FM97.5 / LIVE

ერთი კვირაა დაბა ასპინძას სასმელ წყალს სახანძრო-სამაშველო სამსახური აწვდის

მთავარისაზოგადოება 08.01.2014
ერთი კვირაა დაბა ასპინძის მცხოვრებთა 80 პროცენტს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივებს წყალს სახანძრო-სამაშველო სამსახური ბალონებით ურიგებს, თუმცა, დახმარება ყველა ქუჩამდე ვერ აღწევს.

ერთი კვირაა დაბა ასპინძას სასმელ წყალს სახანძრო-სამაშველო სამსახური აწვდის
ადგილობრივების ნაწილი, ვისაც მანქანა ყავს, წყალს მეზობელი სოფლიდან ეზიდება, ნაწილი კი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარიგებული წყლის იმედადაა დარჩენილი.

„ რამდენიმე დღეა წყალი არ გვაქვს, ვისაც მანქანები ჰყავს სოფლებიდან ეზიდება. ორი დღეა გამგეობა გვეხმარება, სადარბაზოებთან ბალონებით მოაქვთ“, - ამბობს ასპინძაში მცხოვრები მარინა ჯანღიაშვილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დარიგებული სასმელი წყალი ყველა ქუჩისთვის საკმარისი არ არის. წყალი მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე მიაქვთ, გარეუბნებში მცხოვრებლები კი წყლის გარეშე რჩებიან.

დაბა ასპინძის მცხოვრებლების თქმით, პრობლემა წყლის მილების გაყინვამ გამოიწვია. მათივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, მილები ყოველ წელს იყინება.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ, თუმცა, როდის აღდგება წყლის მიწოდება არ იციან.

„ძლიერი ყინვის გამო 600-მეტრიანი მონაკვეთი გაიყინა და 80 პროცენტი უწყლოდ დარჩა. ნამდვილად არ ვიცი როდის იქნება წყალი, მაგრამ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ. სახანძრო - სამაშველო სამსახური დადის და დღეში რამდენიმეჯერმე მოსახლეობას წყალს აწვდის. დღეს [6 იანვარს] ახალციხეს ვთხოვეთ დახმარება და გამგეობამ მოგვაშველა სასმელი წყლის ცისტერნა და მანქანა“, - ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე.

როდის აღდგება ასპინძისთვის წყლის მიწოდება, პასუხის გაცემა უჭირთ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის ფილიალშიც. მენეჯერის გიორგი ბაგინაშვილის განმარტებით, სპეციალური ჯგუფები გასულია და გაყინულ მილებს ადნობს.

„წყლის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვია ოთის მაგისტრალური მილსადენის გაყინვამ. გასულები არიან თანამშრლომლები, დღე და ღამეს იქ ასწორებენ, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით წყლის მიწოდება როდის აღდგება“, - ამბობს გიორგი ბაგინაშვილი.

მისივე თქმით, მსგავსი შემთხევა ბოლო ორი წელიწადია არ ყოფილა და პრობლემა ძლიერმა ყინვებმა გამოიწვია.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ორკვირიანი უწყლობის შემდეგ, ასპინძის ნაწილს წყლის მიწოდება აღუდგა
დაბა ასპინძას  წყალს  ისევ წყალმზიდებით აწვდიან
გიორგი ბაგინაშვილი: ვალეში წყლის მიწოდება შეიძლება დღესაც აღდგეს
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ორი დღეა დაბა ასპინძაში სასმელი წყალი არ აქვთ
მერვე დღეა ვალეში  სასმელი  წყალი არ აქვთ
ახალციხის 16 ქუჩას სასმელი წყალი არ აქვს – როდის აღდგება მიწოდება