FM97.5 / LIVE

თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელი

მთავარისაზოგადოება 01.01.2014
ბორჯომიდან 26 კილომეტრში, სოფელ პატარა ცემის ერთადერთ მკვიდრს, თინა ბებოს, რომელსაც არც დენი აქვს, არც წყალი და აღარც ოცნებები, მაგრამ, აქვს წინასწარ გამზადებული საფლავი, წელს ყველაზე განსხვავებული ახალი წელი ექნება...

თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელი
სოფელ პატარა ცემის მარტოხელა მცხოვრების, 74 წლის თინა ტაბატაძის ჩუმ სახლში, წინასაახალწლოდ უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. დამდეგი ახალი წელი თინა ბებოს ჯერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 100 ლარის ნობათით მიულოცა, შემდეგ კი მისი ერთფეროვანი ცხოვრება „სამხრეთის კარიბჭემ“, მოულოდნელი სიურპრიზით გაახალისა.

საკვები პროდუქტებით, ტკბილეულით, სარეცხი საშუალებებით, სასმელი წყლით, სანთლებითა და ელემენტებით დატვირთული „სამხრეთის კარიბჭე“ თინა ბებოს 27დეკემბერს, მას შემდეგ ესტუმრა, რაც მისი ცხოვრების შესახებ შეიტყო... აქციის ორგანიზებაში „სამხრეთის კარიბჭეს“ ყოფილი "პოპულარის" ადგილას, რუსთაველის N66-ში გახსნილი საბითუმო მაღაზია „იაფი“, იაიძის N7-ში მდებარე მაღაზია „ივერი“ და ნათენაძის N18-20-ში მდებარე სერგეი კირაკოსიანის მაღაზია დაეხმარა. მათი წყალობითთინა ბებოს განსხვავებული, იმედიანი ახალი წელი ექნება. მაგრამ, არაფერს ინატრებს: „ცხოვრებაში არცერთი სურვილი და ოცნება არ ამსრულებია. ღმერთმა ჩემს შვილებს მოუმართოს ხელი“...

თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელი
თუმცა, ასეთი არ ყოფილა გასული 23 ახალი წელი.

წლებია თინა ბებო ახალ წელს მარტო, სანთლის შუქზე, უწყლოდ, უპროდუქტოდ და უიმედოდ ხვდება, მთელი ცხოვრების მუშაობით შეგროვილი სახსრებით ნაყიდი სასახლით, საფლავის ქვითა და წინასწარ გათხრილი სამარით...

თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელი ტყის პირას მცხოვრებს ცხოველები ხშირად, მაგრამ ადამიანები იშვიათად სტუმრობენ. სოფელთან მისასვლელი სამანქანო გზა ზამთრობით იკეტება და პატარა ცემში მისვლა მხოლოდ ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელით, ე.წ. კუკუშკითაა შესაძლებელი.

კუკუშკის მემანქანეები არიან თინა ბებოს ერთადერთი მომკითხავებიც. ამბობენ, რომ თინა ბებოს კარგად ყოფნის მანიშნებელი, მისი სახლის საკვამურიდან ამოსული კვამლია. რომ არა მემანქანეები, თინა ბებო სასმელი წყლის გარეშე დარჩებოდა. ათეული წლებია ცემს სასმელი წყალი არ აქვს. ახლა ზამთარია და წყალიც მთელი კვირა ჰყოფნის, რადგან საჭმლისა და სარეცხისთვის თოვლს ადნობს.

„წარმოიდგინეთ 20 წელი წყალი რომ არ მოდის, მთლიანი სისტემაა შესაცვლელი. რაც შეგვეძლება ყველაფერს გავუკეთებთ“, - ჩვენს დარწმუნებას ცდილობს სოფლის რწმუნებული ზურაბ ლომიძე.

თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელი23 წელია თინა ბებოს სახლში არც ნათურა ანთებულა. ამბებს რადიოდან იგებს. რადიო ძველია, ელემენტებზე მომუშავე... ისეთი, დღეს რომ აღარ იშოვება, ყოველ შემთხვევაში, ახალციხის ვერცერთ მაღაზიაში მსგავსი ვერაფერი ვიშოვეთ.

„ელემენტები ძვირი ღირს და ორი კვირაც არ ძლებს, მოტანაც ჭირს. ჩემს რკინიგზელებს ვაწუხებ. არასოდეს მაძლევენ დენის ვაუჩერს, დენი არ გაქვსო... დენი, რომ არ მაქვს, ხომ შეიძლება ვაუჩერი გადავცვალო და ნავთი ვიყიდო ლამფისთვის? პატარა ლამფა მაქვს და ნავთი რომ არ მაქვს, მხოლოდ გამთენიისას ვანთებ“, - გვეუბნება თინა ბებო. სახლში ჭაღი მაინც აქვს, იქნებ ოდესმე შუქი აინთოს...

თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელიმარტოობას და არავის იმედზე ყოფნას მიეჩვია, ამიტომაცაა, რომ საფლავი წინასწარ მოიმზადა, „საკადრის დასაფლავებაზე“ იზრუნა.

საფლავის ქვიდან სამი: ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ხანდაზმული თინა ბებო იმზირება... ხომ არ იცის რა ასაკში გარდაიცვლება და ამიტომ. სამარე გაჭრილია, საფლავის ღობე გაკეთებული, სასახლე სხვენში ინახება. საფლავთან პატარა ეკლესიაც გააშენა, გზად გამვლელებმა ეკლესიის გამო მაინც რომ დაანთონ მის საფლავთან სანთლები.

თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელი„მთელი ცხოვრება პედაგოგად ვმუშაობდი, კარგი ხელფასი მქონდა და გადავწყვიტე ყველაფერი მეყიდა. როცა გარდავიცვლები, უბრალოდ მოვლენ და დამკრძალავენ“.

თინა ტაბატაძე 1939 წლის 1 სექტემბერს დაიბადა. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პატარა ცემის სატყეო სკოლა-სანატორიუმში დაიწყო მუშაობა: „სანატორიუმს რომ ვუყურებ, ვნერვიულობ. ჩემს ხელში აშენებული, დანგრეულია ყველაფერი და განვიცდი. აშენება მახსოვს, მტკაველებით ვზომავდი როდის დასრულდებოდა და შევიდოდით სამუშაოდ“.

თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელისანატორიუმის დახურვის შემდეგ, სოფელ ციხისჯვარში დაწყებით კლასებს ასწავლიდა. სკოლამდე მისვლას სამ საათს ანდომებდა: „თოვლში პალტოში გავეხვეოდი და დაღმართებზე დათვივით მივგორავდი“.

37 წელიწადი მუშაობდა. მერე, სოფელი დაიცალა, სკოლა დაიხურა, დაფა თინა ბებომ წამოიღო სახლში.

„სულ ამ დაფაზე ვწერდი. ჩამოწერეს, უნდა გადაეგდოთ, დამენანა და წამოვიღე. ეზოშია“, - გვეუბნება და ხელით დაფას გვაჩვენებს. „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“, - აწერია ხეზე მიყუდებულ დაფას.

არც ახალგაზრდობაში გაუმართლა. მომავალმა მეუღლემ 21 წლის ასაკში მოიტაცა. უკან დაბრუნება სირცხვილად ითვლებოდა, ამიტომ, ქმრის ოჯახში დარჩა. ალბათ ახლაც ასე მოიქცეოდა, აბა ოჯახს ხომ არ შეარცხვენს. 24 წლის ასაკში, ერთი წლისა და ცხრა თვის შვილით ხელში დაქვრივდა: „შვილი და რძალი ახლა საზღვარგარეთ არიან, შვილიშვილი ოჯახით თბილისში, ნაქირავებში ცხოვრობს. არავის მინდა ტვირთად დავაწვე“.

ამიტომაც ცხოვრობს მარტო, უპრეტენზიოდ და საკუთარი თავის იმედზე. სოფელზე, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს, არც არავინ ზრუნავს, არადა, პატარა ცემი როდისაა ერთადერთი სოფელი, რომელიც არაფრით ჰგავს 21-ე საუკუნის სოფელს...

თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელი

ამავე თემაზე იხილეთ ფოტორეპორტაჟი.

[სტატიაზე მუშაობდნენ:
ჟურნალისტი - თინათინ ზაზაძე,
ფოტორეპორტიორი - ოთარ აწყურელი,
რედაქტორი - ნინო ნარიმანიშვილი]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

თინა ბებო - პატარა ცემის ერთადერთი მცხოვრები, წინასწარ გამზადებული საფლავით [Photo]

ანონსი: თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელი
ახალციხეში თინა ხიდაშელს ელოდებიან
ახალციხელები თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას აფასებენ [Video]
სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]
ხმა სოფლიდან: მარო ბებო – "ცოცხალი საუნჯე" [Audio]