FM97.5 / LIVE

ასპინძაში 2013 წელს დაგეგმილი 4 პროექტიდან, მხოლოდ 2 დაასრულეს

მთავარიეკონომიკა 23.01.2014
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროდან ასპინძის მუნიციპალიტეტში გასულ, 2013 წელს დაფინანსებული 4 პროექტიდან მხოლოდ ორი პროექტის დასრულება შეძლეს, ორი კი გარდამავალ პროექტებში გადავიდა.

ასპინძაში 2013 წელს დაგეგმილი 4 პროექტიდან, მხოლოდ 2 დაასრულეს
2013 წელს ასპინძაში დაფინანსებული ოთხი პროექტიდან ოთხივე გზების რეაბილიტაციას შეეხებოდა.

  • სოფელ აწყვიტაში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (მოასფალტება) 642, 000 ლარი;
  • სოფელ ოშორაში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (მოასფალტება) – 702, 000 ლარი;
  • დაბა ასპინძაში ჭავჭავაძისა და შალვა ახალციხელის ქუჩების რეაბილიტაცია (მოასფალტება) – 242, 000 ლარი;
  • სოფელ ხიზაბავრასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 1,100,000 ლარი.


„ოშორის გზა დასრულებულია და ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. ხიზაბავრის გზის პროექტისთვის ტენდერი მილიონ 100 ათასზე იყო გამოცხადებული და 900,000-ად მოიგეს. აქ მხოლოდ ასფალტია დასაგები და სიცივეების გამო სამუშაოები შევაჩერეთ. როგორც კი ამინდები გამოვა, სამუშაოები განახლდება“, - განმარტავს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.

მისივე თქმით, ჯერ არ დასრულებულა დაბაში შიდა გზების რეაბილიტაციაც, რომელიც ასევე უამინდობის გამო შეაჩერეს.

„ამ პროექტზე ერთი პროექტი ჩავარდა, არავინ მიიღო მონაწილეობა, მეორე ტენდერზე გვიან გაფორმდა ხელშეკრულება და აქაც მხოლოდ მოასფალტებაა დარჩენილი. შარშანდელის მსგავსად კარგი ამინდები რომ ყოფილიყო, წელს დასრულდებოდა, მაგრამ, როცა +7 გრადუსზე ნაკლებია ტემპერატურა ასფალტის დაგება არ შეიძლება, ამიტომ შეჩერდა“, - გვიხსნის ალექსანდრე პაპაშვილი.

დარჩენილი ორი პროექტი მიმდინარე, 2014 წელს დასრულდება.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დაგეგმილი 19 პროექტიდან, 3 გარდამავალ პროექტებში გადავიდა
ადიგენში სამი ინფრასტრუქტურული პროექტიდან მხოლოდ ერთი დაასრულეს
ბორჯომში დაგეგმილი 5 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 2 ჯერ არ დასრულებულა
რაში დახარჯავენ ასპინძელები ორ მილიონამდე ლარს
ინფრასტრუქტურული პროექტები ასპინძაში - სად რა კეთდება 2019 წელს?
ბორჯომში 2013 წელს დაგეგმილი 17 პროექტიდან, 13 დასრულდა
აგარების მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება