FM97.5 / LIVE

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიმართვა საჯარო მოხელეებს

მთავარისაზოგადოება 20.02.2014
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ, საჯარო მოხელისგან ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა უნდა აღიქმებოდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის დარღვევად და უნდა მოხდეს ადეკვატური რეაგირება, იმისათვის, რომ არ გავრცელდეს დაუსჯელობის სინდრომი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიმართვა საჯარო მოხელეებს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო, შეშფოთებას გამოთქვამს, გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის მიმართ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის გამო. აღნიშნულის შესახებ, საზოგადოებისთვის, ამავე გაზეთის ვებ გვერდზე, აუდიოჩანაწერის თანხლებით 15 თებერვალს გახდა ცნობილი.

ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილისა და კონსტანტინე შარაშენიძის საუბრის აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ გამგებლის გაღიზიანება, ჟურნალისტის მხრიდან, არასასურველ შეკითხვას მოჰყვა, რის შემდეგაც მან მეგრელიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და გინებით მიმართა.

აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს, სპეციალური განცხადება გაავრცელა გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ, რომელშიც დაადასტურა „გურია ნიუსის“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა და ბოდიში მოიხადა გამოცემისა და საზოგადოების წინაშე.

ბოდიშის მოხდის ფაქტი, მორალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დადებითი მომენტია. თუმცა, საჯარო მოხელეს არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული, ანუ კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან. გარდა ამისა, დღევანდელი ქართული კანონმდებლობა, ბოდიშს, როგორც პასუხისმგებლობის ზომას არ ითვალისწინებს.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ, საჯარო მოხელისგან მსგავსი ქმედება, უნდა აღიქმებოდეს კანონის დარღვევად “საჯარო სამსახურის შესახებ” და საჭიროებს ჯეროვან რეაგირებას, ზემდგომი ინსტანციების მხრიდან, რაც მასზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებაში უნდა გამოიხატოს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მოუწოდებს, ბატონ კონსტანტინე შარაშენიძეს და სხვა საჯარო მოხელეებს, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას იხელმძღვანელონ, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით, რათა მედიის წარმომადგენლებს მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მნიშვნელოვანად მიიჩნევს მოხდეს ადეკვატური რეაგირება მსგავს ცალკეულ შემთხვევებზე, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ იყოს გადამდები სხვა საჯარო პირებისთვის“.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხვალ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრება გაიმართება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს
“სამხრეთის კარიბჭესთან” გამართულ საპროტესტო აქციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ახალი დირექტორი ჰყავს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს–სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართვა შს სამინისტროს
ეთიკის ქარტია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას ეხმაურება