FM97.5 / LIVE

მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს

მთავარისაზოგადოება 25.02.2014
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს.

მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია მეცხრე საუკუნიდან, იმპერატორ თეოფილეს მეფობიდან იღებს სათავეს, როდესაც ხატმებრძოლეობის პერიოდი მძვინვარებდა.

ხატი IX საუკუნეში ერთი ქვრივი დედაკაცის კუთვნილება იყო. ხატმბერძოლმა მწვალებელმა ღვთისმშობლის ხატს შუბი აძგერა. ხატის დაზიანებული ადგილიდან სისხლმა დაიწყო დენა. ქვრივი, იმის შიშით, რომ ხატი მწვალებლებს უარესად არ დაეზიანებინათ, ფულს შეჰპირდა, თვითონ კი ხატის გადარჩენის მიზნით, სიწმინდე ზღვაში ჩააგდო. ზღვის ტალღებზე დამდგარმა ხატმა ათონის მთას მიაღწია. ათონელი ბერების ლოცვითა და ვედრებით სიწმიდე ათონის ივერთა მონასტერში დააბრძანეს, მაგრამ მეორე დღეს ხატი სავანის კარიბჭეზე ნახეს. ასე განმეორდა მრავალჯერ, სანამ ათონის ერთ ბერს, გაბრიელს, ღვისმშობელი არ გამოეცხადა და არ ამცნო, რომ ხატი მონასტრის კარიბჭეზე დაებრძანებინათ. მას შემდეგ წმიდა ხატი კარიბჭის ხატადაც იწოდება.


ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ამჟამად ათონის წმიდა მთაზეა დაცული.

საქართველოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის რამდენიმე ასლია დაბრძანებული: სიონის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში 1989 წლის 26 სექტემბერს ჩამოაბრძანეს; ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ბოდბის ივერიის ღვთისმშობელი - ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, სასწაულებით განდიდებული, მდებარეობს ბოდბის დედათა მონასტერში წმიდა ნინოს საფლავზე და მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი, რომელიც როგორც მასზე არსებული წარწერა გვამცნობს, ივერიის მონასტრის მონაზონმა ილიამ მოახატვინა და მცხეთის “სამთავროს” ფერისცვალების დედათა მონასტერს შესწირა.

[sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი თბილისში შეაბრძანეს
აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამაღლების ტაძარში დააბრძანეს [Photo]
აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამაღლების ტაძარში დააბრძანეს [Photo/Video]
ახალციხეში ამაღლების ტაძარში აწყურის ღვთისმშობლის ხატი  დააბრძანეს
ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლი აწყურის ტაძარში [Photo]
ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლი აწყურში მოილოცეს [Photo]
ივლიტის ეკლესიისთვის ხატი დაწერეს [Photo]