FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება

მთავარისაზოგადოება 20.02.2014
მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ახალი სეზონისთვის ემზადებიან. რამდენი პრემიერა გაიმართება წელს და რა სიახლეებით ხვდება თეატრი ახალ თეატრალურ სეზონს.

მესხეთის თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება
მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში წელს, ექვსის ნაცვლად, შვიდი პრემიერა გაიმართება. პირველი სპექტაკლი ხალხურ ზღაპარზე შექმნილი „სიზმარა“ იქნება, რომელიც პიესად მხატვარმა ლელა ფერაძემ შექმნა.

მიმდინარე წელს ერთი პრემიერის დამატება არ ნიშნავს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს თეატრის დაფინანსება გაიზარდა.

„გასული წლების მსგავსად დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელსაც 60 ათასი ლარია. მეშვიდე სპექტაკლის დადგმა ჰონორარების ხარჯზე გვაქვს დაგეგმილი, ანუ არც რეჟისორი და არც მე ჰონორარს არ ვიღებთ, აქედან მორჩენილი თანხით ჩავსვით მეშვიდე პრემიერა“, - განმარტავს მესხეთის (ახალციხის)პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი.

მიმდინარე წელს მესხეთის თეატრი რეჟისორ თემურ ჩხეიძის მოწვევას გეგმავს.

„მოლაპარაკების პირველი ეტაპი დავასრულეთ და მეორე ეტაპი უნდა შედგეს, რომ დავაზუსტოთ რა პიესას აიღებს. ჩვენ სავარაუდო გეგმა შევადგინეთ, მაგრამ, როცა ბატონი თემური კარგად გაეცნობა ჩვენს რეპერტუარს, გადაწყვეტს რომელ პიესას დადგამს“, - ამბობს სულუაშვილი და ამატებს, რომ იგეგმება მასტერკლასების ჩატარება მსახიობის ოსტატობასა და მეტყველებაში.

გარდა ამისა, თეატრის დასი გორსა და თბილისში გასტროლებსაც გეგმავს. ამ ეტაპზე მსახიობები სწორედ იმ სპექტაკლებზე მუშაობენ, რომლებიც გორელ მაყურებელს უნდა წარუდგინონ.

„ვიწვევთ იმ მსახიობებს, რომლებიც უკვე წასულები არიან და ამ სპექტაკლებში მონაწილეობდნენ. ჩვენივე ძალებით ვაპირებთ 1,2,3 და 4 მარტს გორში რეჟისორ სოსო ნემსაძის სპექტაკლების კვირეული გავმართოთ. პარალელურად ვამზადებთ „სიზმარას“. ასევე, მაისში დაგეგმილი გვაქვს ჩვენი მთავარი რეჟისორის ზურაბ სიხარულიძის სპექტაკლი, ჟან პოლ სარტრის „ბუზები“ ტრაპიზონის საერთაშორისო ფესტივალზე წავიღოთ“, - ამბობს ლია სულუაშვილი.

კიდევ ერთი სიახლე, რასაც მიმდინარე წელს თეატრის ხელმძღვანელობა გეგმავს, ეროვნული დრამატურგიის ფესტივალის ჩატარებაა. ასევე, იგეგმება ორი საბავშვო სპექტაკლის გამართვა. მიმდინარე წელს გაიმართება მსახიობ ვაჟა ნიკოლაშვილის საბენეფისო სპექტაკლიც.

„ეს იქნება ოთარ მამფორიას პიესა „იეთიმ გურჯი“, რომელიც წლების წინ დაიდგა ჩვენი თეატრის სცენაზე. ეს კეთდება ერთი კონკურეტული მსახიობისთვის და გარკვეული ფინანსური წახალისებაც იქნება“, - ამბობს ლია სულუაშვილი.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იმ პრობლემებზეც საუბრობს, რომელიც თეატრს ამ ეტაპზე აქვს.

„ვეძებთ ორ ახალგაზრდა ბიჭ მსახიობს. როდესაც მოგყავს მსახიობი, მას ელემენტარული პირობები უნდა შეუქმნა, თუნდაც ის, რომ ღამე მაინც გაათიოს ნორმალურად, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს. გარდა ამისა, გათბობის პრობლემაა, ამის გამო ზათრის პერიოდში გვიჭირს სპექტაკლებზე მუშაობა და ვშორდებით მაყურებელს. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ გამათბობლები 24 საათი ვამუშაოთ, მაგრამ ესეც რომ დავუშვათ, თვითონ შენობა არ არის ისე შეკრული და დახურული, რომ სითბო იყოს და მაყურებელმა ისიამოვნოს“, - ამბობს სულუაშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

07.04.2020 ‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

07.04.2020 ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

07.04.2020 ‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თეატრის საერთაშორისო დღე მესხეთის თეატრმა სპექტაკლით აღნიშნა
მესხეთის თეატრში სეზონის მორიგი პრემიერა გაიმართება
ახალციხის მერია მესხეთის თეატრს სუბსიდიას უზრდის
მესხეთის თეატრი პირველი პრემიერისთვის ემზადება
მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება
რას ჰპირდება მესხეთის თეატრი მაყურებელს აგვისტოში
რას გეგმავს მესხეთის თეატრი 2020 წელს