FM97.5 / LIVE

ახალციხეში დაგეგმილი 19 პროექტიდან, 3 გარდამავალ პროექტებში გადავიდა

მთავარიეკონომიკა 20.01.2014
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროდან გასულ, 2013 წელს დაფინანსებული 19 პროექტიდან, 3 პროექტის დასრულება ვერ მოესწრო

ახალციხეში დაგეგმილი 19 პროექტიდან, 3 გარდამავალ პროექტებში გადავიდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პირველ ეტაპზე 13 პროექტი დაამტკიცა, შემდეგ კი კიდევ ექვსი პროექტი დააფინანსა.

  • სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, წმინდა დავითისა და კონსტანტინეს, პეტრიწის, გვარამაძის, სააკაძის და მებაღიშვილის ქუჩების გზების რეაბილიტაცია - 1, 927,600 ლარი;
  • სოფელ წინუბნისა და აბათხევის სასმელი წყლის რებილიტაცია - 39,290 ლარი;
  • სოფელ წნისის სასმელი წყლის სათავე-ნაგებობების და მაგისტრალის მოწყობა - 126,160 ლარი;
  • სოფელ მუგარეთის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია 53,260;
  • სოფელ ფერსაში სასმელი წყლის რეაბილიაცია - 37,100 ლარი;
  • სოფელ გიორგიწმინდაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია - 14,410 ლარი;
  • სოფელ სვირის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა - 111,500 ლარი;
  • სოფელ აგარის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა 269,660 ლარი;
  • სოფელ აწყურში გზის რეაბილიტაცია - 23, 000 ლარი;
  • სოფლების თისელი-აწყურის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა 63,010 ლარი;
  • ახალციხე-ღრელის გზის რეაბილიტაცია - 29,210 ლარი;
  • ვალის შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია - 90,210;
  • სოფელ კლდის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია - 103,600 ლარი.


მეორე ეტაპზე დაფინანსებული პროექტების სია კი ასე გამოიყურება:
  • 9 აპრილის ქუჩაზე სკვერის მოწყობა და კორპუსებთან მისასვლელი გზის რებილიტაცია - 400, 000 ლარი;
  • თამარაშვილის ქუჩაზე სკვერის მოწყობა და კორპუსებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია - 298,179 ლარი;
  • თბილისის ქუჩის კეთილმოწყობა - 79,655 ლარი;
  • ჯაყელის ქუჩის რებილიტაცია - 349,985 ლარი;
  • ხეოთი-მუსხის საავტომობილო გზის რებილიტაცია - 219,610;
  • ასპინძის ქუჩაზე კორპუსებთან მისასვლელი გზის მოასფალტება და სკვერის რეაბილიტაცია 199,780 ლარი.


ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ აქედან მხოლოდ რამდენიმე პროექტი არ დასრულებულა.

„სიცივეებისა და დიდთოვლობის გამო რამდენიმე პროექტი შევაჩერეთ, ხეოთის გზისთვის ინერტული მასალის მოპოვება ვერ ხდება, გარდამავალ პროექტებში გადავა და როგორც კი შესაძლებელი იქნება სამუშაოები აღდგება“, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე.

უამინდობის გამო შეჩერდა 9 აპრილის ქუჩაზე სკვერის მოწყობაც. ხოლო ჯაყელის ქუჩის რეაბილიტაცია იმის გამო ვერ დაიწყო, რომ პირველ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დოკუმენტაციაში შეაუსაბამობა ჰქონდა და დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

„9 აპრილის ქუჩაზე დარჩენილია ქვაფენილი დაგება. ჯაყელის ქუჩის რეაბილიტაციისთვის კი ტენდერი მეორედ გამოვაცხადეთ, გამარჯვებული უკვე გამოვლენილია, დოკუმენტაციას ვამოწმებთ და ალბათ ესეც გარდამავალ პროექტებში ჩაითვლება, რომელიც 2014 წელს დასრულდება“, - განმარტავს ბლიაძე.

გარდა ამ დარჩენილი სამი პროექტისა, 2014 წელს იგივე ფონდის დაფინანსებით კიდევ რამდენიმე პროექტი განხორციელდება. შეგახსენებთ, უკვე ცნობილია, რომ 2014 წელს პირველ ეტაპზე რეგიონული განვითარების სამინისტრომ ახალციხის მუნიციპალიტეტს 4 პროექტი დაუფინანსა.

[sknews.ge]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

05.12.2019 ბორჯომის ორ სოფელში მზის პანელები დაამონტაჟეს

05.12.2019 ახალციხეს 16 მეტრიანი ნაძვის ხე ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

3 მლნ ლარი რვა პროექტისთვის – რა იგეგემება ახალციხის სოფლებში
სოფელ მუსხში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 166 ათასი ლარი დაიხარჯება
ახალციხის თემში რეგიონული ფონდიდან 11 პროექტი დაფინანსდება
რაში დახარჯა გამგეობამ ‘რეგიონული ფონდის’ ფული
აწყურში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალქალაქში 2013 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი დასრულდა
უცვლელი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები ასპინძაში [ინფოგრაფიკა]