FM97.5 / LIVE

ამბულატორიების ასაშენებლად სამცხე-ჯავახეთში გამოდარებას ელოდებიან

მთავარისაზოგადოება 23.01.2014
სამცხე-ჯავახეთში სამედიცინო ამბულატორიების მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მკაცრ კლიმატურ პირობებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება.

ამბულატორიების ასაშენებლად სამცხე-ჯავახეთში გამოდარებას ელოდებიან
სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში ამბულატორიებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს. თითო მუნიციპალიტეტში თითო სოფელია შერჩეული.

ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალი ამბულატორია სოფელ სვირში, ყოფილი საბჭოს შენობის ეზოში შენდება. სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. სვირის რწმუნებულის ვეფხვია სამსონიძის თქმით, სოფელში ამბულატორიის ასაშენებლად ყველაფერი მზად არის, თუმცა მშენებლობის დაწყება ცუდი ამინდის გამო ვერ ხერხდება.

„უკვე გარკვეულია ადგილი, სადაც ამბულატორია უნდა აშენდეს. ორი კვირის წინ გეოლოგმა მიწის სინჯებიც აიღო, თუმცა, პასუხი ჯერ არ მოსულა, ყველა დოკუმენტაცია მზად არის, ახლა გამოდარებას ველოდებით“,- ამბობს ვეფხვია სამსონიძე.

თოვლის დადნობას ელოდებიან ბორჯომის მუნიციპალიტეტშიც. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, იმ ადგილზე სადაც ახალი ამბულატორია უნდა აშენდეს, დიდი თოვლის გამო სამუშაოებს ვერ იწყებენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალი ამბულატორია დაბა ახალდაბაში შენდება.

ანალოგიური პრობლემის გამო არ იწყება ამბულატორიის მშენებლობა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში.

„სამუშაოების დასაწყებად თანხა უკვე ჩარიცხულია. რამდენიმე დღეში ის ადგილი, სადაც ამბულატორია უნდა აშენდეს, მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოვა, სხვა ყველა საკითხი მოგვარებულია, სავარაუდოდ აპრილიდან სამუშაოებსაც დავიწყებთ“,- ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი.

ერთ-ერთი ახალი ამბულატორიის მშენებლობა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთაში იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე პაპაშვილი ამბობს, ოთის ნაცვლად ამბულატორია სოფელ ხიზაბავრაში აშენდება.

„ოთის მოსახლეობა ძალიან მცირეა, გარდა ამისა, ამ სოფელს სხვა სოფლებთან კავშირი არ აქვს და ცენტრს მარტივად უკავშირდება“,-ამბობს ალექსანდრე პაპაშვილი და აქვე ამატებს, რომ სოფელი ხიზაბავრა საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან კონსულტაცების გავლის შემდეგ შეარჩიეს: „საავადმყოფოში ვიკითხეთ, რომელ სოფელს უფრო ესაჭიროებოდა ამბულატორია, ამის შემდეგ სამინისტროსთან შეთანხმებით შევარჩიეთ ხიზაბავრა. გარდა ამისა, ეს სოფელი უფრო მოწყვეტილია ცენტრს“.

ხიზაბავრაში ამბულატორია ექთანს საკუთარ სახლში აქვს გახნილი, რომელიც სამ სოფელს საროს, თმოგვსა და ვარგავს ემსახურება. ალექსანდრე პაპაშვილის თქმით, აღნიშნულ სოფელში ამბულატორიის მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ჯამში მუნიციპალური განვითარების ფონდი 81 ამბულატორიას აშენებს. პროექტის საერთო ღირებულება 2.400.000 ლარია.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სვირში ახალი ამბულატორია აშენდება
სამცხე ჯავახეთში 6 ამბულატორია აშენდება
ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარე კვირაში დაიწყება
სამცხე-ჯავახეთში ამბულატორიების მშენებლობა დაიწყო
დაბა ახალდაბაში ამბულატორიის დამონტაჟება დასრულდა
სოფელ აგარაში ამბულატორია შენდება
ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება