FM97.5 / LIVE

ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარე კვირაში დაიწყება

მთავარისაზოგადოება 24.02.2014
სამცხე-ჯავახეთის სოფლებში: სვირში, ხიზაბავრაში, ზანავში, ბარალეთში, განძასა და დაბა ახალდაბაში, მიმდინარე კვირას ამბულატორიების მშენებლობა დაიწყება.

ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარე კვირაში დაიწყება
საქართველოს მასშტაბით 81 ახალ ამბულატორიას მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ამბულატორია სტანდარტულია, ჯამში 31-33 კვ.მ ფართით, ორი გამათბობელით და ორი სველი წერტილით. ამბულატორიების კონსტრუქციები საქართველოში იწყობა და მას ლილოში არსებულ ქარხანაში აწარმოებენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მას შემდეგ, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდი შენობების ინფრასტრუქტურის მოწყობას დაასრულებს, ამბულატორიები ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, აღიჭურვება და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

შეგახსენებთ, სამცხე-ჯავახეთში 6 ამბულატორია უნდა აშენდეს. კერძოდ ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალი ამბულატორია სოფელ სვირში აშენდება, ახალდაბა შეირჩა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელი ხიზაბავრა ასპინძაში, სოფელი ზანავი ადიგენში, სოფელი ბარალეთი ახალქალაქში და სოფელი განძა ნინოწმინდაში.

ამბულატორიების მოსაწყობად საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო. ამბულატორიების მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე ჯავახეთში 6 ამბულატორია აშენდება
სამცხე-ჯავახეთში ამბულატორიების მშენებლობა დაიწყო
ამბულატორიების ასაშენებლად სამცხე-ჯავახეთში გამოდარებას ელოდებიან
სვირში ახალი ამბულატორია აშენდება
მუნიციპალური განვითარების ფონდი 81 ახალ ამბულატორიას ააშენებს
ნინოწმინდის  ექვს სოფელში ამბულატორია აშენდება
ახალციხის შვიდ სოფელში ამბულატორია აშენდება