FM97.5 / LIVE

რატომ დაინერგება მედიკამენტების რეცეპტებით გაცემის სისტემა ეტაპობრივად?

მთავარისაზოგადოება 22.01.2014
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 1 იანვრის ნაცვლად, მედიკამენტების რეცეპტებით გაცემის სისტემა ეტაპობრივად დაინერგება. თუმცა, ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ, იმ აფთიაქს, რომელიც წესებს არ დაემორჩილება, ლიცენზია შეუჩერდება.

რატომ დაინერგება მედიკამენტების რეცეპტებით გაცემის სისტემა ეტაპობრივად?
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოების, კერძო სექტორისა და ექსპერტების მოსაზრებების შესაწვლის შემდეგ მიიღეს.

“მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ პირველი იანვრიდან მეორე ჯგუფის მედიკამენტები რეცეპტებით რეგულირებაზე უნდა გადასულიყო, თუმცა საზოგადოებისა და ექსპერტების აზრის შესწავლის შედეგად გადავწყვიტეთ ეს გადასვლა ეტაპობრივად განვახორციელოთ. ამ რეფორმის ჩატარების ძირითადი მიზანი კატასტროფული მაჩვენებელი სააფთიაქო ნარკომანიისა და თვითმკურნალობის უკიდურესად მაღალი რისკი გახდა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს 22 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე განცხადებით, რეფორმა ორ ეტაპად განხორციელდება . აქედან, პირველი ეტაპი არის სავალდებულო - საკანონმდებლო, მეორე კი სარეკომენცადიო - მოსამზადებელი.

თავის მხრივ, ოთხი მთავარი ეტაპი ექნება რეფორმის სავალდებულო მხარეს. პირველი - არასრულწლოვნებზე მეორე ჯგუფის პრეპატების მიყიდვა, რაც უკვე აიკრძალა. შემდეგი ნაბიჯი განსაკუთრებით სახიფათო მედიკამენტის - კოდეინისა და ეფედრინის ნარკოტიკების ჯგუფში აყვანა იქნება. მესამე ნაბიჯი ექვსი დასახელების მედიკამენტის პირველ ჯგუფში აყვანაა, რომელიც არა ნარკოტიკების ჯგუფში, არამედ მასთან გათანაბრებულ კატეგორიაშია. და მეოთხე - იმ მედიკამენტების ანესტეტიკების ყიდვა, რომლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საოპერაციო ბლოკში, (მათი ყიდვა რეცეპტითაც შეუძლებელია), მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებს შეეძლებათ.

სერგეენკოს განცხადებით, იმ სააფთიაქო ქსელს, რომელიც რეცეპტების გარეშე გაყიდის მედიკამენტებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება და 10-20 წლით ლიცენზია შეუჩერდება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

უფასო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება
2017 წლის პირველი იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა ამოქმედდება
ახალციხეში პირბადე მხოლოდ ოთხ აფთიაქში იყიდება
საგამოძიებო სამსახურმა ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დააკავა
საქართველოში არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე, შინაპატიმრობა ინერგება
წითელას აცრის გაკეთება შაბათ–კვირასაც შესაძლებელია
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ პაციენტს შეეძლება