FM97.5 / LIVE

ადიგენის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისია დაკომპლექტდა

მთავარიპოლიტიკა 10.02.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში იმ კომისიის შემადგენლობა გაირკვა, რომელმაც 7 ვაკანტურ პოსტზე მოხელეები უნდა შეარჩიოს.

ადიგენის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისია დაკომპლექტდა
საკონკურსო - საატესტაციო კომისიას ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძე ხელმძღვანელობს.

კომისიის წევრები არიან: ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი - არსენ ბალახაშვილი; გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი - ზაზა ძინძიბაძე; ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი - დავით ოგანესიანი; ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი - ნონა გუბელაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ წარმომადგენელი - გოდერძი კუბლაშვილი; პროფკავშირების წარმომადგენელი - ნოდარ ბაღდოშვილი.

კომისიამ უკვე დაიწყო საბუთების გადარჩევა. შეგახსენებთ, 7 ვაკანტურ პოსტზე 111 განცხადებაა შესული. მეორე ეტაპი გასაუბრება იქნება.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის თვითმმართველობაში შვიდ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 20 იანვარს გამოცხადდა. ვაკანტურ თანამდებობაზე საერთო ჯამში 111 განცხადება შევიდა. განსაკუთრებული მოთხოვნა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე იყო.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის თვითმმართველობაში გასაუბრებას 85 კონკურსანტი გაივლის
ადიგენში საჯარო მოხელეების დიპლომებით დაინტერესდნენ
ადიგენში შვიდ ვაკანსიაზე 111 განაცხადი შევიდა
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
ადიგენის თვითმმართველობაში ახალ კადრებს არჩევენ
ადიგენის საკონკურსო-საატესტაციო კომისია გასაუბრებებს იწყებს