FM97.5 / LIVE

74 წლის მარტოხელა რიფსიმე მარგარიანი დახმარების მოლოდინშია

მთავარისაზოგადოება 18.01.2014
ახალციხეში, გამრეკელის N5-ში მცხოვრებ 74 წლის რიფსიმე მარგარიანს თვიდან-თვემდე თავის გატანა 150 ლარიანი პენსიით უწევს. მარტოხელა ქალბატონი დახმარებას ადგილობრივ თვითმმართველობასა და სოციალურ სამსახურს სთხოვს.

74 წლის მარტოხელა რიფსიმე მარგარიანი დახმარების მოლოდინშია
რიფსიმე მარგარიანი გამრეკელის ქუჩაზე საცხოვრებლად სამი წლის წინ გადავიდა. ოროთახიან ბინაში მარტო ცხოვრობს და თავს 150 ლარიანი პენსიით ირჩენს. ამბობს, რომ სოციალური დახმარება 2006 წელს დაუნიშნეს და 2010 წლამდე ყოველთვიურად 30 ლარს იღებდა. თუმცა, მას შემდეგ რაც საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდა დახმარება შეუწყვიტეს.

„მოვიდნენ, შეამოწმეს, მაგრამ მაღალი ქულები მივიღე და დახმარება აღარ მომცეს. მას მერე ყოველ წელს ვწერ განცხადებას, მოდიან, ამოწმებენ, მაგრამ მაღალი ქულების გამო მეუბნებიან, რომ დახმარება არ გეკუთვნისო. 30 ლარს მაძლევდნენ და ისიც შემიწყვიტეს, - წუხს რიფსიმე მარგარიანი და იმ წლებს იხსენებს, როცა სამშობიაროში სანიტრად მუშაობდა: 45 წელი ვიმუშავე, მაგრამ ახლა 150 ლარიან პენსიას ვიღებ. ერთი თეთრის მომწოდებელი არავინ მყავს. ერთი შვილი დამეღუპა, მეორე კი რუსეთშია და ვერ ეხმარება".

ამბობს, რომ 150 ლარით ყველაფრის ყიდვას ვერ ახერხებს. ზამთრისთვის შეშას ვერ იმარაგებს და პენსია ძირითადად წამლებში ეხარჯება.

74 წლის მარტოხელა რიფსიმე მარგარიანი დახმარების მოლოდინშია
„ყუთებს ვაგროვებ და იმით ვთბები, ახლა ტომრებით ცოტა შეშა ვიყიდე და რამდენ ხანს მეყოფა არ ვიცი. ერთ ოთახს ვათბობ, აქაც წყალი ჩამოდის, სახლში ისეთიც არაფერი მაქვს რომ გავყიდო და იმით ვიცხოვრო. რემონტი მე არ მაქვს, ერთი ოთახი სულ ცარიელია, არც სკამი დგას და არც მაგიდა, კარიც კი არ აქვს, რომ გამოვკეტო და პატარა ოთახში სითბო შევინარჩუნო“, - ამბობს იგი.

რიფსიმე მარგარიანმა სოციალურ სამსახურს წერილით არაერთხელ მიმართა. თუმცა, ყველა წერილზე პასუხი ერთი და იგივე იყო. როგორც მას განუმარტავენ, მაღალი ქულების მინიჭების გამო დახმარება არ ეკუთვნის. 2013 წლის 12 ნოემბრის მონაცემებით რიფსიმე მარგარიანს 63 880 ქულა აქვს მინიჭებული, ამ ქულებით სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებს.

74 წლის მარტოხელა რიფსიმე მარგარიანი დახმარების მოლოდინშია
სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალციხის განყოფილებაში განმარტავენ, რომ რიფსიმე მარგარიანის ქონება რამდენჯერმე შემოწმდა. განმეორებით განცხების დაწერა კი ერთი წლის შემდეგ შეუძლია.

„თუ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს და ამით შეიძლება შეღავათი ჰქონდეს. მაგრამ თუ ოჯახში არაფერი არ შეიცვალა ისეთი, რაც ქულას შეცვლის, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრების რაოდენობის ცვლილება, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან მისამართის ცვლილება, მაშინ ერთი წლის შემდეგ კიდევ შეუძლია მოვიდეს და დაწეროს განცხადება. მანამდე ვერ გადავამოწმებთ“, - განმარტავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალციხის განყოფილების უფროსი დავით გოგალაძე.

რიფსიმე მარგარიანი დახმარებას მხოლოდ სოციალური სამსახურისგან არ ითხოვს. მან არაერთხელ მიაკითხა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც. ადგილობრივ თვითმმართველობას შეშით დახმარებასა და უმწეოთა სასადილოში კვების უფლებას სთხოვს. თუმცა, ამბობს, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერც ამას მიაღწია.

ბესიკ ბლიაძე "სამხრეთის კარიბჭესთან" განმარტავს, რომ რიფსიმე მარგარიანის გაჭირვების შესახებ იცის და მას საწვავი შეშით წელს აუცილებლად დაეხმარებიან.

„უფასო სასადილოში ვინც იკვებება, 100 ლარი ანგარიშზე ყველას დავურიცხეთ, რომ საწვავი შეშა შეეძინათ. ისინი ჩვენგან შეშას ვერცერთ შემთხვევაში ვეღარ მიიღებენ. ხოლო ვინც ამ სასადილოში არ იკვება, სოციალურად დაუცველია და მაქსიმალურად გაჭირვებულია, მათზე ცალკე გადავანაწილეთ. 35 კუბური მეტრი შეშა გვქონდა, რომელიც უკვე განაწილდა. ხოლო მეორე ეტაპი აუცილებლად გვექნება, ველოდებით შეშას და ეს ქალბატონი აუცილებლად მოხვდება იმ სიაში, ვისაც შეშას მეორე ეტაპზე გადავცემთ“, - გვარწმუნებს ბესიკ ბლიაძე.

ხოლო კითხვაზე, შეუძლია თუ არა რიფსიმე მარგარიანს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებულ უფასო სასადილოში კვება, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გვპასუხობს, რომ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია.

„ეს სასადილო 170 ადამიანზეა გახსნილი, ამაზე მეტს ვეღარ მივიღებთ. როცა გამოთავისუფლდება ადგილი, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ახალი ბენეფიციარის მიღება. თუმცა, ესეც განცხადებების საფუძველზე მოხდება, ვისაც პირველი აქვს დაწერილი განცხადება ჯერ იმას მივიღებთ“, - განმარტავს ბესიკ ბლიაძე.

74 წლის მარტოხელა რიფსიმე მარგარიანი დახმარების მოლოდინშია

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

13.08.2020 სად და რომელ ფაკულტეტებზე შეძლებთ სწავლას უფასოდ

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.08.2020 რეგიონ ლიგაში სამცხე–ჯავახეთიდან 4 გუნდი იასპარეზებს – სეზონი იწყება

13.08.2020 ‘დავიღალეთ ასე ცხოვრებით’ - ნინოწმინდის 8 დასახლებაში გასხვისებულ საძოვრებს აპროტესტებენ

13.08.2020 რომელ კონფესიებს აფინანსებენ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები

13.08.2020 მგფ სამცხე–ჯავახეთში 3 საჯარო სკოლას გაარემონტებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

რიფსიმე მარგარიანი: '30 ლარს მაძლევდნენ და ისიც შემიწყვიტეს'
ახალქალაქში 82 წლის ქალი დახმარებას ითხოვს
მაღალი ქულების გამო დაკარგული დახმარება
81 წლის მიხეილ კენჭოშვილი სოციალურ დახმარებას ითხოვს

სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს