FM97.5 / LIVE

რა მიმართულებით იმუშავებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში?

მთავარიეკონომიკა 22.01.2014
რეგიონული განვითარების სამინისტრო 2014 წელს სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 25 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს: 13.565.800 - სამინისტროს პროექტები, 11.570.015 რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის პროექტები. ცნობილია ძირითადი მიმართულებებიც.

რა მიმართულებით იმუშავებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში?
შეხვედრა, რომელზეც რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე მსჯელობენ ამ წუთებში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

როგორც მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში პროექტების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს, მათ შორის, გზებისა და წყალ-კანალიზაციის მშენებლობა-რებილიტაციისა და მყარი ნარჩენების მართვის კუთხით. შესაბამისი სამუშაოები დაწყება ახალციხეში, წაღვერში და ლიკანსა და ასპინძაში.

წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რებილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. დასახელებული პროექტების საერთო ღირებულება 7.189.300 ლარს შეადგენს.

რეგიონში ასევე დაგეგმილია გზების მშენებლობა-რებილიტაცია. ამ მიმართულებით 2014 წელს სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, 3.800.000 ლარს დახარჯავს.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ბორჯომ-ბაკურიანი-ახალქალაქის, მლაშე-მოხე-დერცელის და ხაშური-ახალციხე-ვალეს (2 მონაკვეთი) საავტომობილო გზებს.

გარდა ამისა, 2013 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდება ახალციხის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა. წელსვე დაგეგმილია ექსპლუატაციაში შევიდეს ასპინძის, ნინოწმინდისა და ბორჯომის ნაგავსაყრელები.პროექტებისთვის სამინისტრომ შპს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან" ერთად 386.500 ლარი გამოყო.

ასევე, 2.190.000 ლარი დაიხარჯება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

დღევანდელ შეხვდრაზე დაგეგმილია იმ პროექტების განხილვაც, რომელიც სამცხე-ჯავახეთში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე რეგიონში 11.570.015 ლარის 25 პროექტი დამტკიცდა.

ჯამში, სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 25 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს. (13.565.800 - სამინისტროს პროექტები, 11.570.015 რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის პროექტები).

დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, დავით ნარმანია ახალციხის მუნიციპალურ ნაგავსაყრელს მოინახულებს.

რა მიმართულებით იმუშავებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში?

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.02.2020 ახალციხეში ცენტრალური მილის დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილს გაზი არ მიეწოდება

24.02.2020 სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებმა ერთ წელში 680 065 ლარის ჯილდო და დანამატი გასცეს

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში დავით ნარმანიას ელოდებიან
ახალციხე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3,234,685 ლარს მიიღებს
2018 წელს სამცხე–ჯავახეთში, რეგიონული ფონდიდან 19 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება
მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებენ
დავით ნარმანია: 2014 წელს გარდამავალი პროექტები აღარ იქნება [Video]
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთში 38 პროექტი განხორციელდება
2014 წელს სამცხე–ჯავახეთში 600 პროექტი განხორციელდა