FM97.5 / LIVE

რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ახალციხეში

მთავარიეკონომიკა 29.01.2014
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში პირველ ეტაპზე სამი პროექტი დაფინანსდა, რომელიც ჯამში 2,770,072 ლარს შეადგენს.

რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ახალციხეში
ქალაქი ახალციხე, გვარამაძის ქუჩაზე მდებარე გადასასვლელის (ხიდი) რეაბილიტაცია - 112,072 ლარი; პამაჯი-წყალთბილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მოასფალტება -1,680,000 ლარი; სოფელ ღრელის ცენტრალური გზის მოასფალტება - 585,000 ლარი; ეს იმ პროექტების ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პირველ ეტაპზე დაამტკიცა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ სამინისტროში დაახლოებით 25 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა პროექტები წარადგინეს, თუმცა, პირველ ეტაპზე მხოლოდ სამი პროექტი დამტკიცდა.

"მთელს რეგიონს არ ქონდა იმდენი პროექტი, რაც ჩვენ წარვადგინეთ, მაგრამ დაფინანსებას წყვეტს ინრასტრუქტურის სამინისტრო", -ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე.

მისივე თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თებერვალში დამატებით კიდევ ორ პროექტს დააფინანსებს: "თებერვალში ორი პროექტი დაემატება და კიდევ შეგვპირდნენ, რომ როცა თანხები გადანაწილდება გადანაწილდება და საბოლოო ვარიანტი დაითვლება, კიდევ სამი პროექტი დაემატება, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში წელს უნდა განხორციელდეს“, -ამბობს ბესიკ ბლიაძე.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 2014 წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის პრიორიტეტად დასახელდა ახალციხეში შიდა გზების მოწესრიგება, სასმელი და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3,234,685 ლარს მიიღებს
მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებენ
ახალციხეში დაგეგმილი 19 პროექტიდან, 3 გარდამავალ პროექტებში გადავიდა
ახალციხეში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადრეულად დაიწყებენ
რეგიონული განვითარების სამინისტრომ პროექტები დაამტკიცა
ადიგენს პირველ ეტაპზე 2 პროექტი დაუფინანსდა
ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტები ჯერ არ დაწყებულა