FM97.5 / LIVE

ბორჯომში სოციალური პაკეტის ოდენობა გააორმაგეს

მთავარიეკონომიკა 17.01.2014
გასულ, 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური პაკეტის ოდენობა ორჯერ გაიზარდა.

ბორჯომში სოციალური პაკეტის ოდენობა გააორმაგეს
მიმდინარე წელს ბორჯომის ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური დახმარების პაკეტი 1,051,310 ლარს შეადგენს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მანანა ორჯონიკიძის განმარტებით, თანხის გაორმაგების საშუალება გაზრდილმა ბიუჯეტმა მისცათ. თანხის გაზრდის საჭიროება კი ნამდვილად არსებობდა: „მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა, რა საჭიროებები ჰქონდა ხალხს და აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ სოცპაკეტისთვის თანხა გაგვეზარდა და რამდენიმე მუხლი დაგვემატებინა“.

სტაციონალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 250 000 ლარი. აღნიშნული პროგრამით დაფინანსდებიან როგორც სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, ასევე ის პირებიც, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ბაზაში, მაგრამ საჭიროებენ სამედიცინო სტაციონალურ მომსახურებას.

177 000 ათასი ლარია გამოყოფილი მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოსთვის. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია ვეტერანების დაკრძალვის ხარჯები. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ერთჯერადად 200 ლარი გადაეცემათ.

ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია ახალშობილთა ოჯახების დახმარება. ისინი პირველ ბავშვზე 150 ლარს მიიღებენ, მეორე ბავშვზე 200 ლარს, მესამეზე 300 ლარს, მეოთხე ბავშვზე 400 ლარს, ხოლო მეხუთე და ზემოთ ბავშვზე 500 ლარს.

დახმარება გაეწევათ 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვებს. ისინი ყოველთვიურად 150 ლარს მიიღებენ.
სოციალური პროგრამა ასევე, ითვალისწინებს ღვაწლმოსილი ადამიანების დახმარებას, რომლებიც ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებენ.

სოციალურად დაუცველი 620 ბენეფიციარი საქალაქო ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებს. ეს დახმარება ვრცელდება შემდეგ კატეგორიებზე: მრავალშვილიან და მარტოხელა დედებზე; დიდ სამამულო ომში მონაწილეთა გათანაბრებული პირებზე; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილეებზე; ამავე ომის ინვალიდებზე; დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვეებზე და უფასო სასადილოს ბენეფიციარებზე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა დახმარებას გაუწევს მრავალშვილიან ოჯახებს. ოთხი შვილის დედა ყოველთვიურად 150 ლარს მიიღებს, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე დახმარება 50 ლარით გაიზრდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა მედიკამენტებით დახმარებას გაუწევს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც იწვნენ სტაციონარში და გამოწერის შემდეგ ესაჭიროებათ მკურნალობა. ასეთ მოქალაქეებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა 150 ლარით დაეხმარება.

100 წელს გადაცილებული მოქალაქეები ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებენ. ერთჯერადად 150 ლარს მიიღებენ ახლადაქორწინებული წყვილები. ყოველთვიურად 100 ლარი დაენიშნებათ შეზრუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს.

მრავალშვილიანი ოჯახები, დედ–მამით ობოლი ბავშვების მეურვეები, საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული ოჯახები, 18 წლამდე ასაკის შშმ პირები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, საქართველოს მთლიანობისთვის ომის ინვალიდები და მარტოხელა დედები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ლარის ოდენობის კვების პროდუქტებს მიღებენ.

კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები გაეწევათ დედ-მამით ობოლ ბავშვებს. ( გაზზე 30, ხოლო დენზე 15 ლარი).

[მანანა სარაშვილი, ბორჯომი ]


14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში საახალწლო სამზადისი დაიწყო
COVID-19: რამდენ ლარს მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები
ბორჯომის მერიამ 651 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გაუწია ®

სააღდგომო საჩუქარი ბორჯომში სოციალური პროგრამით მოსარგებლეთათვის[R]
ახალციხის  გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი იცვლება
ბორჯომის გამგეობა სააღდგომოდ 404 ოჯახს დაეხმარა
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ