრებული ორთოპედიული სტომატოლოგიით“, - ამბობს იგი და არ მალავს, რომ მისთვის გაუგებარია რა ახალ რეგულაციებზე საუბრობს ჯანდაცვის სამინისტრო და რატომ ხდებიან 1 მაისიდან სტომატოლოგიური კაბინეტები ვალდებული საკუთარი ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია რეგულირების სააგენტოს მიაწოდონ.

ჯანდაცვის სამინისტრო კი სტომატოლოგიურ კაბინეტებზე კონტროლის გამკაცრებას ასე ხსნის: „არსებული მდგომაროებით, სტომატოლოგიური კაბინეტი არანაირ ლიცენზირებას არ ექვემდებარება. დღეს ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერი აღჭურვილობითა და ფართით სტომატოლოგიური აქტივობის დაწყება ისე, რომ სამინისტრო საქმის კურსში არ ჩააყენოს. ჩვენ არ გვქონდა არანიარი ბერკეტი, რომ გაგვეკონტროლებინა, რა ხდებოდა რეალურად“, - განმარტავს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

სამინისტროს მოსაზრებას იზიარებს ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი გია ლობჟანიძე. იგი ამბობს, რომ აღნიშნული სფერო იმდენად მოუწესრიგებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შესაძლოა არც იცოდეს, რამდენი სტომატოლოგიური კაბინეტია ქვეყანაში: „ეს ვითარება უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს რეგულაციები. კლინიკებში არსებული ჰიგიენური ვითარება უნდა მოწმდებოდეს და შესაბამისი სერთიფიკატი გაიცემოდეს. დღეს არსებულ სტომატოლოგიურ კლინიკებში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული“.

მედიკოსები ამბობენ, რომ სტომატოლოგიურ კლინიკებში დიდია C ჰეპატიტითა და სხვა ინფექციებით დაინფიცირების საფრთხე. საქართველოში ამ ინფექციებით გამოწვეული დაავადებების მაღალი სტატისტიკის ერთ-ერთი მიზეზიც, უკონტროლოდ მოქმედი სტომატოოლოგიური კლინიკებია.
იმედა ინასარიძეს კი ეს დამოკიდებულებაც უკვირს: „ორმაგი სტერილიზაცია მაქვს. ამდენი ხანია ვმუშაობ და ჩემი მომსახურებით უკმაყოფილი არავინ ყოფილა. პირველ რიგში ჰიგიენური პირობების დაცვა ჩემს ინტერესებში შედის“.

ჯამში, ახალციხეში 10-მდე სტომატოლოგიური კაბინეტი ფუნქციონირებს. მათგან უმრავლესობა თითქმის 8 წელია რაც გახსნილია. სტომატოლოგები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას ყოველთვის აწვდიან და პირობებსაც იცავენ.

„არ ვიცი ზუსტად რას გულისხმობს ეს ინიციატივა, მაგრამ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს ყოველ წელს ვუგზავნით დეტალურ ინფორმაციას ჩვენი კაბინეტის შესახებ. კლინიკა ლიცენზიის გარეშე არ გამიხსნია და ყველა პირობასაც ვაკმაყოფილებ“, - ამბობს სტომატოლოგი ვანიკა საანიშვილი.

სტომატოლოგები ფიქრობენ, რომ ახალ ინიციატივას დამატებითი გადასახადებიც მოჰყვება.

„ჯერ ისედაც სხვადასხვა გადასახადებს ვიხდით და კიდევ სხვა ხარჯები რომ დაგვემატოს, რასაკვირველია ეს კლიენტის ჯიბეზე ცუდად აისახება. გაძვირდება მომსახურება“,- ამბობს იმედა ინასარიძე.

ჯანდაცვის სამინისტროში ამ მოსაზრებას არ იზიარებენ.

„სტომატოლოგიურ კლინიკაში ერთ სკამზე უნდა იყოს დაცული მინიმალური ფართი, ამას რეგლამენტი დაარეგულირებს. ასევე, ყველა დამატებით სავარძელზე დამატებითი ფართი უნდა იყოს გამოყოფილი. ამით მომსახურება არ გაძვირდება, რადგან ცვლილებები მინიმალურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. რაც შეეხება რეგულირების სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებას, ეს კლინიკებს დამატებით ხარჯებს არ შეუქმნის“, - განმარტავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მახათაძე.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში სტომატოლოგიური საქმიანობა 2005 წლამდე ლიცენზირებად საქმიანობის ნუსხაში იყო შეყვანილი. დღევანდელი მდგომაროებით, ამ საქმიანობაზე ლიცენზია არ გაიცემა და მხოლოდ კლინიკაში მომუშავე მედპერსონალის სერთიფიკატი მოითხოვება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტომატოლოგიური მომსახურება შესაძლოა გაძვირდეს – რას ამბობენ ახალციხის კლინიკებში
დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება
გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება
COVID-19: რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სტომატოლოგიური დაწესებულებები
გაძვირდა თუ არა  სტომატოლოგიური მომსახურება ახალციხეში
ახალციხეში სტომატოლოგიური კლინიკიდან მობილური მოიპარეს
რა შემთხვევაში მუშაობენ ახალციხის სტომატოლოგიური კლინიკები