FM97.5 / LIVE

2,557,300 ლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის

მთავარიეკონომიკა 20.01.2014
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2014 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში 5 პროექტი განხორციელდება, რისთვისაც ჯამში 2,557, 300 ლარი დაიხარჯება.

2,557,300 ლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის
იგეგმება შემდეგი შიდა მუნიციპალური მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია: ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, სოფ. ჩითახევსა და სოფ. ქვაბისხევში. მოასფალტდება და ბეტონის საფარით მოეწყობა სოფელ მზეთამზის გადასასვლელი ხიდიდან სოფლამდე მისასვლელი 2,0 კმ გზა, ასევე, ქალაქ ბორჯომში, ლიკანის დასახლებაში, გოგებაშვილის და რაზმაძის ქუჩებზე მოეწყობა ასფალტის საფარი.

გარდა ამ პროექტებისა, ქ. ბორჯომში დაგეგმილია 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციისა და ცენტრალურ ისტორიულ პარკში არსებული საცურაო აუზის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება.

აღნიშნული პროექტები ადგილობრივმა ხელისუფლებამ წარუდგინა რეგიონული განვითარების კომისიას, რომელმაც მოწონების შემდეგ, პროექტები მთავრობას გადასცა. საბოლოოდ, საქართველოს მთავრობის მხრიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის პირველ ეტაპზე 2 მილიონ 557 ათას 300 ლარი გამოიყო, რომლითაც 5 პროექტი განხორციელდება.

შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

გასულ წელს იგივე ფონდმა ბორჯომში 17 პროექტი დააფინანსა. ამათგან, 4 პროექტი გარდამავალ პროექტებში გადავიდა და 2014 წელს დასრულდება.

[sknews.ge]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში დაგეგმილი 5 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 2 ჯერ არ დასრულებულა
ადიგენს პირველ ეტაპზე 2 პროექტი დაუფინანსდა
ბორჯომში 2013 წელს დაგეგმილი 17 პროექტიდან, 13 დასრულდა
ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა
ასპინძის მუნიციპალიტეტში მთავარ პრიორიტეტად ისევ გზა დარჩა
‘რეგიონული ფონდის’ დაფინანსებით ბორჯომში 7 პროექტი განხორციელდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას 5 მილიონი ლარი მოხმარდება