FM97.5 / LIVE

ადიგენის საბავშვო ბაღის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია

მთავარისაზოგადოება » განათლება 12.02.2014
ადიგენის ადგილობრივ თვითმართველობაში საბავშვო ბაღთან დაკავშირებული საკითხი არ გადაუწყვეტიათ; დაბაში 80-მდე აღსაზრდელი ჯერ ისევ საბავშვო ბაღის გარეშეა;

ადიგენის საბავშვო ბაღის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია
საბავშვო ბაღისთვის შერჩეული ყოფილი რესტორნის შენობა ადიგენის თვითმმართველობის დავალებით ადიგენის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა უნდა შეისწავლოს.

„შეამოწმებენ შენობას, რამდენად უსაფრთხო იქნება ის ბავშვებისთვის, ეპიდემიის და ზოგადად ჰიგიენის თვალსაზრისით“, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძე.

ვიდრე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დასკვნას დადებს, მანამდე შესაძლოა ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობაში საბავშვო ბაღის დანგრეული შენობის აღდგენის ან ახლის აშენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.

„თუ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შესაბამის ნებართვას და პროექტს მოგვცემენ, შესაძლოა აღვადგინოთ. თუმცა, უკვე გაკეთებულ დასკვნაში წერია, რომ მისი აღდგენა არარენტაბელურია, ამიტომ ახალი ბაღის აშენებაზეც ვფიქრობთ“, - ამბობს ენდელაძე.

მისი თქმით, უკვე ჩამონგრეული შენობა საკმაოდ დიდია და მის დემონტაჟს დიდი თანხა დასჭირდება: „ამ შენობის დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება დაახლეობით 250-300 ათას ლარამდე დაჯდება“.

იმ შემთხვევაში თუ ადიგენში ახალი საბავშვო ბაღის აშენებას გადაწყვეტენ, მაშინ როგორც ენდელაძე ამბობს, ყველა ზემდგომ ორგანოს საქმის კურსში ჩააყენებენ: „ჩავალთ ასევე რეგიონული განვითარების სამინსიტროშიც“.

შეგახსენებთ, ადიგენში საბავშვო ბაღის შენობა 26 დეკემბერს ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დრომდე 77 აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენლი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში საბავშვო ბაღი კერძო სახლში გაიხსნება
ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება
დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
ადიგენში საბავშვო ბაღისთვის ფართი იქირავეს
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ სრულდება
წლის ბოლოს დაბა ადიგენს ახალი საბავშვო ბაღი ექნება