FM97.5 / LIVE

ორკვირიანი უწყლობის შემდეგ, ასპინძის ნაწილს წყლის მიწოდება აღუდგა

მთავარისამართალი » შემთხვევა 22.01.2014
ორკვირიანი უწყლობის შემდეგ, დაბა ასპინძის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი ისევ მიეწოდება, გარეუბნებში მცხოვრებ 30-მდე ოჯახს კი ამ ასპინძის სახანძრო-სამაშველო სამსახური ტექნიკური მოხმარების წყლით ამარაგებს.

ორკვირიანი უწყლობის შემდეგ, ასპინძის ნაწილს წყლის მიწოდება აღუდგა
ოთის მაგისტრალური 60-მეტრიანი მილსადენის გაყინვის გამო, დაბა ასპინძის მოსახლეობის 80 პროცენტს სასმელი წყალი 2 იანვრიდან არ მიეწოდებოდა.

გაყინულ მილსადენს დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა საშუალებით ადნობდნენ, თუმცა საბოლოოდ გაყინული მილის ჩაჭრა გახდა აუცილებელი. ასპინძელებს წყლის მიწოდება დაახლოებით ხუთი დღის წინ აღუდგათ.

„ცენტრალურ მაგისტრალიდან გაყინული მილის ჩაჭრა მოხდა და პლასტმასის მილით გადავაერთეთ რეზერვუარში. მოსახლეობას ასე ვაწვდით წყალს. რაც სასმელი წყლის მიწოდება აღდგა, მას შემდეგ ქსელზე დავაერთეთ ასევე ახალი სასმელი წყალი, რომელიც სოფელ ხანდოდან მოგვეწოდება“,- ამბობს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი გიორგი ბაგინაშვილი.

სასმელი წყლის გარეშე ასპინძაში ამ დრომდე მოსახლეობის მცირე ნაწილი რჩება. ეს მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც წყალს იმ ტერიტორიიდან იღებდა, სადაც ცენტრალური მილსადენია გაყინული.
გიორგი ბაგინაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ ოჯახებს წყლით ასპინძის სახანძრო-სამაშველო სამსახური ამარაგებს.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება 2 იანვარს შეუწყდა. ადგილობრივებს წყალს ასპინძის სახანძრო-სამაშველო სამსახური ურიგებდა, თუმცა წყალი ყველა უბნისთვის საკმარისი არ იყო და გარდა ამისა, მისი გამოყენება მხოლოდ ტექნიკური მოხმარებისთვის შეიძლებოდა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ერთი კვირაა დაბა ასპინძას სასმელ წყალს სახანძრო-სამაშველო სამსახური აწვდის
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩებს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება
ბორჯომის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
გიორგი ბაგინაშვილი: ვალეში წყლის მიწოდება შეიძლება დღესაც აღდგეს
აწყურის გარდა, წყლის მიწოდება ყველა სოფელს აღუდგა
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება