FM97.5 / LIVE

მესხ მოსწავლეებს დროებითი ბინადრობის უფლება მიენიჭებათ

მთავარისაზოგადოება » განათლება 28.01.2014
ახალციხეში, ვალეში, სოფელ აბასთუმანსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში მცხოვრები 23 რეპატრირებული მესხი მოსწავლე დროებითი ბინადრობის უფლებას მიიღებს, რაც მათ სკოლაში უფასოდ სწავლის საშუალებას მისცემს.

მესხ მოსწავლეებს დროებითი ბინადრობის უფლება მიენიჭებათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანების, ”ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის შესახებ” მე-4 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ვინც სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე მოსწავლის სტატუსი უჩერდებოდა.

საქართველოს მასშტაბით ასეთი 23 რეპატრირებული მესხი მოსწავლე იყო. ბევრი მათგანი სკოლაში დადიოდა, თუმცა, ოფიციალურად ისინი არსად ფიქსირდებოდნენ და შესაბამისად, ვერც საბაზო ან საშუალო საფეხურის დამთავრების დამადასტურებელ დოკუმენტს იღებდნენ. ამის გამო, რამდენიმე მათგანმა, სკოლის დამთავრების შემდეგ, ვერც სწავლის გაგრძელება შეძლო.

ასოციაცია „ტოლერანტი“, რომელიც რეპატრირებული მესხების საკითხზე წლებია მუშაობს, პრობლემის მოგვარებას 2011 წლიდან ცდილობდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ განათლების, დევნილთა და იუსტიციის სამინისტროებს არაერთი წერილი მისწერეს. ორგანიზაცია პრობლემის მოგვარებაში ჩართვას სთხოვდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებების ცენტრსაც.

„დაახლოებით 150-მდე წერილი გვაქვს გაგზავნილი სხვადასხვა სამინისტროში. ვითხოვდით, რომ ბოლოს და ბოლოს ამ ბავშებს სკოლაში უფასოდ სწავლის უფლება ჰქონოდათ. წლების განმავლობაში ირღვეოდა მათი უფლებები, რამდენიმე ახალგაზრდას ატესტატიც არ აქვს მიღებული. ჯერ არ გვქონია პრეცედენტი, რომ მათ უმაღლესში ჩაებარებინოთ“, - ამბობს ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

მისივე თქმით, ასოციაციის სამწლიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და მოქალაქეობის არმქონე ბავშვებს დროებითი ბინადრობის უფლება მიენიჭებათ. ეს მათ საშუალებას მისცემს სკოლაში უფასოდ ისწავლონ და ატესტატი მიიღონ.

რეპატრირებული მესხი მოსწავლეები დროებითი ბინადრობის უფლებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მათი მონაცემები გაიგზავნება.

„ბინადრობის უფლების მინიჭება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, საბუთების მოგროვება უფრო რთულია. იმის გამო, რომ მათი დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, სამუშაოდ თურქეთში არიან წასული, მშობლების საბუთების მოგროვება ცოტა ჭიანურდება“, - გვიხსნის ცირა მესხიშვილი.

თუმცა, მისივე თქმით, მთავარია, რომ პრობლემა გვარდება.
„ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო წინა წლებში უფრო ნელა დგამდა ნაბიჯებს, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ ინტერესი გამოხატა რეპატრირებული მესხების მიმართ“, - დასძენს ცირა მესხიშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

,,მოჯადოებული წრე“
მესხი მოსწავლეების საკითხი ისევ გაურკვეველია
დირექტორების კეთილ ნებაზე დამოკიდებული განათლების უფლება
11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე
კვირის აქცენტი: რეპატრირებული მესხები – პოლიტიკა და რეალური ყოფა [Video]
რეპატრირებული მესხების პრობლემები გადასახლებიდან 75 წლის თავზე
დღეს პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია სრულდება