FM97.5 / LIVE

ახალი საავადმყოფო ძველი პრობლემებით

მთავარი 15.05.2012
ადიგენის ახლადგახსნილი საავადმყოფო; უახლესი აპარატურა და არასაკმარისი მედპერსონალი; რა გაუმჯობესდა და რა დარჩა უცვლელი თანამედროვე კლინიკაში

ადიგენის ახლადგახსნილი საავადმყოფო; უახლესი აპარატურა და არასაკმარისი მედპერსონალი; რა გაუმჯობესდა და რა დარჩა უცვლელი თანამედროვე კლინიკაში

ახალი საავადმყოფოს ფუნქციონირებას ადიგენში ჯანდაცვის სისტემის დაწესებულებების ოპტიმიზაცია მოჰყვა. საავადმყოფო, პოლიკლინიკა, სასწრაფო დახმარება და სამშობიარო ერთ რგოლად, შპს “უნიმედი სამცხეს” სახელწოდების ქვეშ გაერთიანდა. გასული წლის 26 დეკემბრამდე თითოეული მათგანი ცალ-ცალკე შპს-ედ ფუნქციონირებდა.

ძველი საავადმყოფო გაუქმდა, თუმცა, ამ დროისთვის იმ შენობაში მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური რჩება. როგორც “უნიმედი სამცხეს” ხელმძღვანელები განმარტავენ, უახლოეს დღეებში ისიც ახალ საავადმყოფოში გადმოვა, თუმცა, ადმინისტრაციულად უკვე ის დანარჩენ სამს შემოერთებულია.

“უნიმედი” სადაზღვევო კომპანია “იმედი ელის” შვილობილი კომპანიაა. საავადმყოფოს მშენებლობა და მოწყობა “უნიმედმა” უზრუნველყო და კლინიკის მმართველიც თავადაა.

საავადმყოფო 20 საწოლზეა გათვლილი და თითოეულ პალატას საკუთარი სველი წერტილი აქვს. შესასვლელში განთავსებულია მიმღები, ანუ ემ-ერ-ჯენსის განყოფილება. ეს ის ადგილია, სადაც ავადმყოფი პირველად შემოჰყავთ. აქ ორი საწოლია მოთავსებული, მესამე კი შედარებით მძიმე ავადმყოფებისთვისაა განკუთვნილი და იზოლირებულია. აქვეა მეორე მიმღებიც, პირველისგან განსხვავებით, მეორეში ორი ეხოსკოპიის აპარატია. ორივე მიმღებში კი მოწყობილია სუნთქვის აპარატები და მონიტორები, რომელთა საშუალებითაც მედპერსონალს პაციენტების მართვა შეუძლიათ.

ემერჯენსთან ერთად ფუნქციონირებს ჰოსპიტალური სექტორი, რეანიმაციული განყოფილება, სამშობიარო ბლოკი. ჰოსპიტალური სექტორი მოიცავს როგორც თერაპიულ, ასევე პედიატრიულ და ქირურგიულ პალატებს. აქვეა პოლიკლინიკური, ანუ ამბოლატორიული განყოფილებაც.

საავადმყოფო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით.

- “მთლიანად უზრუნველყოფილია საოპერაციო და ქირურგიული ბლოკი უმაღლესი დონის ვენტილაციით, სუნთქვის აპარატებით. სამშობიარო ბლოკში გვაქვს თანამედროვე სამშობიარო სკამი, გინეკოლოგიური სავარძლები, რომლებიც ავტომატურად იმართება, - გვიხსნის “უნიმედი სამცხეს” კლინიკური მენეჯერი მაკა მამუკაშვილი - რეანიმაციაში გვაქვს სამი სუნთქვის აპარატი, ასევე დეფიბლირატორი, ამ უკანასკნელს ადამიანი გულისგაჩერების შემთხვევაში შოკიდან გამოჰყავს”.

იმისთვის, რომ მედ-პერსონალმა თანამედროვე ტექნიკის გამოყენება შეძლოს, “უნიმედი” ზრუნავს.

- “სპეციალისტების ნაწილი თბილისში გავგზავნეთ, ნაწილს კი ტრენინგები საავადმყოფოშივე ჩაუტარდა. ასეთი ტრენინგი დასჭირდა რენდგენის აპარატის, ლაბორატორიის, ქირურგიული მოწყობილობების სპეციალისტებს” - ამბობს მამუკაშვილი.

ავთანდილ გობაძე ექიმ-რენდგენოლოგად 1990 წლიდან მუშაობს, მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა თანამედროვე აპარატთან სამუშაოდ ტრენინგის ჩატარება მასაც დასჭირდა: “ძველ საავადმყოფოში ძალიან მოძველებული აპარატით ვმუშაობდი. ახლა კი შეცდომები მინიმუმამდეა დასული. თუ იქ საშუალოდ 40-45 გადაღების პროცედურა მქონდა, აქ ეს რაოდენობა გაორმაგდა. ჩვენთან მოდიან ვალიდან და სხვილისიდანაც”.

რაც შეეხება პოლიკლინიკურ გაერთიანებას, მამუკაშვილის თქმით, აქ გადმოვიდა ყველა ვიწრო სპეციალისტი და თერაპევტი, რომელიც ძველ საავადმყოფოში მუშაობდა. მიუხედავად ამისა, პრობლემა რომელიც თანამედროვედ აღჭურვილ კლინიკაშიც გადმოჰყვათ, სწორედ კადრების სიმცირეა. “უნიმედი სამცხეს” არ ჰყავს ტრავმატოლოგი, შესაბამისად, კლინიკაში მოტეხილობის შემთხვევაში პაციენტს ვერ ღებულობენ. რეანიმაციაში არ ჰყავთ ანესთეზიოლოგი, ამიტომ გახსნის დღიდან დღემდე კლინიკაში ოპერაციებს ვერ აკეთებენ.

- “რეანიმატოლოგი არ გვყავს, ამის შეთავსება შეუძლებელია, ამიტომ ოპერაციების გაკეთება დროებით შეჩერებულია და პაციენტებს საჭიროების მიხედვით სხვაგან ვაგზავნით, - ამბობს “უნიმედი სამცხეს” ქირურგი საბირა ალიევი, - ადგილობრივი ანესთეზიით კი 9 იანვრიდან დღემდე 26 ოპერაცია გაკეთდა”.

მამუკაშვილის განცხადებით, ანესთეზიოლოგის მოწვევასათან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, კადრი შერჩეულია და რეანიმაციული განყოფილება ფუნქციონირებას უახლოეს დღეებში დაიწყებს: “გორიდან გვყავს მოწვეული ქირურგი, მოწვეული გვყავს გინეკოლოგი და ეხოსკოპისტიც”.

ეხეოსკოპისტი დალი ქოზაშვილი ახალციხიდან ადიგენში თვეზე მეტია დადის და ამბობს, რომ ახალ კლინიკასთან თანამშრომლობას მალე შეწყვეტს: “ტრანსპორტის პრობლემის გამო, ფაქტობირვად, პაციენტების გასინჯვას ვერ ვასწრებ. თუ სამ საათზე არ წახვედი აქედან, მაშინ ადიგენში დარჩები”.

საავადმყოფოს ადმნისტრაციაში აცხადებენ, რომ პაციანტების მომართვიანობა დიდია.

- “პაციენტების რაოდენობა კი არ გაორმაგდა, გაათმაგდა. გახსნის დღიდან 2000 კაცზე მეტია შემოსული, აქედან 220 სტაციონარული მომსახურებით”, - ამბობს “უნიმედი სამცხეს” მენეჯერი ლალი ბალახაშვილი.

მიუხედავად აღნიშნულისა, ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს 20 საწოლი ჰყოფნით.

რაც შეეხება ტარიფებს, კლინიკაში მუშაობს როგორც სადაზღვევო პროგრამები, ასევე სახელმწიფო და შიდა სტანდარტები.

“ყველა სადზღვევო კომპანიასთან გვაქვს ურთიერთობა რაც კი საქართველოში არსებობს”, - აცხადებს მამუკაშვილი.

თუ პაცინტი დაზღვეული არაა, ან ასაკის მიხედვით სახელმწიფო პროგრამაში არ ჯდება, მაგალითად, ფილტვების ანთებით ახალ საავადმყოფოში დაწოლა ექვსი დღის განმავლობაში 300-350 ლარი დაუჯდება. ემერჯენსის განყოფილება კი ღამეში 50 ლარია.

- “მაღალი დონის რენდგენი გვაქვს, მაგრამ ტარიფი ისევ 15 ლარია, ისე, როგორც ეს ძველ საავადმყოფოში იყო. ამიტომ ეს რომ არ დააწვეს კლინიკას, ვცდილობთ ხარჯი სხვა პროგრამებით დავაბალანსოთ, თან ისე რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს”, - აცხადებს ბალახაშვილი და ამატებს, რომ ის, რაც ხალხისთვის საავადმყოფოში ნაკლებად ხელმისაწვდომია, ლაბორატორიაა, – ღრმა კვლევები ტარდება და 35 ლარი ჯდება. ამიტომ თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, მსურველები ნაკლებად ჰყავთ”.

ბალახაშვილი ამბობს, რომ რეგიონი ღარიბია და ხალხს უჭირს გადახდა. სწორედ ამიტომ ძირითადი კონტიგენტი, რომელიც ახლადგახსნილ საავადმყოფოს ჰყავს სახელმწიფო პროგრამის მონაწილეები, ან დაზღვეული ბენეფიციარები არიან.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

”უნიმედი სამცხეს” მედ-პერსონალი ტოვებს
„უნიმედი სამცხეს“ ექთნებს ტესტირება ჩაუტარდებათ
ერთ წელში ახალციხეში 70 საწოლზე გათვლილი რეფერალური საავადმყოფო იქნება
„უნიმედი სამცხეს“ თანამშრომლები სამი თვის უხელფასობას აპროტესტებენ
ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას ახალი სპეციალისტები დაემატა [R]
სხვა კლინიკაში მუშაობის გამო ‘უნიმედი სამცხედან’ ქირურგი გაათავისუფლეს
ახალციხის საავადმყოფოს ექიმები: ”ჩვენ ვართ თანამედროვე მონები”