FM97.5 / LIVE

მოსახლეობა შველას ითხოვს

მთავარიეკონომიკა 02.07.2012
გზაზე, რომელიც შვიდ სოფელს აკავშირებს ახალციხესთან, მეცხრე დღეა კლდის ნაწილია გამსკდარი და ყოველ წუთს შეიძლება ჩამოიშალოს

მოსახლეობა შველას ითხოვს

ურავლის ხეობაში 23 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოიშალა და ექვსი ადამიანი დაშავდა.

-”კვირაზე მეტია გადამსკარია კლდე და პატრონი არავინაა! როდის მოგვხედავს გამგეობა ვინმე რომ მოყვება შიგ და უბედურება დატრიალდება?! - კითხულობს ურავლის მკივდრი გია ზედგინიძე - ან შემოვლითი გზა გააკეთონ და ან დროულად მოანგრიონ გადმომსკდარი კლდე”.

ზედგინიძე ახალციხე-მუსხის სამარშუტო ტაქსის მძღოლია და ამ გზაზე გავლა დღეში სამჯერ უხდება: ”საშიშია, ყოველწუთს შეიძლება ჩამოინგრეს კლდე და შიგ ვინმ მოყვება ღმერთმა იცის”.

შველას და ყურადღებას ითხოვს, სოფელ ნოვასტროიში მცხოვრები იზოლდა დავლაშერიძეც: ”გვეშინია მგზავრობის, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, მოძრაობა მაინც ამ გზით გვიხდება”.

ახალციხის ავტოსადგურის მოლარის ციცო ხოსიტაშვილის განმარტებით, ამ გზაზე ავტოსადგურიდან დღის განმავლობაში, ურავლის მიმართულებით ოთხი, მუსხის მიმართულებით კი სამი რეისი სრულდება: ”აქ გადის ანდრიაწმინდისა და წყორძის მარშუკტებიც”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ გზის გაუნებელყოფა მოხდება, თუმცა როდის, არ აკონკრეტებს: ”სპეციალური სამსახურები მუშაობენ ასეთ შემთხვევებზე და მათ ჩამოვიყვანთ. ვის ჩამოვიყვანთ და როდის, როცა ჩამოვლენ, მაშინ გაიგებთ”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ურავლის მიმართულებით მოძრაობა უკვე უსაფრთხოა
ასპინძაში სოფელ ნიჯგორთან კლდე ჩამოიშალა
აწყვიტაში ტერიტორია, სადაც კლდე ჩამოიშალა გეოლოგმა შეისწავლა
ურავლის გზაზე კლდიდან ქვები ცვივა, მერია კი ამაში საფრთხეს ვერ ხედავს [Photo/Video]
ურავლის გზაზე, წვიმის დროს, კლდიდან ქვები ცვივა [ფოტო]
ნარჩენები და ნაგავი ურავლის ხეობაში [Photo]
ურაველში ადიდებული ხევისგან დატბორილი გზა ტექნიკით იწმინდება