"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის განაჩენის ნაწილს პროკურატურა სააპელაციოში გაასაჩივრებს

მთავარისამართალი 17.02.2014
საქართველოს მთავარი პროკურატურა, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ განაჩენის ნაწილს ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის განაჩენის ნაწილს პროკურატურა სააპელაციოში გაასაჩივრებს
"დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო ბინის (კერძო საკუთრების) ხელშეუხებლობის დარღვევაში, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ორ ეპიზოდში და ამომრჩევლის მოსყიდვაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 182-ე მუხლის მესამე ნაწილით და 164 პრიმა მუხლით.

ასევე, სასამართლომ გადააკვალიფიცირა ბრალდებულ ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი გულგრილობისთვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 342-ე მუხლით.

საზოგადოებას შევახსენებთ თუ რა ბრალდებებები ჰქონდა წარდგენილი ივანე მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს, რაზედაც სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. კერძოდ:

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა, 2009 წლის მაისში უკანონოდ დაიკავა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ კვარიათში მდებარე, კერძო საკუთრებაში არსებული აგარაკი, სადაც იგი ისვენებდა მის ოჯახის წევრებთან ერთად.

გარდა ამისა, მან მეტი კომფორტის შესაქმნელად აგარაკი გაარემონტა სახელმწიფოს ხარჯზე, აგარაკის მოსავლელად დაიქირავა დამხმარე პერსონალი, რა მიზნითაც, პირადი მოტივით ივანე მერაბიშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 157 669,3 ლარი.

ასევე, 2012 წლის 5 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი ბაზის შექმნა, სწორედ ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ, პროგრამის ნიღბად გამოყენებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ამომჩეველთა მოსასყიდად, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა შეიმუშავა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელება დაევალათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს და „სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს.

2012 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში, „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის“ პროგრამის ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულებები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ 21 837 პირთან.

ხელშეკრულებები იყო თვალთმაქცური, ვინაიდან მათი გაფორმება მიზნად ისახავდა სახელმწიფოს კუთვნილი თანხებით ამომრჩეველთა მოსყიდვას.

ამ გზით, ივანე მერაბიშვილის მიერ გაფლანგული იქნა სახელმწიფოს კუთვნილი 5 240 880 ლარი.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია ივანე მერაბიშვილის ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით, იგი ცნო დამნაშავედ ხსენებულ ბრალდებებში და "ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ივანე მერაბიშვილს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის და 6 თვის ვადით.
ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილის სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებისთვის განუსაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, სასამართლომ ივანე მერაბიშვილს მოუხსნა სსკ-ის 332-ე მუხლით, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს სსკ-ის 182-ე და 164 პრიმა მუხლებით წარდგენილი ბრალდებები, რა ნაწილშიც ბრალდების მხარე განაჩენს გაასაჩივრებს სააპელაციო წესით" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 17 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს ვანო მერაბიშვილი არ დასწრებია.

[sknews.ge]


23.06.2017 ახალციხის სკოლებიდან ქიმიის გამოცდაში 5 მეთერთმეტე კლასელი ჩაიჭრა

22.06.2017 სოფელ აბასთუმანის სკოლაში დაპირისპირების საქმეს განათლების სამინისტრო შეისწავლის

22.06.2017 მეთერთმეტე კლასელები გამოცდას ქიმიაში აბარებენ

22.06.2017 უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებმა აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმები გააცნეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.06.2017 ახალციხეში ენერგომენეჯმენტის შესახებ სემინარი გაიმართა

23.06.2017 ახალციხის სოფლებს სამი სახელობითი სკვერი შეემატება

23.06.2017 „დაავადებათა კონტროლის ცენტრი” მოსახლეობას აფრთხილებს

23.06.2017 ახალციხეში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რატომ მიაჩნია ვანო მერაბიშვილის განაჩენი დაუსაბუთებლად ვაჟა ჩიტაშვილს?
ენმ ახალციხე ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ერთ წლისთავს ეხმაურება
26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
მერაბიშვილი: ქუთაისის სასამართლომ დიდი თეთრი ალამი აღმართა სასამართლოს თავზე
ვანო მერაბიშვილის ბიძას სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა
ზანავის ჩხუბის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა