სამცხე-ჯავახეთში საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემას გაეცნენ »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემას გაეცნენ

მთავარისაზოგადოება 23.01.2014
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მუშაობა გააცნეს.

სამცხე-ჯავახეთში საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემას გაეცნენ
აღნიშნული სისტემის პრეზენტაცია დღეს, 23 იანვარს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. პრეზენტაციას სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საფინანსო ანალიტიკური სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის უფროსის მზიური ბარბაქაძის განმარტებით, საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა საჯარო დაწესებულებებში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და სრულყოფილი პროდუქტია. სისტემა საოფისე დოკუმენტაციის ეფექტურ ელექტრონულ მართვასა და საჯარო დოკუმენტაციებსა და დავალებებზე სწრაფ წვდომას უზრუნველყოფს.

„აღნიშნული სისტემების დანერგვა ხელს შეუწყობს ეფექტურ მუშაობას. შესაძლებელი იქნება სწრაფი რეაგირება მოქალაქეების განცხადებებზე. წერილები იმოძრავებს ელექტორნული სახით, შესაბამისად, ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში წერილების მოძრაობა მოხდება წამებში, ამით დაიზოგება როგორც თანამშრომლების, ისე მოქალაქეების დრო“, - ამბობს იგი.

სიახლეს სამხარეო ადმინისტრაციასა და თვითმმართველობებში ოპტიმიზმით ხვდებიან.

„აღნიშნული სისტემა მოგვცემს საშუალებას ორგანიზებულად და ეფექტურად მოვახდინოთ საქმის წარმოება, მეტი კავშირი გვექნება ცენტრალურ ხელისუფლებასთან“, - ამბობს სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი მიქელაძე.

აღნიშნული სისტემა ბევრ სამინისტროში უკვე დაინერგა. ქუთაისისა და ბათუმის მერიაში სისტემა ჯერ სატესტო რეჯიმშია გაშვებული.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

06.08.2018 სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.08.2018 ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

14.08.2018 26 წელი აფხაზეთის ომიდან –ახალციხეში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს

14.08.2018 ახალციხეში ‘სპორტის შესახებ’ კანონპროექტის განხილვა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს  გადაამზადებენ
საჯარო მოხელეები დოკუმენტაციის ელექტრონულ მართვას სწავლობენ
გადამზადებულ საჯარო მოხელეებს სერთიფიკატები გადაეცათ
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში საშვთა სისტემა აღადგინეს
ახალციხის მერიაში საშვთა სისტემა ამოქმედდება
შსს–ს განმარტებით, მართვის მოწმობის 100–ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თანამშრომლების ატესტაცია დაიწყო