FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში დირექტორობის უფლება 23 კანდიდატს აქვს

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.02.2014
სამცხე-ჯავახეთში დირექტორების შესარჩევი კონკურსი წარმატებით 23-მა კანდიდატმა გაიარა. ისინი, ვინც დირექტორობის უფლება ვერ მოიპოვა, აცხადებენ, რომ უნდა იცოდნენ რა შეცდომა დაუშვეს, რათა სამომავლოდ გაითვალისწინონ.

სამცხე-ჯავახეთში დირექტორობის უფლება 23 კანდიდატს აქვს
იმ პირებისთვის, რომლებმაც 2013 წელს წარმატებით გაიარეს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი და დირექტორობის უფლება მოიპოვეს დღეიდან, 11 თებერვლიდან, სერტიფიკატების გადაცემა დაიწყო. სამცხე-ჯავახეთში სერთიფიკატი 23 ადამიანს გადაეცემა.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით 2013 წელს ახალციხის საგამოცდო ცენტრში ტესტირებაგავლილი მსურველებიდან დირექტორობის უფლება 13-მა მიიღო, ასპინძის საგამოცდო ცენტრში ოთხმა, ბორჯომში ხუთმა, ნინოწმინდაში კი ერთმა მსრუველმა.

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა თამარაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დირექტორობის უფლება მოიპოვა.

„სერტიფიცირების პირველი ეტაპი რომ გავიარეთ, კომპიუტერმა მაშინვე მოგვცა შედეგები, ვიცოდით ვინ გადალახა პირველი ეტაპი და ვინ ვერა, ამის შემდგომ გვქონდა გასაუბრება. 2007 წელს ჩაბარებული მქონდა ტესტირებაც და გასაუბრებაც, ამიტომ არ გამჭირვებია იმ კითხვებზე პასუხების გაცემა, რაც გასაუბრებაზე იყო“, - ამბობს ზაზა თამარაშვილი.

მისივე თქმით, დირექტორობის უფლების მინიჭება არ ნიშნავს რომ უკვე დირექტორია: "ახლა ყველა ვართ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. პროცედურა ითვალისწინებს იმას, რომ მინისტრმა წარადგინოს კადნიდატურა და საბოლოო ჯამში სამეურვეო საბჭომ აირჩიოს ესა თუ ის პიროვნება სკოლის დირექტორად“.

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაკა ჯანაშვილმა სერტიფიცირება წარმატებით გაიარა და მაღალი ქულები მიიღო. თუმცა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში ვერ მოხვდა.

„საკმაოდ რთული გამოცდა იყო, მოიცავდა ფსიქოლოგიურ საკითხებს, პროფესიულ უნარებს, კანონმდებლობას, ზოგად უნარებს და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ჩავაბარე ნორმალურად და მაღალი ქულა მივიღე, ვერც გასაუბრებაზე ვიტყვი, რომ ცუდად ჩაიარა, პროცესით ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო, - ამბობს მაკა ჯანაშვილი და ამატებს, რომ თუ გამოცდები ხელმეორედ ჩატარდება, მონაწილეობას მიიღებს, თუმცა, მანაც და ყველა იმ დირექტორმა, ვინც ვერ მოიპოვა დირექტორობის უფლება, უნდა იცოდნენ რა შეცდომა დაუშვეს: დავუშვათ მეორედაც წარმატებით ჩავაბარეთ, მეორედაც გავედით გასაუბრებაზე, ხომ უნდა ვიცოდეთ რას ვერ ვაკეთებთ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ გადავლახოთ“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იმ ადამიანების სია, რომლებმა წარმატებით დაძლიეს 2013 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი და დირექტორობის უფლება მოიპოვეს 7 თებერვალს გამოაქვეყნა. დღეიდან, 11 თებერვლიდან კი მათ უკვე შეუძლიათ იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მიმართონ, სადაც ტესტირება გაიარეს და რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც საგამოცდო ცენტრი მდებარეობდა და სერტიფიკატები აიღონ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

საჯარო სკოლის დირექტორები სერტიფიცირების მეორე ეტაპს გაივლიან
საჯარო სკოლის დირექტორებისთვის სასერთიფიკაციო გამოცდები ჩატარდება
საჯარო სკოლის დირექტორები სერტიფიცირების მეორე ეტაპს გადიან
ახალციხის არაქართულენოვანი სკოლების დირექტორებმა გამოცდა ვერ ჩააბარეს
არაქართულენოვანი სკოლების დირექტორები გამოცდების არათანაბარ პირობებზე საუბრობენ
განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა
ხვალ ახალციხის სკოლებში დირექტორებს აირჩევენ