"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა

მთავარისაზოგადოება 03.07.2012
არაერთხელ შექმნილი გუნდი, ამჯერადაც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფუნქციონირებას ვეღარ აგრძელებს

საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ”მესხეთი” გასულ წელს, ახალციხელი ბიზნესმენის ნიკა სარჯველაძის ფინანსური მხარდაჭერით აღდგა. ნიკას მამა, ასევე ბიზნესმენი ნუგზარ საჯველაძე გუნდს გასულ წლებშიც აფინანსებდა. ახლა ”მესხეთს” ეს დაფინანსებაც შეუწყდა.

-”სარჯველაძე გუნდს ისევ დააფინანსებს, თუ ადგილობრივი თვითმმართველობიდან თანადაფინანსება იქნება”,- ამბობს საფეხბურთო კლუბ ”მესხეთის” მეკარე გელა ძამუნაშვილი.

ფეხბურთელები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გელა დემატრაძეს გუშინ შეხვდნენ და გუნდის დაფინანსება სთხოვეს, თუმცა, მათ დემეტრაძისგან დაპირება ვერ მიიღეს.

-”თხოვნით თანადაფინანსების შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობითაც მივმართეთ. პასუხს 10 ივლისისთვის მივიღებთ. მართალია, გამგებელმა დაფინანსებაზე უარი უკვე გვითხრა, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავთ, რომ გარკვეულ დახმარებას მივიღებთ”, - ამბობს ძამუნაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი დაიშალა რამდენიმე ფეხბურთელი ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მაინც ყოველდღე დადის და ვარჯიშობს.

-”თითქმის 10 წელია რაც ”მესხეთის” გუნდში ვთამაშობ, ძალიან გაგვიჭირდება თუ გუნდი დაიშლება, ჩვენი ერთადრეთი საქმე და შესაბამისად შემოსავლის წყაროც ფეხბურთია”, - ამბობს ფეხბურთელი გრიშა გეორქიანი.

გასულ წელს ”მესხეთი” წარმატებულად ასპარეზობდა. გუნდს სამწლიანი გეგმაც ჰქონდა შემუშავებული. ”მესხეთი” პირველ ლიგაში ლიდერებს შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ემზადებოდა, ასევე დაგეგმილი იყო ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაც.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


26.07.2017 დღეს გამოცდა ფიზიკაში და მაგისტრანტებისთვის უნარებში ჩატარდა

24.07.2017 დღეს გამოცდა მასწავლებლებმა და მაგისტრანტებმა ჩააბარეს

21.07.2017 სამცხე–ჯავახეთში "ბუკს" 2 258 პირველკლასელი მიიღებს

19.07.2017 მინაძის ადმინისტრაციულ შენობაში ერთი ოთახი „ჟვანიას სკოლას“ გადაეცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.07.2017 გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას – NDI

27.07.2017 ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია

27.07.2017 დღეს NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს

27.07.2017 დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა
”მესხეთი” ისევ დამფინანსებელს ეძებს [Photo]
‘მესხეთმა ‘ რეგიონულ ლიგაში თამაში დაიწყო
საფეხბურთო კლუბ ‘მესხეთს’  დაშლა ემუქრება
გარდამავალი ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა
თაობა მაXიმუმი: გუნდი 'მესხეთი' დაფინანსების მოლოდინში [Video]
ფრედ დასრულებული პირველი საშინაო მატჩი