FM97.5 / LIVE
ახალციხელი და ახალქალაქელი ახალგაზრდების პრობლემები

ახალციხელი და ახალქალაქელი ახალგაზრდების პრობლემები

მთავარისაზოგადოება 22.02.2014
ახალციხელი ახალგაზრდები მეტად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვიდრე ახალქალაქელები. ახალციხეში უმეტესობა დაქირავებული პირია, ახალქალაქში კი თვითდასაქმებული. ახალგაზრდები საკუთარ მუნიციპალიტეტებში ნაკლებად ხედავენ დასაქმების პერსპექტივას, უმეტესობას არ აქვს გადაწყვეტილი სად იცხოვრებს მომავალში.

ახალციხელი და ახალქალაქელი ახალგაზრდების პრობლემები
რა პრობლემები აწუხებთ ახალციხელ და ახაქალაქელ ახალგაზრდებს და როგორ ხედავენ ამ პრობლემების მოგვარების გზებს; დღეს, 22 თებერვალს, ახალციხეში ამ თემაზე ჩატარებულ კვლევის შედეგებზე იმსჯელეს.

„ახალგაზრდების თვალით დანახული პრობლემები ახალციხესა და ახალქალაქში“, - ასე ეწოდება კვლევას, რომელიც ორ მუნიციპალიტეტში: ახალციხესა და ახალქალაქში ჩატარდა. კვლევის მიზანი ახალგაზრდების პრობლემებისა და არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მათი ხედვის დადგენა იყო.

კვლევის ფარგლებში, რომელიც 2014 წლის იანვარში ჩატარდა, 18-დან 29 წლამდე ასაკის 130 რესპონდენტი გამოკითხა. აქედან 60 - ახალქალაქში (ახალქალაქი, დილისკა) და 70 - ახალციხეში (ახალციხე, მუგარეთი, კლდე, ჭაჭარაქი, ვალე, სხვილისი). კვლევის მეთოდოლოგიაში ნათქვამია, რომ რესპონდენტები შეირჩნენ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. კვლევისათვის გამოყენებული იქნა კითხვარი, რომელიც შედგებოდა დახურული და ღია კითხვებისაგან.

ახალციხელი და ახალქალაქელი ახალგაზრდების პრობლემებიკვლევის თანახმად, საკმაოდ მაღალია დასაოჯახებელი ახალგაზრდების რაოდენობა. დაოჯახებულები ახალციხეში ძირითადად 23-25 წლამდე არიან, ახალქალაქში კი 26-29 წლამდე.

გამოკითხული ახალგაზრდების ოჯახის წევრთა საშუალო რაოდენობა 4-5-ია. უმეტესობას შვილი არ ჰყავს. შვილიანთა უმეტესობას 1-2 შვილი ჰყავს, მხოლოდ ახალქალაქის შემთხვევაში იყო 4-ზე მეტ შვილიანი ახალგაზრდა.

ახალციხელი და ახალქალაქელი ახალგაზრდების პრობლემებირაც შეეხება განათლებას, ახალციხის მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა უმრავლესობა სტუდენტია. 5 პროცენტს არასრული საშუალო განათლება აქვს, 18 პროცენტს კი მხოლოდ საშუალო განათლება. გამოკითხულთა შორის 8 პროცენტს პროფესიული განათლება აქვს მიღებული, 13 პროცენტმა კი უმაღლესი განათლება მიიღო.

ახალციხელი და ახალქალაქელი ახალგაზრდების პრობლემებიახალქალაქში გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობას, 19 ახალგაზრდას საშუალო განათლება აქვს მიღებული, აქედან 17 სტუდენტია, 8 არასრული საშუალო განათლების, მაშინ, როდესაც მხოლოდ 2 იყო პროფესიული ტექნიკური განათლებით.

შესაბამისად, ახალქალაქში უფრო მაღალია მხოლოდ საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდების რიცხვი. ხოლო საშუალო განათლების მქონეთაგან უფრო მეტი მამაკაცია, ვიდრე ქალი.

ახალციხელი და ახალქალაქელი ახალგაზრდების პრობლემებიახალციხეში კი არასრული განათლების მქონე უფრო მეტი ქალი რესპოდენტი აღმოჩნდა.

ორივე მუნიციპალიტეტში გამოკითხული ახალგაზრდები უმეტესად ორ ენას ფლობენ. მაღალია რუსული ენის ცოდნის მაჩვენებელი. რუსულს თითქმის თანაბრად ფლობენ როგორც ახალციხელი (23%), ისე ახალქალაქელი (26%) ახალგაზრდები. რაც შეეხება ინგლისურ ენას, საკმაოდ მაღალია (21%) მის მცოდნეთა რაოდენობა ახალციხეში, განსხვავებით ახალქალაქისაგან, სადაც ის 1% შეადგენს, სხვა უცხო ენები წარმოდგენილია მცირე რაოდენობით (1-2 %).

ახალციხელი და ახალქალაქელი ახალგაზრდების პრობლემებიგამოკითხვის დროს ახალგაზრდებმა მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობაც შეაფასეს. კვლევამ აჩვენა, რომ ახალციხელი რესპონდენტების ძირითად შემოასვლის წყაროს ხელფასი წარმოადგენს, ამიტომ მათთვის პრიორიტეტული დასაქმება და კვალიფიკაციის ამაღლებაა.

ახალქალაქელი ახალგაზრდები ამ პრობლემის გვერდით სოფლის მეურნეობის განუვითარებლობაზეც საუბრობენ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათი შემოსავლის ძირიტადი წყარო სოფლის მეურნეობაა.

ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის გამომწვევ ფაქტორად ახალციხეში ძირითადად ბანკისგან აღებულ სესხს, ახაქალაქში კი ბუნებრივ კატასტროფებს ასახელებენ. გამოკითხულთა უმეტესობა საკუთარ ეკომონიკურ მდგომარეობას „საშუალოდ“ აფასებს.

ახალქალაქში ახალგაზრდების აბსოლიტური უმეტესობა ფიქრობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა, ახალციხეში კი ასეთი რესპოდენტი მხოლოდ 41 აღმოჩნდა.

გამოკითხულთა უმრავლესობა არ მუშაობს, რაც მათი ასაკით აიხსნება. ვინც დასაქმებულია, ახალციხეში უმეტესობა დაქირავებული პირია, ახალქალაქში კი თვითდასაქმებულია. რესპოდენტები საკუთარ მუნიციპალიტეტებში ნაკლებად ხედავენ დასაქმების პერსპექტივას. მათი დასაქმების ხელშეწყობისთვის პრიორიტეტად ახალციხეში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და შემდეგ მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ასახელებენ, ახალქალაქში ახალგაზრდები სოციალურ დახმარებას ელიან და შემდგომ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.

ახალციხელი და ახალქალაქელი ახალგაზრდების პრობლემებიდამატებითი ცოდნის მიღების სურვილი აქვს ახალციხელი რესპონდენტების 85% , მაშინ როდესაც მსურველი/არამსურველის რაოდენობა ახალქალაქში, იყოფა 55/45%.

ახალციხელები თვლიან, რომ უმაღლეს განათლებსათან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულ უნარებზე ორიენტირებული ტრენინგებისა და კურსების გავლა. ახალქალაქის შემთხვევაში ორიენტირი მხოლოდ უმაღლეს განათლებაზე, თუმცა რესპოდენტთა უმეტესობა ვერ ჩამოყალიბებულა, რა ტიპის განათლება სჭირდება.

ახალციხელი და ახალქალაქელი ახალგაზრდების პრობლემებიახალგაზრდები თავისუფალ დროს ძირითადა ინტერნეტს უთმობენ, ყველაზე ცოტა დროს სპორტს და აზარტულ თამაშებს. ორივე მუნიციპალიტეტში თანაბრად არიან ჩართული საოჯახო საქმიანობაში. გამოკითხულთა ყოველი მესამე თამბაქოს მომხმარებელია, მწეველთა უმეტესობა მამაკაცია. რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებს, რესპოდენტთა უმეტესობა იშვიათად სვამს.

კვლევამ აჩვენა, რომ ახალციხელი რესპოდენტები მეტად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვიდრე ახალქალაქელები. თუმცა, ახალქალაქელი ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ მათი თანატოლები აქტიურები არიან. ახალგაზრდულ აქტივობებში მონაწილეობის მსურველი ახალციხეში უფრო მეტია, ვიდრე ახალქალაქში. ახალგაზრდების უმეტესობას არ აქვს გადაწყვეტილი სად იცხოვრებს მომავალში.

ახალციხელი და ახალქალაქელი ახალგაზრდების პრობლემებიკვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდები ძირითადად სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემებს ასახელებენ, ჩამონათვალში თითქმის არაა სამართლებრივი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და სხვა პრობლემები. ორივე მუნიციპალიტეტის რესპოდენტებისთვის პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არ არსებობა. ასევე ბიბლიოთეკების არ არსებობა. ახალციხელმა ახალგაზრდებმა ეკოლოგიური პრობლემებიც დაასახელეს.

აღნიშნული კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივების ასოციაციის“ მიერ, პროექტის „მრავალფეროვნება - ჩვენი სიძლიერე“ ფარგლებში მომზადდა. ფინანსური მხარდაჭერა კი სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა და ფინეთის მთავრობამ გაუწიეს.

დღესვე ამავე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები სერთიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
„გამოცხადებული გვქონდა ესსეების, ნახატებისა და ფოტოების კონკურსი სხვადასხვა თემაზე. დღეს დავასახელეთ ამ კონკურსის გამარჯვებულები, მათ და პროექტის ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადავეცით“, - ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი თამილა თელიაშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ახალციხეში არანაირი გასართობი არაა’ – ახალგაზრდების პრობლემები [Video]
ახალგაზრდების 51%–სთვის სასწავლებლების ყოველდღიური ცხოვრება რთული და სტრესულია – FES
რა აჩვენა ადამიანის უფლებების შესახებ კვლევამ სამცხე-ჯავახეთში
მომდევნო ერთ წელიწადში მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება გამოკითხულთა 23% –NDI
NDI: 66% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს
გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას – NDI