FM97.5 / LIVE

ადიგენის სოფლებში დაშინებაზე საუბრობენ

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 29.06.2012
”ქართული ოცნების” აქტივისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც დაფიქსირდა

ადიგენის სოფლებში დაშინებაზე საუბრობენ

ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” ინფორმაციით, ”კარდაკარის” მონაწილეები ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ სახლში არ შეუშვა. ამის მიზეზად ზარზმაში მცხოვრებლებმა პოლიციის მხრიდან ზეწოლა დაასახელეს. სოფელ ფხეროში კი ”კარდაკარის” სამუშაოების შეწყვეტა მონაწილეებს სოფლის რწმუნებულმა მოსთხოვა.

- ”სოფელში არ შეგვიშვეს, იმიტომ, რომ პოლიციის თანამშრომლები სოფელში ამოვიდნენ და მოსახლეობა დააშინეს. ზოგს დაჭერით ემუქრებიან და სოფელმა აღარ მიგვიღო”, - ამბობს ”კარდაკარის” ერთ-ერთი მონაწილე დავით ლობჟანიძე.

- ”მოსახლეობამ გვითხრა, რომ გაფრთხილებული არიან სოფლში და სახლებში არ შეგვიშვან”, - აცხადებს ”კარდაკარის” მონაწილე იგორ დავაძე.

”ქართული ოცნების” ადიგენის შტაბის უფროსი ბესიკ ჩხიტუნიძე სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში მათ აქტივისტებზე ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა.

მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები სიების გადასამოწმებლად სახლში არ შეუშვან. კონკრეტულ პრიოვნებას, რომელიმაც მათ აქტივისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალა, შტაბის უფროსი არ ასახელებს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი აცხადებს, რომ ადიგენში მომხდართან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს: ”ჩვენ ხელს არავის არაფერში არ ვუშლით”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

”ქართული ოცნების” აქტივისტებს საქმიანობაში ხელს უშლიან
დაპირისპირება ადგილობრივებსა და „ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის
ზეწოლა ”ოცნების” აქტივისტებზე  წინასაარჩევნო პერიოდში
”ქართული ოცნების” ადიგენელ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
”ქართული ოცნების” შტაბი კარავში
'ერთსულოვნება' ადიგენის 'ოცნების' შტაბის ხელმძღვანელს ბოდიშს უხდის
„ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბში ბრიფინგი გაიმართა