"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ახალქალაქს ანსამბლი “გორდელა” ესტუმრა

მთავარი 29.06.2012
პროექტის “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში 18 ივნისს ახალქალაქის კულტურის სახლში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლის “გორდელას” კონცერტი ჩატარდა

ახალქალაქს ანსამბლი “გორდელა” ესტუმრა

ანსამბლ “გორდელას” კონცერტის დროს მაყურებლებით გავსებულმა დარბაზმა და ხმამაღალმა აპლოდისმენტებმა გადაფარა ის ტექნიკური უწესრიგობები, რომელთა ფონზეც მათ სცენაზე გამოსვლა მოუხდათ. ანსამბლი ახალქალაქში პირველად იყო და უკან კარგი შთაბეჭდილებით დაბრუნდა.

- “მიკროფონები კარგად არ მუშაობდა, მაგრამ ეს არაფერი. ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა, ემოციებით ავივსეთ. კმაყოფილი ვარ, მაყურებელი ძალიან მოგვეწონა”, - ამბობს ანსამბლის წევრი ანნა გულედანი.

ფოლკლორული ანსამბლი “გორდელა” ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რვა ყოფილი და ახლანდელი სტუდენტი გოგონასგან შედგება. ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელი თამაზ მამალაძეა. ანსამბლი ხუთი წელია არსებობს და გასტროლებზე ხშირად დადის. გოგონები 25 ქართულ ხალხურ ინსტრუმენტს ფლობენ, თუმცა, ახალქალაქის სცენაზე 25-ვე ინსტრუმენტზე არ დაუკრავთ. გოგონებმა ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერებიც იმღერეს. სიტყვა გორდელა – მრავალხმიანობას ნიშნავს.

კონცერტი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. დარბაზი მაყურებლებით გაივსო. კონცერტზე დასწრება უფასო იყო. ღონისძიების შესახებ ადგილობრივი ტელევიზიით გამოცხადდა და ქალაქში აფიშაც გაიკრა. კონცერტი ადგილობრივ ქართულ სკოლაში მოქმედი საცეკვაო ჯგუფის გამოსვლით დაიწყო და დაიხურა. ანსამბლი “გორდელა” ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დიპლომით დააჯილდოვა.

ეს კონცერტი პროექტის “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში გამართული ერთგვარი დამასრულებელი ღონისძიება იყო. პროექტი ორგანიზაციასთან - “ნათელი მომავლისთვის” - ერთად თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა ქართული ენის მასწავლებლებმა განახორციელეს.

ორგანიზატორებს შორის იყვნენ სოფლების ბარალეთი, ლომატურცხი, ქოჯიო, ბურნაშეთი და აზავრეთის სკოლების ქართული ენის მასწავლებლები.

პროექტი 2012 წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ფარგლებში ზემოთ აღნიშნულ ხუთ სოფელში აჩვენეს ქართული ფილმები, ჩატარდა ინტელექტუალური თამაშები და სომხური სკოლის მოსწავლეებისთვის მცხეთასა და თბილისში ექსკურსიები მოეწყო.

პროექტი სამოქალაქო ინსტუტიციონალიზმის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

პროექტის მიზანი ადგილობრივი სომხური მოსახლეობისთვის ქართული კულტურის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება იყო.

- “ამ პროექტის განხორციელება გადავწყვიტეთ იმ მიზნით, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ენახათ და ხსომებოდათ ქართული კულტურა, ტრადიციები, ჩვენი სიმღერა და ცეკვა. გვინდოდა ადგილობრივი ეთნიკური სომხების ინტეგრაციისთვის შეგვეწყო ხელი”, - ამბობს ორგანიზაცია “ნათელი მომავლისთვის” თავმჯდომარე თორნიკე ვახაშვილი.

სოფელ ბარალეთის სკოლის ქართული ენის მასწავლებელი და პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი პოკა ნინუა, როგორც პროექტის ხელმძღვანელთა უმრავლესობა, მიიჩნევს, რომ მიზანს მიაღწიეს და ყველაფერი, რაც პროექტის ფარგლებში გაკეთდა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი და საინტერესო იყო.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


25.05.2017 მე–12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

25.05.2017 სამედიცინო ცენტრში „სიცოცხლის ხე“ უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს

24.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს მათემატიკასა და ფიზიკაში აბარებენ

22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2017 რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრძელდება [Photo]

26.05.2017 „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა

26.05.2017 ახალციხეში ველოტური მოეწყო

26.05.2017 სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს
yes,we can! - შემაჯამებელი კონფერენცია
არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
პროგრამის ‘ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის ტრენინგები დაიწყო
ახალციხის ციხეში ანსამბლ "სეუს" კონცერტი გაიმართება
ახალციხეში 'ერისიონის' კონცერტი გაიმართება
"სეუს" კონცერტის ჩატარების თარიღი ცნობილია