FM97.5 / LIVE

რას სთავაზობს პედაგოგებს 'ზოგადი განათლების პროფესიული კავშირი'

მთავარისაზოგადოება » განათლება 27.01.2014
‘საქართველოს ზოგადი განათლების პროფესიულმა კავშირმა’ ახალციხელ პედაგოგებს მუშაობის პრინციპები გააცნო და კავშირში გაწევრიანება შესთავაზა.

რას სთავაზობს პედაგოგებს 'ზოგადი განათლების პროფესიული კავშირი'
„საქართველოს ზოგადი განათლების პროფესიული კავშირის“ წარმომადგენლები ახალციხის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგებს დღეს, 27 იანვარს შეხვდნენ. ორგანიზაცია პედაგოგებს მუშაობის პრინციპებზე ესაუბრა და გააცნო, რა სარგებელი შეუძლიათ მიიღონ მათ აღნიშნულ კავშირში გაწევრიანებით.

„შეგვიძლია იურიდიული კუთხით დავეხმაროთ. ასევე, შესაძლებლობას ვაძლევთ ისარგებლონ კორპორაციული დაზღვევით. მათ ექნებათ საყოველთაო დაზღვევა, მაგრამ, რაც არ შედის საყოველთაო დაზღვევაში, კორპორაციულში შევა, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს დიდი შეღავათები ექნებათ“, - ამბობს „საქართველოს ზოგადი განათლების პროფესიული კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი მარინა შანშაშვილი.

შეხვედრაზე კავშირის ვებ-გვერდზეც ისაუბრეს, რომლის საშუალებითაც მასწავლებლებს პროფესიული ნიშნით გაერთიანება შეუძლიათ.

„გვაქვს ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდიც, სადაც ჩვენი ექსპერტები მასწავლებლებს კვალიფიციურ პასუხს გასცემენ“, - ამბობს მარინა შანშაშვილი.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მაკა ჯანაშვილის თქმით, „საქართველოს ზოგადი განათლების პროფესიული კავშირს“ პედაგოგებისთვის კარგი შთავაზებები აქვს.

„ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება კი უკვე თითოეული პედაგოგის გადასაწყვეტია“, - ამბობს მაკა ჯანაშვილი.

ორგანიზაცია 2012 წლის 1 ნოემბერს დაფუძნდა. ამ ხნის განმავლობაში 7 000-მდე მასწავლებელი გაწევრიანდა. ახალციხის მუნიციპალიტეტი 25-ე მუნიციპალიტეტია, სადაც მსგავსი შეხვედრა გაიმართა. ახალციხის პირველი საჯარო სკოლის გარდა, შეხვედრები მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სკოლაშია დაგეგმილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში პედაგოგები დააჯილდოვეს
განათლების მინისტრმა ახალციხელ პედაგოგებს სისტემაში დაგეგმილი ცვილებები გააცნო
განათლების მინისტრის მოადგილე ბორჯომელ პედაგოგებს შეხვდა
ახალციხის მერიამ მასწავლებლებს პროფესიული დღე აღუნიშნა [Photo]
პროფესიული სასწავლებლის დიპლომი მნიშვნელობით სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება
ახალციხის გამგეობამ ღვაწლმოსილ პედაგოგებს პროფესიული დღე აღუნიშნა
VTB ბანკმა მასწავლებლებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა