FM97.5 / LIVE

რას საყვედურობს ოლეგ სანდროშვილი ეკონომიკის სამსახურის თანამშრომლებს?

მთავარიპოლიტიკა 03.01.2014
თანამშრომლებისთვის გამოცხადებული საყვედური და დაჯარიმებული სამშენებლო ფირმები; რომელ სამსახურში აპირებენ სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში;

რას საყვედურობს ოლეგ სანდროშვილი ეკონომიკის სამსახურის თანამშრომლებს?
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებისთვის ოთხ თანამშრომელს საყვედური გამოუცხადეს. N1, N5 და N6 საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაობის დაუსრულებლობის გამო კი სამი მშენებელი ფირმა დააჯარიმეს.

„მშენებელი ფირმები დარჩენილი სამუშაოს ღირებულებიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე 3 პროცენტით დავაჯარიმეთ. ჩვენ თანამშრომლებს კი ამ სარემონტო სამუშაოებისთვის მეტი ყურადღება უნდა მიექციათ, რომ ასე არ მომხდარიყო“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სამუშაობი ვერ დასრულდა, პრობლემები შეიქმნა იქ, სადაც სამუშაოების ნაწილი დასრულდა, გათბობის სისტემა გასკდა და იატაკი აიყარა.

„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ მაქსიმალურად ხარისხიანად შესრულებულიყო ეს პროექტები. რადგან ეს ვერ მოხერხდა, მივიღეთ ზომები იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთა“, - აცხადებს სანდროშვილი.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, შესაძლოა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში სტრქუტურული ცვლილებები განხორციელდეს: „გვინდა, რომ ეს სამსახური მოვაძლიეროთ სპეციალისტებით, რადგან ამ მიმართულებით ნამდვილად გვაკლია პროფესიონალები. ამ სამსახურში ბევრი საქმის მცოდნე თანამშრომელიცაა და მათ, რა თქმა უნდა შევინარჩუნებთ“.

[თამუნა უჩიძე, ახლაციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

რატომ ყოფენ ორად ახალციხის გამგეობის  ეკონომიკის სამსახურს
ოლეგ სანდროშვილი: "ჩემს მიმართ იმპიჩმენტი იგეგმება"
ახალციხის გამგეობასა და საკრებულოში 75 300 ლარი პრემია გასცეს
საბავშვო ბაღებში საკადრო ცვლილებები იგეგმება
რაში სჭირდება გამგეობას სამი იურისტი?
ადიგენში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისთვის მშენებელი დააჯარიმეს
ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში იბრძვის