FM97.5 / LIVE

ახალციხის თვითმმართველობამ რელიგიის, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით ინფორმაციის მოკვლევა დაიწყო

მთავარისაზოგადოება 04.02.2014
ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტში არსებული ეკლესიების, კულტურის დაწესებულებებისა და სასტუმროების შესახებ მონაცემებს აგროვებს.

ახალციხის თვითმმართველობამ რელიგიის, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით ინფორმაციის მოკვლევა დაიწყო
სამივე მიმართულებით ინფორმაციის მოძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა დღეს, 4 თებერვალს, სოფლის რწმუნებულებს დაავალა. მომზადებულია სპეციალური ანკეტებიც, რომელთა შესავსებად რწმუნებულებს ერთი კვირის ვადა აქვთ.

გამგეობის დაინტერესების საგანი ახლად აშენებული ეკლესიებია. მაგალითად, ანკეტაში, რომელიც XX საუკუნის მეორე ნახევარში აშენებულ ეკლესიებს ეხება, რწმუნებულებს შემდეგი მონაცემები აქვთ მოსაკვლევი: ახლად აშენებული ეკლესიის ადგილმდებარეობა და მიკუთვნებული სახელწოდება; ეკლესიის აშენების თარიღი და აქვთ თუ არა მშენებლობის შესახებ პროექტი. ცალკე გრაფა ეთმობა შენიშვნებს.

გაცილებით ვრცელი და მრავლისმომცველია ანკეტა განათლების მიმართულებით. ამ შემთხვევაში რწმუნებულებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია კულტურის ყველა იმ დაწესებულების შესახებ, რაც მათ სოფელში ან თემში არსებობს, იქნება ეს: კულტურის სახლი, კლუბი, ბიბლიოთეკა, სკოლა თუ მუზეუმი. ასევე, უნდა აღწერონ შენობისა და ინვენტარის მდგომარეობა და უნდა მოიკვლიონ ინფორმაცია ამავე ტერიტორიაზე არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ.

ცალკე გრაფა ეთმობა 17-დან 26 წლამდე ახალგაზრდებს. რწმუნებულებს ევალებათ გაარკვიონ ამ ასაკის რამდენი კაცი და რამდენი ქალი ცხოვრობს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის რა სახის ღონისძიებები ტარდება და ვის მიერ; სკოლის გარეშე განათლების რომელი წრეები და ჯგუფები არსებობს; რა კულტურული ღონისძიებები ტარდება და ვის მიერ და ასევე, რა არის წამყვანი სპორტული სახეობა ამ ტერიტორიაზე.

ნაკლებად ინფორმაციულია ანკეტა სასტუმროების შესახებ. ამ შემთხვევაში რწმუნებულებს ევალებათ სასტუმროს დასახელება, მისამართი, ტიპი და საკონტაქტო ინფორმაცია მოიძიონ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე ამბობს, რომ ეს მონაცემები აქამდეც უნდა ყოფილიყო მოძიებული: „ეს ინფორმაცია დაგვეხმარება სხვადასხვა სახის ღონისძიებების სწორედ დაგეგმვაში, ტურიზმის განვითარებაში.
ინფორმაციის დონეზე ჩვენ აუცილებლად უნდა ვფლობდეთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სად რა ისტორიული ძეგლია, რამდენი საოჯახო სასტუმროა, რამდენი ახალგაზრდა ცხოვრობს და ა.შ“,- ამბობს ბლიაძე.

რწმუნებულებმა კითხვარები მომავალ კვირას უნდა მიიტანონ. აღნიშნული ინფორმაცია თავს ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში მოიყრის.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა დაავალა თამარ გოგოლაძემ  სოფლის რწმუნებულებს
სოფლის რწმუნებულებს 'ნაგავსაყრელების' მოწესრიგება დაევალათ
რატომ მოსთხოვა გამგებელმა რწმუნებულებს მოხსენებითი ბარათების დაწერა
ახალციხეში ა ჰეპატიტის  გავრცელების ეშინიათ
გამგებელმა რწმუნებულებს შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოსთხოვა
ახალციხის ახალმა გამგებელმა რწმუნებულებს მოუსმინა
ახალციხის გამგებელმა რწმუნებულებს სოფლის კრებები დაუწუნა