FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტატუსი 29 სტუდენტს შეუჩერდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.02.2014
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსი 142 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული, თუმცა, ამ დროისთვის 113 მათგანს სტატუსი უკვე აღდგენილი აქვს.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტატუსი 29 სტუდენტს შეუჩერდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი განმარტავს, რომ უნივერსიტეტში სასწავლო და სოციალური გრანტებით სტუდენტების 15-20 პროცენტი ფინანსდება. მისივე თქმით, სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერება თანხის გადაუხდელობითაა გამოწვეული.

„მოგეხსენებათ ჩვენი რეგიონის სირთულე, ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ამიტომაც არის, რომ სტუდენტები დათქმულ დროში ვერ ფარავენ სასწავლო თანხას. ჩვენ შემუშავებული გვაქვს ისეთი მექანიზმი, რომ რაც შეიძლება გავუადვილოთ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის პროცესი“, - განმარტავს ნიკოლოზ ახალკაცი და ამატებს, რომ სტუდენტებს თანხის გადახდა სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად შეუძლიათ: თუ სტუდენტმა თანხა ვერ გადაიხადა, სტატუსი უჩერდება და ძირითად გამოცდებზე აღარ დაიშვება“.

გასულ სასწავლო წელს სტუდენტის სტატუსი 170 სტუდენტს შეუჩერდა. ზაფხულის განმავლობაში დაახლოებით 80-მა პროცენტმა თანხის გადახდა შეძლო და აგვისტოში დამატებით გამოცდებზე გავიდა. რაც შეეხება მიმდინარე სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრს, 142 სტატუსშეჩერებული სტუდენტი იყო, თუმცა 113 მათგანს სტატუსი უკვე აღდგენილი აქვს.

„ძირითადი გამოცდებიდან დამატებით გამოცდებამდე, ზაფხულის განმავლობაში სამ თვემდე ვადას ვაძლევთ, მათ შეუძლიათ დაფარონ გადასახადი, აღიდგინონ სტატუსი და დამატებით გამოცდებზე გავიდნენ. ასევე ხდება შემოდგომის სემესტრიდან გაზაფხულის სემეტრში გადაყვანის დროს, მაგრამ ამ შემთხვევაში შედარებით ნაკლები დრო აქვთ“, - განმარტავს ახალკაცი.

ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიულ, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 1300-მდე სტუდენტია.

შეგახსენებთ,სტატუსშეჩერებული სტუდენტების თემა დღეს, 13 თებერვალს, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წამოწია. მათი განცხადებით, 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის თებერვლამდე, 4 თვეში, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობამ 5520-ით მოიმატა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში წელს სტატუსი 82 სტუდენტს შეუჩერდა
სერგო რატიანი: სტატუსშეჩერებული სტუდენტების ზრდა საგანგაშოა
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა
გარიცხულ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

შვიდ სტუდენტს შესაძლოა სტუდენტის სტატუსი შეუწყდეს