FM97.5 / LIVE

ახალციხის ერთადერთ მრავალსართულიან ბინაში ლიფტის შეკეთებას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 25.02.2014
20 წელიწადზე მეტია თამარაშვილის N2-ში მდებარე რვასართულიან კორპუსში ლიფტი არ მუშაობს. ადგილობრივები დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.

ახალციხის ერთადერთ მრავალსართულიან ბინაში ლიფტის შეკეთებას ითხოვენ
ლარისა თათეშვილი მხოლოდ იმ რაოდენობის საკვებ პროდუქტს ყიდულობს, რაც ერთი დღისთვის სჭირდება. უფრო მეტი რომ იყიდოს, მეშვიდე სართულზე ფეხით ვერ აიტანს. ამბობს, რომ ასე ბოლო 20 წელიწადია გრძელდება.

„სამი პენსიონერი ვცხოვრობთ, ამოვალთ და ჩასვლა აღარ გვინდა. ტვირთი ვერ ამოგვიტანია“, - წუხს იგი.

ახალციხის ავტოსადგურზე მდებარე რვასართულიანი კორპუსი ქალაქის ერთადერთი მოქმედი მრავალსართულიანი, ლიფტიანი საცხოვრებელია. 65-ბინიან კოროუსში ამ ეტაპზე 60-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ლიფტის გარეშე გადაადგილებაც უჭირთ და მის შესაკეთებლად სახსრების შეგროვებაც. მათივე თქმით, ლიფტი გაძარცვული არ არის, თუმცა მისი მდგომარეობა შესასწავლია.

ახალციხის ერთადერთ მრავალსართულიან ბინაში ლიფტის შეკეთებას ითხოვენ„განახლება უნდა, სანდო არაა. ის კაბინა, რომელიც ახლაა, შეიძლება შესაცვლელი იყოს“, - ამბობს მეექვსე სართულზე მცხოვრები ელეონორა კახნიაშვილი.

თვითმმართველობას დახმარების თხოვნით ადგილობრივებმა რამდენიმე წლის წინ მიმართეს.

„რაც ხელისუფლება შეიცვალა, აღარ მივსულვართ“, - ამბობს ლარისა თათეშვილი.

2011 წელს „ამხანაგობაც“ შექმნეს, თუმცა, როგორც გულნარა დიასამიძე ამბობს, „ამხანაგობის“ სახელით გამგეობაში განცხადება აღარ შეუტანიათ.

„ვაპირებთ რომ ახლა მივმართოთ. ადრე გვითხრეს, რომ თუ „ამხანაგობა“ იქნება შექმნილი, გავაკეთებთო. თუ აღდგენა არ შეიძლება, მაშინ ახალი უნდა გააკეთონ. ულიფტოდ უკვე აღარ შეგვიძლია“, - ამბობს იგი.

რვასართულიანში მხოლოდ ლიფტის პრობლემა არ აქვთ. 2012 წლის აგვისტოში, როცა რაბათის უბნის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, კორპუსს სახურავი შეუცვალეს. უნდა შეეღებათ შენობის ფასადიც, თუმცა, მხოლოდ აივნებზე არსებული კრამიტის ტიხრები მოანგრიეს, შემდეგ კი სამუშაოები შეჩერდა.

„მიგვინგრიეს-მოგვინგრიეს და დაგვიგდეს შუა გზაში. მთლიანი აივნები გვაქვს, კრამიტით იყო გადატიხრული. ეს კრამიტები დატეხეს, უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ აღარ გააკეთეს და ის დატეხილი კრამიტები გვაქვს ჩალაგებული“, - ამბობს დალი გვირჯიშვილი.

ახალციხის ერთადერთ მრავალსართულიან ბინაში ლიფტის შეკეთებას ითხოვენახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ რვასართულიანი კორპუსის მწყობრიდან გამოსული ლიფტი ერთ-ერთია იმ პრობლემებს შორის, რომელთა მოგვარებაზე ხელისუფლებამ ფიქრი უკვე დაიწყო. საკითხი 14 თებერვლის საკრებულოს სხდომაზეც განიხილეს. საკრებულოს თავმჯდომარემ გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრქტურის განვითარების სამსახურის უფროსს გიორგი გიქოშვილს აღნიშნული საკითხის მოკვლევა დაავალა. გიქოშვილის თქმით, პრობლემის შესწავლა ჯერ არ დაუწყიათ.

„მივეცი დავალება, რომ სხვა პრობლემებთან ერთად ეს პრობლემაც შეისწავლონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ ხვალ და ზეგ ყველაფერი მოგვარდება. გვაქვს პრობლემების ჩამონათვალი, რომელსაც შესაბამისი სამსახური ეტაპობრივად მიყვება“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

მისი თქმით, კარგი იქნება თუ ამ პრობლემას „ამხანაგობასთან“ ერთად მოაგვარებენ: „გარკვეულწილად პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს იმ მოსახლეობას, ვინც ამ ლიფტით სარგებლობს, მერე რომ მიხედოს და მოუაროს. მუნიციპალიტეტი პატრონს ვერ დაუნიშნავს, ეს არის საერთო საკუთრება, რომელშიც ცხოვრობს რამდენიმე ათეული მოსახლე. ისინი ვალდებული არიან შექმნან „ამხანაგობა“ და შესაბამისად მოუარონ თავიანთ ქონებას“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

30 წლის შემდეგ, ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტები დამონტაჟდება
ნარჩენების სუნი ახალციხეში რვასართულიანი კორპუსის ბუნკერიდან არა მხოლოდ ადგილობრივებს აწუხებთ
რაში სჭირდება გამგეობას სამი იურისტი?
პლატოს აღმართის რვასართულიანის ამბები
რატომ გადახადა მეხუთე ე.წ. წითელი სახურავი ქარმა კორპუსს
‘როცა ხედავ რომ შენი ხალხი უსახურავო კორპუსში წევს და ვარსკვლავებს უყურებს, უნდა აიღო პასუხისმგებლობა’
ახალციხის მერისა და საკრებულოს დეპუტატების ანგარიში მოსახლეობას