FM97.5 / LIVE

ახალციხეში გენდერულ საკითხებზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 19.02.2014
ქალები მეტად უნდა იყვნენ დასაქმებული გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, მედიაც ხშირად უნდა აწვდიდეს ინფორმაციებს მათ უფლებებზე და ცდილობდეს სახლიდან გამოსვლისკენ უბიძგოს, - ასე ესახებათ გენდერული პრობლემის მოგვარება ახალციხეში.

ახალციხეში გენდერულ საკითხებზე იმსჯელეს
რა პრობლემები არსებობს საქართველოში გენდერის კუთხით და როგორ შეიძლება მათი მოგვარება - ამ საკითხებზე დღეს, 19 თებერვალს „სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ოფისში იმსჯელეს.

შეხვედრის ორგანიზატორი იყო „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის", რომელიც 2013 წლის ივლისში დაფუძნდა და რომლის მიზანია ქალების გააქტიურება, მათი ჩართვა პოლიტიკურ ცხოვრებაში და იმ პრობლემების დაძლევა, რაც საქართველოში გენდერის კუთხით არსებობს.

„ეს არის პირველი პრეცენდენტი, როცა ჟურნალისტები ერთი კონკრეტული პრობლემის გარშემო ერთიანდებიან. უამრავი მიზეზია, რის გამოც საქართველოში გენდერული უთანასწორობაა. გვინდა ჟურნალისტები საზოგადოებას დაეხმარონ, რომ უფრო გააქტიურდნენ“, - ამბობს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ დირექტორი თამარ კაციტაძე.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ ქალები აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკაში: „მათი ინტერესი უნდა იყოს ჩვეულებრივი მამაკაცის ადგილას პარტიაში აქტიური ქალები იყვნენ, რომლებმაც ზუსტად იციან არსებული პრობლემების შესახებ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ ქალები საკმაოდ აქტიურები არიან, თუმცა პრობლემა ისაა, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ადგილებზე ძირითადად მამაკაცები მუშაობენ.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე მანანა იაძე ამბობს, რომ ქალებს გააქტიურებაში მედიამაც უნდა შეუწყოს ხელი: „სახელმწიფომ ისეთი პროგრამები უნდა შეიმუშავოს, რომ ქალები მიიზიდოს პოლიტიკაში. ხოლო მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქტიურად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ქალებს, რომლებიც ტელევიზორებთან სხედან ან გაზეთებს კითხულობენ. მათი უფლებების შესახებ ხშირად უნდა შეახსენონ, გამოიყვანონ ქალები სახლიდან და აქტიურად ჩართონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში“.

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ მსგავს დისკუეიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მართავს.

„ქალები უკვე აქტიურად მოდიან ამ შეხვედრებზე, მსჯელობენ რა პრობლემები არსებობს და ზუსტად იციან, რომ ეს პრობლემები აუცილებლად უნდა დაიძლიოს“, - ამბობს თამარ კაციტაძე.

"დემოკრატ ქალთა ორგანიზაციაში" დისკუსიის დასრულების შემდეგ, მსგავსი შეხვედრა დღესვე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.

დისკუსიები იმართება პროექტის „ჟურნალისტები გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გენდერის მედიაცენტრში 'გენდერული საუბრები' გაიმართება
ქალი პოლიტიკოსებისა და სტუდენტების დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
ახალციხის გენდერის მედიაცენტრში „გენდერული საუბრები“ გაიმართება
ახალციხელი ჟურნალისტები გენდერის საკითხების გასაშუქებლად ერთიანდებიან
გენდერული დისკუსია აგარის თემში
‘ქალები, როგორც ამომრჩევლები’ – დისკუსია ახალციხეში
”გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში”