დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს 360 ლარი უკან დაუბრუნდებათ

მთავარიეკონომიკა 24.02.2014
იმ მოქალაქეებს, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი 2013 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 6000 ლარს, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარი უკან დაუბრუნდებათ.

დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს 360 ლარი უკან დაუბრუნდებათ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმის სახით მაქსიმუმ 360 ლარს 600 000-მდე მოქალაქე მიიღებს.

სამინისტროს განმარტებით, 6 ათასი ლარი ნებისმიერი შემოსავლით არ შედგება. ეს მხოლოდ ხელფასით მიღებული შემოსავალი უნდა იყოს.

დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქე შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში, მხოლოდ პირადი ნომრის და მისი საბანკო რეკვიზიტის მითითებით ავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე იღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ. დეკლარაციის შევსება შესაძლებელია ინტერნეტით ან საბანკო დაწესებულებაში.

მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი ბანკების მომსახურებით: სს ბანკი „რესპუბლიკა“; სს „პრივატბანკი“; სს „თიბისი ბანკი“; სს „საქართველოს ბანკი“; სს „ლიბერთი ბანკი“; სს „ბაზისბანკი“; სს „ქართუ ბანკი“; სს „კორსანდარტ ბანკი“; სს „ბანკი კონსტანტა“; სს „ფინკა ბანკი საქართველო“.

ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მოქალაქის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, მას დაუბრუნდება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა.

დაუბეგრავი მინიმუმის ცნება საგადასახადო კოდექსში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2013 წელს შეიტანა. დაუბეგრავი მინიმუმის გაცემის მექანიზმებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს, 24 თებერვალს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაფორმდა.

თანხის დაბრუნება მოქალაქეებისთვის 2014 წლის 1-ელი აპრილიდან დაიწყება.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შემოსავლების სამსახურის სატალეფონო ცენტრის მეშვეობით: 2 299 299, ან შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე შემდეგ მისამართზე: info@rs.ge; www.rs.ge

[sknews.ge]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2017 "აუტიზმი და საზოგადოება" – დისკუსია ახალციხეში

23.02.2017 NASA-ს ასტრონომებმა 7 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

23.02.2017 ნიკოლოზ ანთიძე: 'ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტიდან განახლდება'

23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციების შევსება 1 აპრილიდან დაიწყება
როგორ უნდა დაიბრუნოთ დაუბეგრავი მინიმუმი
დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო
დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმის თანხების ჩარიცხვა იწყება
დაუბეგრავი მინიმუმი შესაძლოა 600 ათასმა მოქალაქემ მიიღოს
გაიცემა თუ არა დაუბეგრავი მინიმუმი 2016 წელს
2015 წელს პენსიებს ისევ 'ლიბერთი ბანკი' დაარიგებს