FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობასა და საკრებულოში 75 300 ლარი პრემია გასცეს

მთავარიეკონომიკა 04.01.2014
წინასაახალწლოდ, ახალციხის ადგილობრივ ხელისუფლებაში, 131 თანამშრომელზე, 75 300 ლარის ოდენობის პრემია გაიცა, თუმცა, რამდენიმე თანამშრომელს ფულადი ჯილდოს ნაცვლად საყვედური ერგო.

ახალციხის გამგეობასა და საკრებულოში 75 300 ლარი პრემია გასცეს
საახალწლო პრემია, ერთი თვის ხელფასის ოდენობის თანხა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ყველა თანამშრომელს დაერიცხა.

ჯილდოს სახით ხელფასის ოდენობის თანხა დაერიცხათ გამგეობის თანამშრომლებსაც, თუმცა, არა ყველას. საახალწლო პრემია გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ოთხმა თანამშრომელმა ვერ მიიღო.

„მათ საახალწლოდ პრემიის ნაცვლად საყვედურები მიიღეს“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი. შეგახსენებთ, მათ საყვედური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის მიიღეს.

საახალწლოდ გამგეობასა და საკრებულოში 131 თანამშრომელზე ჯამში 75 300 ლარის ოდენობის პრემია გაიცა.

საკრებულოსა და გამგეობისგან განსხვავებით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საახალწლოდ პრემიები არ გაცემულა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

16.02.2020 სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება

16.02.2020 ახალციხელი მუსიკის პედაგოგი სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა – ბაღის დირიჟორი [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენის მერიაში საახალწლოდ 73 862 ლარის პრემია გაიცა
ადიგენის გამგეობაში საახალწლოდ პრემია 58 900 ლარი გაიცა
ახალციხის მერიაში საახალწლოდ 60 000–ლარამდე პრემია გაიცა
ახალციხის გამგეობაში საახალწლოდ 57 540 ლარის პრემია გაიცა
სამცხე–ჯავახეთში, 2 თვეში,  ნახევარ მილიონ ლარამდე პრემია გასცეს
სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობებში პრემია–დანამატებისთვის 300 000–ზე მეტი გაიცა
ბორჯომის გამგეობაში საახალწოდ პრემია 108 777 ლარი გაიცა