FM97.5 / LIVE

ახალციხეში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა

მთავარისაზოგადოება 22.01.2014
დღეს, 22 იანვარს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელი გახსნეს.

ახალციხეში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საექსპლუატაციოდ მომზადებული მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი სოფელ ჭაჭარაქში, დაახლოებით ხუთ ჰექტარ მიწის ფართობზეა განთავსებული.

ნაგავსაყრელი საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიას საკუთრებაში 2013 წლის 10 ივლისს გადაეცა. პოლიგონის მოწესრიგებისა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების მიზნით ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც შპს „ალიანსმა“ გაიმარჯვა.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის გიორგი შუხოშვილის განმარტებით, ორი თვის განმავლობაში აქ არაერთი სამუშაო ჩატარდა. მათ შორის: არსებული ნარჩენი მთლიანად გადაიფარა 30 სანტიმეტრიანი თიხოვანი მიწის გრუნტით, დაიტკეპნა და მოეწყო ახალი პოლიგონი, რომელიც შემოიღობა. გარდა ამისა, გაკეთდა შიდა გზები, შეტანილია დაახლოებით ორი წლის განმავლობაში გადასაფარი მიწის მარაგი და მიმდინარეობს უჯრედისკენ ნარჩენების განთავსება.

მისივე თქმით, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია გამშვები ჯიხურები, აგრეთვე მოეწყო სადგომი მძიმე ტექნიკისთვის. იგეგმება სასწორის დადგმაც, რათა აღირიცხოს რა რაოდენობის ნარჩენი შედის ნაგავსაყრელზე.

აღნიშნული ნაგავსაყრელის მოსაწყობად ჯამში 450 ათასი ლარი დაიხარჯა. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განმარტავენ, რომ ანალოგიური ნაგავსაყრელების მოწყობა სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.

„ბორჯომში მიმდინარეობს პროექტი, რომელსაც ჰოლანდიის მთავრობა აფინანსებს და გარემოს დაცვის სამინისტროს ეგიდით ეწყობა. იქაც სრულიად სხვა სტანდარტების და ნორმების ნაგავსაყრელი იქნება, გარდა ამისა, ბაკურიანში იგეგმება გადამტვირთი სადგურების გაკეთება. დანარჩენ რაიონებში იგეგმება ნაგავსაყრელების მუდმივ საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა“, - ამბობს გიორგი შუხოშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ნაგავსაყრელზე ნარჩენები შპს „კეთილმოწყობას“ გააქვს, რომელიც ქალაქ ახალციხის, ვალისა და სოფელ სხვილისის მოსახლეობას ემსახურება. სოფელ ჭაჭარაქში მცხოვრები მოსახლეობა ტერიტორიის შემოღობვას წლებია ითხოვდა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ნაგავსაყრელიდან გაფანტული პოლიეთილენის პარკები და სხვა ნარჩენები მათ პრობლემებს უქმნიდა.

ახალციხეში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2019 მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

19.11.2019 ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

19.11.2019 21 ნოემბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ნაგავსაყრელი განახლდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი განახლდა
საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებაზე გადადის
ახალციხეში ნარჩენების მართვაზე იმსჯელეს
ბორჯომში ახალი ნაგავსაყრელი მოეწყო
ახალციხის ნაგავსაყრელი მოსახლეობას პრობლემებს უქმნის
ბორჯომ-ბაკურიანს ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური ემსახურება