FM97.5 / LIVE

უკრაინის მხარდასაჭერად ახალციხეში აქცია გამართეს [Photo]

მთავარიფოტოამბავი 21.02.2014
"თავისუფლება უკრაინელ ხალხს!"; "სოლიდარობა უკრაინას"; "Solidarity with The Ukrainian People"! - ამ ტრაფარეტებით ახალციხეში ევრომაიდანზე შეკრებილ უკრაინელ მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

სოლიდარობის აქცია, რომლის იდეის ავტორი ორგანიზაცია "ტოლერანტი" იყო, სოციალური ქსელით, სპონტანურად დაიგეგმა. შესაბამისად, აქცია მასშტაბური არ იყო. სოლიდარობის მიზნით, 25-მდე ადამიანი ქალაქის ცენტრში უკრაინის დროშის ფერებში დამზადებული გულსაბნევებით გამოვიდა. ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა ძალადობა დაგმეს.

”გვინდოდა გამოვხმაურებოდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და სოლიდარობა გამოგვეცხადებინა უკრაინელი ხალხისთვის. მთავარია რომ აქცია შედგა, მონაწილეთა რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, ურიგო არ იქნებოდა, სოლიდარობის განცდა მეტ ადამიანს გასჩენოდა. ეს მხოლოდ უკრაინის ტრაგედია არ არის”, - ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები კიევში 2013 წლის ნოემბერში დაიწყო. პროტესტი უკრაინის მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმამ გამოიწვია. ვითარება განსაკუთრებით 2014 წლის 18 თებერვალს დაიძაბა. 21 თებერვლის მდგომარეობით, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 თებერვლის შემდეგ გარდაცვლილია 77 ადამიანი, სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 571-მა დაზარალებულებმა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ორი ქართველი, დათო ყიფიანი და ზურაბ ხურცია ემსხვერპლა.

უკრაინის მხარდასაჭერად ახალციხეში აქცია გამართეს [Photo]

უკრაინის მხარდასაჭერად ახალციხეში აქცია გამართეს [Photo]

უკრაინის მხარდასაჭერად ახალციხეში აქცია გამართეს [Photo]

უკრაინის მხარდასაჭერად ახალციხეში აქცია გამართეს [Photo]

უკრაინის მხარდასაჭერად ახალციხეში აქცია გამართეს [Photo]

უკრაინის მხარდასაჭერად ახალციხეში აქცია გამართეს [Photo]

უკრაინის მხარდასაჭერად ახალციხეში აქცია გამართეს [Photo]

უკრაინის მხარდასაჭერად ახალციხეში აქცია გამართეს [Photo]

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სოლიდარობა უკრაინას! - ახალციხეში აქცია დაიგეგმა
უმცირესობა პარლამენტში უკრაინის დროშებით მივიდა
ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართება
ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართა [Photo]
ასპინძელმა ახალგაზრდებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს
ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია
უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა