FM97.5 / LIVE

ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 2-მილიონიანი პროექტი ხარვეზებით დასრულდა

მთავარიეკონომიკა 18.02.2014
ოთხწლიანი პროექტი, რომელსაც აპინძელებისთვის სასმელი წყლის პრობლემა საბოლოოდ უნდა მოეგვარებინა და რომელისთვისაც ჯამში 2,352,717 ლარი დაიხარჯა, დასრულდა, თუმცა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოდან ჩამოყვანილი წყალი ასპინძის რეზერვუარამდე ვერ აღწევს.

ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 2-მილიონიანი პროექტი ხარვეზებით დასრულდა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოდან დაბა ასპინძაში სასმელი წყლის ჩამოყვანა ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის სამუშაოები „საქჰიდრომშენმა“, 2010-11 წლებში განახორციელა. პროექტის ფარგლებში სოფელ ნიჯგორიდან დაბა ასპინძამდე, 7 კმ მანძილზე, პოლიეთილენის მილები ჩააწყეს. ჯამში 589,505 ლარი დაიხარჯა.

მეორე ეტაპზე კი სამშაეობი შპს „აზერმა“ დაიწყო. „აზერი“ პროექტში 2012 წელს ჩაერთო და მუნიციპალური განვითარების ფონდთან მიღება-ჩაბარების აქტი მიმდინარე, 2014 წლის იანვარში გააფორმა. სამუშაოების ღირებულებამ საერთო ჯამში 1,763,212.14 ლარი შეადგინა. „აზერმა“ სამუშაოები ახალქალაქის სოფელ ხანდოდან სოფელ ნიჯგორამდე შეასრულა. გაიყვანა 16 კმ-იანი მაგისტრალი და მოაწყო წყლის კაპტაჟი, რომელმაც წყლის დებეტის გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი.

„აზერმა“ სოფელ ხანდოდან წყალი ორი 160 მმ პოლიეთილენის მილით წამოიყვანა. ერთი მილი დაბა ასპინძის, მეორე კი მილი კი სოფლების: ნიჯგორისა და აწყვიტის მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი.

მართალია სამუშაოები დასრულდა, მაგრამ წყლის გაშვებამ ქსელში არაერთი პრობლემა გამოიწვია, რის გამოც სასმელი წყალი დანიშნულების ადგილამდე, დაბა ასპინძაში მდებარე 1000-ტონიან რეზერვუარამდე ვერ აღწევს.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის ფილიალში განმარტავენ, რომ „საქჰირომშენის“ მიერ გაყვანილმა მილებმა წყლის წნევას ვერ გაუძლო და გადაბმის ადგილებში პოლიეთილენის მილებმა გახსნა დაიწყო. სწორედ ამიტომ, ხანდოდან ჩამოყვანილი წყალი პირდაპირ ასპინძის წყალგაყვანილობის სისტემაზე დააერთეს.

დაზიანებული მილების შეკეთება „წყალმომარაგების კომპანიას“ რამდენჯერმე მოუხდა. აღნიშნულ მონაკვეთზე მილი ამ დროისთვისაც ორ ადგილზეა დაზიანებული, რის გამოც წყლის მიწოდება ისევ შეწყვეტილია.

„წყლის გაშვებამ გამოავლინა ამ შესრულებული სამუშაოს ხარვეზები. ძველი მონაკვეთი ხშირად ზიანდება, იძულებული ვართ ახლა უკვე ჩვენ მოვემსახუროთ. წყალი წნევით მოდის და გადაბმის ადგილებში ვერ უძლებს“, - ამბობს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი გიორგი ბაგინაშვილი და აქვე ამატებს, რომ გარდა ავარიებისა, წყლის ასვლას ასპინძის რეზერვუარში სოფელ ხერთვისის მოსახლეობაც უშლის ხელს: „ამას ემატება ის, რომ სოფელ ხერთვისში არის დამცლელები, ავარიის შემთხვევში წყალი რომ დაიცალოს. მოსახლობა თვითნებურად ხსნის, იცლება სისტემა და უჭირს რეზერვუარში ასვლა. მიზეზი ის არის, რომ ხერთვისში წყლის პრობლემაა და ამ წყალს მოიხმარენ“.

„საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის“ სათაო ოფისში განმარტავენ, რომ ხარვეზების მიზეზი პირველ ეტაპზე გაკეთებული მილების რამდენიმეწლიანი უმოქმედობაა, რის გამოც ქსელში დიდი რაოდენობით ჰაერი ჩადგა.

მუნიციპალური განვითარების ფონდში, პროექტების შეფასების სამსახურის უფროსი პაატა იაკობაშვილი განმარტავს, რომ „საქჰიდრომშენთან“ დაკავშირებით, რადგან უკვე ერთწლიანი დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი გასულია, კონტრაქტორს კონტრაქტუალური ვალდებულება აღარ აქვს.

„თავის დროზე ჩაბარებულიც არის, როგორც ჩანს, ფარული სამუშაოების აქტები და ჰიდრავლიური გამოცდის აქტებიც იყო. თავის დროზე მილსადენი შეამოწმეს და მაშინ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს. მეორე საკითხიცაა, ამ მილსადენს არ უმუშავია, შესაბამისად, როცა გაუშვეს ექსპლუატაციაში, თავი იჩინა ხარვეზებმა. არ არის გამორიცხული მილსადენში ჰაერის ბალიშებს იკეთებდეს. მე ვარაუდებს ვამბობ, რადგან არ მქონია შეხება არც პროექტთან და არც შემდეგ უშუალოდ განხორციელებასთან. ორი-სამი წელი გავიდა, ვიდრე მილსადენი ექსპლუატაციაში გაიშვებოდა, ძნელია გაიგო რა მოხდა. წესით, განსაკუთრებული არაფერი უნდა მომხდარიყო“, - ამბობს იგი.

შპს „აზერის“ მიერ განხორციელებული სამუშაოები, მიღება ჩაბარების საფუძველზე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე ჩაიბარა და წყალმომარაგების კომპანიას გადასცა. “შპს აზერ-ივესტი“ (შპს აზერი) ხელშეკრულების პირობით ვალდებულია, მის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, ერთწლიანი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრაზე იზრუნოს.

რაც შეეხება „საქჰიდრომშენს“, რადგან კომპანიას საგარანტიო ვადები გასული აქვს, წყალსადენის მაგისტრალზე ნებისმიერი ავარიის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა „წყალმომარაგების კომპანიას“ მოუწევს.

„საქჰიდრომშენის“ მიერ გაკეთებულ 7 კილომეტრიან მონაკვეთზე, მილსადენში წყლის გაშვების შემდეგ, მილის დაზიანების არაერთი შემთხვევა იყო.

„ჩაყენებულია ჩვენი სამსახურის ხელმძღვანელობა საქმის კურსში, გადაწყვეტენ რა როგორ იქნება. ფაქტი ერთია, უნდა გაკეთდეს. სადაც აღვადგინეთ, იქ აღარ ფუჭდება. ამ წუთებშიც ორ ადგილზეა დაზიანებული. „აზერმა“რაც გააკეთა, კარგად მუშაობს, ხარვეზებია „საქჰიდრომშენის“ მიერ გაკეთებულ მილებზე. წყალი დაზიანების გამო ასპინძამდე ვერ აღწევს“, - ამბობს გიორგი ბაგინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ასპინძას სასმელი წყლის პრობლემა წლებია აქვს, რამაც მოსახლეობის პროტესტი არაერთხელ გამოიწვია. ამ ეტაპზე სასმელი წყალი განრიგით, მოსახლეობის 70-75 პროცენტს მიეწოდება. დაბის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობა წყალს რამდენიმე კილომეტრიდან ეზიდება.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

რატომ შეფერხდა ასპინძაში წყლის მრიცხველების მონტაჟი
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ორკვირიანი უწყლობის შემდეგ, ასპინძის ნაწილს წყლის მიწოდება აღუდგა
ასპინძაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები დაგვიანებულ ხელფასებს ითხოვენ
ახალციხის ორ ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება