FM97.5 / LIVE

მუსხში საცხოვრებელ სახლს სახურავი დაეწვა

მთავარისაზოგადოება 13.01.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში მცხოვრები ოქრომელიძეების სახლს გუშინ, 12 იანვარს, საღამოს, ხანძარი გაუჩნდა, მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მუსხში საცხოვრებელ სახლს სახურავი დაეწვა
ახალციხის სახანძრო-სამაშველო სამსახურში ხანძრის შესახებ შეტყობინება 12 იანვარს, 19:20 საათზე შევიდა. სამსახურის უფროსის პაატა კბილაშვილის თქმით, სახანძრო მანქანა სოფელში დაახლოებით 15 წუთში მივიდა და ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.

„ახალციხიდან ორი მანქანა გავიდა, მაგრამ მეორე გზიდან დავაბრუნეთ რადგან ცეცხლი უკვე ჩამქრალი იყო. ხანძარი სავარაუდოდ დაუდევრობის გამო გაჩნდა“, - ამბობს პაატა კბილაშვილი.

სოფელ მუსხის ტერიტორიული ორგანოს რქმუნებულის ბადრი ზაზაძის თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ აზბესტის მილიდან გაჩნდა. გაბრიელ ოქრომელიძის ოჯახს სახლის სახურავი დაეწვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ბლიაძის თქმით, აღნიშნული საკითხი ჯერ კომისიამ უნდა შეისწავლოს, ზარალი დაითვალოს და მხოლოდ ამის შემდგომ გადაწყდება დაეხმარებიან თუ არა სამშენებლო მასალით დაზარალებულებს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.03.2019 25 მარტიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან

21.03.2019 'ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია'– სპორტული ღონისძიებების პროექტში მერიაც ერთვება

21.03.2019 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი  გაუჩნდა
ხანძრის შედეგად არჯულის მთაში 16 მეასედი ტყის მასივი დაიწვა
სოფელ უდეში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ახალციხის მახლობლად, არჯულის მთაში ხანძარი გაჩნდა
ახალციხეში საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა
ვალეში სკოლის შენობას ხანძარი გაუჩნდა
ახალციხეში ხანძრის შედეგად სტეფანიანების სახლის ნაწილი დაიწვა [Photo]