FM97.5 / LIVE

ახალციხე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3,234,685 ლარს მიიღებს

მთავარიეკონომიკა 20.01.2014
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის პირველ ეტაპზე 3,234,685 ლარი გამოიყო. ამ თანხით მუნიციპალიტეტს ოთხი პროექტი დაუფინანსდა.

ახალციხე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3,234,685 ლარს მიიღებს
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 2014 წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის პრიორიტეტად დასახელდა ახალციხეში შიდა გზების მოწესრიგება, სასმელი და საკანალიზაციო სისტემის გამართვა. ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახალციხეში ფინანსდება გვარამაძის ქუჩის გზის, სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე, გვარამაძის ქუჩაზე მდებარე გადასასვლელის რეაბილიტაცია.

პროექტების ფარგლებში იგეგმება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების - პამაჯი-წყალთბილის ცენტრალური გზისა და სოფელ ღრელის ცენტრალური გზის მოასფალტება.

პროექტები ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერაა შერჩეული.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითავრების სამინისტრო აქვეყნებს.

შეგახსენებთ, 2013 წელს რეგიონული განვითარების სამინისტრომ ორივე ეტაპზე ახალციხეს ჯამში 19 პროექტი დაუფინანსა. ამათგან სამი პროექტის დასრულება 2013 წელს ვერ მოესწრო.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ახალციხეში
2014 წელს ახალქალაქს 9 პროექტი დაუფინანსდა
ადიგენს პირველ ეტაპზე 2 პროექტი დაუფინანსდა
ნინოწმინდაში 2014 წელს  პრიორიტეტი გზებს მიენიჭა
2018 წელს რეგიონული ფონდიდან ახალციხეში 10 პროექტი განხორციელდება
მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებენ
ახალციხეში დაგეგმილი 19 პროექტიდან, 3 გარდამავალ პროექტებში გადავიდა