FM97.5 / LIVE

ახალციხის ქუჩებში საავარიო სიტუაციაა

მთავარისამართალი » შემთხვევა 27.12.2013
ახალციხეში, ივერიელის ქუჩაზე მოყინული გზის გამო რამდენიმე დღეა საავარიო სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არ თოვს, რამდენიმე ადგილზე წყლის მილებია დაზიანებული, მოყინულ გზებზე მანქანები ცურავს და მოქალაქეების სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა იქმნება.

ახალციხის ქუჩებში საავარიო სიტუაციაა
26 დეკემბრის ღამეს, ივერიელის ქუჩის დასაწყისში მანქანა ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა, რის გამოც რამდენიმე მოსახლეს გაზის მიწოდებაც კი შეუწყდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გაზის კომპანიამ ადგილზე რამდენიმე საათი იმუშავა. მოსახლეობა ბუნებრივი აირის მიწოდებას ელოდება. ისინი შესაბამის ორგანოებს დახმარებას სთხოვენ, რათა თავიდან აიცილონ მსგავსი ავარიები.

ივერიელის ქუჩაზე ერთ-ერთი მოსახლის სასმელი წყლის მილია დაზიანებული. ამის გამო წყალი ქუჩაზე გადმოდის და სანიაღვრე არხში ჩაედინება. „წყალი სანიაღვრე არხში უნდა ჩადიოდეს, მაგრამ გაჭედილია, ზემოდან გადმოდის და გზა იყინება“, - ამბობს ივერიელის ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი.

ადგილობრივების თქმით, მათ პრობლემის მოსაგვარებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს. თუმცა, გამგეობაში განაცხადეს, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის და წყალმომარაგების კომპანიაში მისვლა ურჩიეს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, რომ მათთვის ცნობილია ამ პრობლემის შესახებ და სანიაღვრე არხის გაწმენდა კეთილმოწყობის სამსახურს უკვე დაავალეს.

შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორის ამირან ნოზაძის თქმით, მისმა სამსახურმა სანიაღვრე არხი გუშინ საღამოს გაწმინდა, თუმცა დღეს დილით წყალი ისევ გადმოვიდა და გაიყინა. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ადგილობრივები, რომელთა თქმით, ივერიელის ქუჩაზე სანიაღვრე არხი არავის გაუწმენდია.

საავარიო მდგომარეობის მიუხედავად, ივერიელის ქუჩაზე ჯერ-ჯერობით წყლის მილი არ შეუკეთებია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას. „წყლის მილები ახალციხეში ბევრგან არის დაზიანებული, ახლა ვმუშაობთ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, იქაც მილებია დახეთქილი და იგივე პრობლემაა. ერთდროულად ათ ადგილზე არ გავდივართ“, - ამბობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერი გიორგი დალალიშვილი.



[თამარ თოთაძე, ახალციხე]


20.08.2019 ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება

19.08.2019 მასწავლებელთა გამოცდის შედეგები და გასაჩივრების ვადები ცნობილია

16.08.2019 სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

16.08.2019 ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.08.2019 სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’

20.08.2019 ბორჯომ–ხარაგაულის პარკში საფეხმავლო ხიდებს მოაწყობენ

20.08.2019 სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

20.08.2019 ‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, თბილისის ქუჩაზე, სასმელი წყალი ასფალტზე გადმოდის
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მეორე დღეა წყლის მილია დაზიანებული
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხის სამ ქუჩაზე წყლის შემკრები და სანიაღვრე არხები გაკეთდება
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს ხვალ შეაკეთებენ
რატომ იტბორება დილიდან კოსტავას ქუჩა
9 აპრილზე დაზიანებულ წყლის მილს ნებართვის გარეშე ვერ აკეთებენ