FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის აღწერისთვის ემზადებიან

მთავარისაზოგადოება 26.02.2014
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩასატარებლად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური თანამშრომლებს ატრენინგებს.

სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის აღწერისთვის ემზადებიან
აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო. მოსახლეობის აღწერა 3 მარტიდან დაიწყება.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საყოველთაო აღწერისთვის 230 ინტერვიუერი, 20 ლოკალური ზედამხედველი და 6 მუნიციპალიტეტის ზედამხედველი შეირჩა. ამათგან ზედამხედეველებს ერთდღიანი ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ. ინტერვიუერების დატრენინგება კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ტრენინგები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ქალაქში ტარდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 45 რეგისტრატორს ტრენინგები ორი დღის განმავლობაში ჩაუტარდება. ტრენინგები დღეს, 26 თებერვალს დაიწყო და 27 თებერვალს დასრულდება.

„ვამზადებთ რეგისტრატორებს, რომლებიც სპეციალური სქემებით, რუქების საშუალებით დაივლიან და მოხდება მოსახლეობის შინამეურნეობის ძირითადი სიების შედგენა. აღწერენ ყველა შენობას, საცხოვრებელი იქნება თუ არასაცხოვრებელი და მასში მცხოვრებლებს“, - ამბობს საქსტატის ეროვნული სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის უფროსი ნათელა გოგალაძე და აქვე ამატებს, რომ „საქსტატის“ წარმომადგენლებს გვერდში მუნიციპალიტეტის გამგებლებიც უდგანან.

მისივე განმარტებით, ოფიციალური გასვლები 3 მარტიდან დაიწყება და 17 მარტამდე გაგრძელდება.

მოსახლეობის საყოველთაო აღწრა უფრო დიდი მასშტაბებით 2014 წლის ნომებრის თვეში ჩატარდება, სადაც გაცილებით მეტი ინტერვიუერი ჩაერთვება. ამ ეტაპისთვის საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 5400 ადამიანია ჩართული.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

13.03.2020 ამერიკელი დიპლომატები ქართველ ბავშვებს წიგნებს ონლაინ წაუკითხავენ

11.03.2020 სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.03.2020 ‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

27.03.2020 ‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე

27.03.2020 ბავშვთა ვაქცინაცია უწყვეტად უნდა გაგრძელდეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

27.03.2020 დღეს არსად არ არის შეკრების დრო, არც სამეგობროში და არც ეკლესიებში - პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო
თბილისში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება
5 ნოემბრიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება
სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა
სამცხე–ჯავახეთიდან ემიგრანტების რაოდენობა 3.1% –ია
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში 160.504 ადამიანი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემები ცნობილია